ZSU-23-4 Posted May 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2009 სამოქალაქო თავდაცვა და სახელმწიფოს უსაფრთხოება ომის შემთხვევაში აგვისტოს ომმა ეროვნული უსაფრთხოების სისტემის კიდევ ერთი მივიწყებული საკითხი გამოამჟღავნა, ესაა - სამოქალაქო თავდაცვა.დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ინერციით შემორჩა სამოქალაქო თავდაცვის სტრუქტურები, რომლებიც დაუფინანსებლობის და უცოდინარობის გამო მთლიანად იქნა ლიკვიდირებული. სკოლებში გაუქმებული იქნა საგანი "სამხედრო საქმე", ინსტიტუტებში სამხედრო კათედრებზე უფრო სამხედრო სპეციალობებს ასწავლიდნენ, ხოლო სამოქალაქო თავდაცვის საკითხები მხოლოდ ნაწილობრივ თუ ისწავლებოდა, შემდგომში კი მთლიანად იქნა ამოღებული პროგრამებიდან. ბევრს ალბათ მოსწავლეებისთვის სამხედრო საქმის სწავლება საბჭოთა გადმონაშთი ეგონა. არც ის მინდა ვთქვა, რომ საბჭოთა პერიოდში ხარისიხიანად და სრული მოცულობით ისწავლებოდა სამოქალაქო თავდაცვის საკითხები. საზოგადოებაში ასეთი კითხვაც ისმოდა, რომ შემცირდებოდა თუ არა მსხვერპლი სამოქალაქო თავდაცვის არსებობის პირობებში. გარკვეულწილად მსხვერპლის და დაშავეულების რაოდენობაზე თუნდაც საჰაერო იერიშების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაც დადებით ზეგავლენას იქონიებდა. ამომწურავი პასუხის გასაცემად მსხვერპლის და დაზიანებების სრული ანალიზია გასაკეთებელი, თუ ვინ რა პირობებში დაიღუპა ან დაშავდა და შეიძლებოდა თუ არა თავიდან აცილება. ეს კი წინამდებარე სტატიის მიზანს არ წარმოადგენს. მე მხოლოდ შევეცდები მკითხველს მივაწოდო ინფორმაცია თუ რა არის სამოქალაქო თავდაცვა, რა ადგილი უკავია მას ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში და რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში სამოქალაქო თავდაცვის სისტემის შესაქმნელად. დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სამოქალაქო თავდაცვა უშიშროების საბჭოს პრეროგატივა არისო. ეს ასე არაა. უშიშროების საბჭო შეიძლება აყალიბებდეს ძირითად იდეოლოგიას უსაფრთხოების საკითხებში, ქონდეს მაკონტროლებელი ფუნქცია (თუმცა 2005 წლიდან უშიშროების საბჭო საგრძნობლად შესუსტდა და მას ბევრი ფუნქცია ჩამოერთვა ძალოვანი სტრუქტურების სასარგებლოდ. ეს საკითხი გადახედვას მოითხოვს პრეზიდენტის მხრიდან. პრეზიდენტს და ძალაუფლების სიმტკიცეს, ძალოვანი სტრუქტურების ეფექტიანად განვითარებას ესაჭიროება ძლიერი ეროვნული უშიშროების საბჭო), ხოლო მთავარი აღმსრულებელი არის სახელმწიფოს მთავრობა. თუ რომელ სტრუქტურებს დაევალება სამოქალაქო თავდაცვის სხვა და სხვა ფუნქციების განხორციელება, ეს ტექნიკური საკითხია, თუმცა მთლიანი სისტემის წარმატებულ ფუნქციონირებაზე სტრუქტურის სწორად ჩამოყალიბებაა საჭირო, რასაც წინ უნდა უძღოდეს პრინციპები და ამოცანების სწორად განსაზღვრა. ჩვენც ამ გზით წავიდეთ და განვიხილოთ სამოქალაქო თავდაცვის პრინციპები და ამოცანები, აქედან გამომდინარე რა ღონისძიებები უნდა ხორციელდებოდეს დასახული ამოცანების შესასრულებლად. ძალიან ბევრ სახელმძღვანელო დოკუმენტში შევხვედრივარ მიზნების, ამოცანების და ფუნქციების ერთმანეთში არევას. მიზანი არის ის, თუ რისი მიღწევა გვსურს. მიზანი მიიღწევა გარკვეული ამოცანების გადაჭრით. ამოცანები გადაიჭრება ფუნქციების შესრულებით, ფუნქციები კი ხორციელდება ღონისძიებათა კომპლექსით. სამოქალაქო თავდაცვა არის სახელმწიფოს თავდაცვითი სისტემის შემადგენელი ნაწილი. მისი მიზანია სახელმწიფოს და პიროვნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სამოქალაქო თავდაცვის ამოცანებია: - მოსახლეობის, სამრეწველო-ეკონიმიკური და კულტურულ-ისტორიული ობიექტების დაცვა განსაკუთრებული სიტუაციებისას (ავარიები, სტიქიური უბედურებები, საომარი მოქმედებები).- მართვის ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია სტიქიური და ეკოლოგიური უბედურებების, ავარიების და კატასტროფების პროგნოზირების, გაფრთხილების და ლიკვიდირებისას.- მართვის, შეტყობინების და კავშირგაბმულობის სისტემების შექმნა და შენარჩუნება.- რადიაციულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვების ორგანიზება და კონტროლი.- სამრეწველო-ეკონომიკური ობიექტების ფუნქციონირების მდგრადობის ამაღლება განსაკუთრებულ სიტუაციებში.- ავარიულ-სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაოების წარმოება.- სხვა და სხვა სახელმწიფო უწყებების, სამრეწველო-ეკონომიკური ობიექტების ხელმძღვანელი პირების, ასევე მოსახლეობის მომზადება განსაკუთრებულ სიტუაციებში მოქმედებებისათვის. სამოქალაქო თავდაცვის ფუნქციებია: - მოსახლეობის და სამრეწველო-ეკონომიკური ობიექტების შეტყობინება სხვა და სხვა საშიშროებების შესახებ როგორც მშვიდობიან ასევე საომარ ვოთარებაში.- მეცადინეობების, წვრთნების და სწავლებების ჩატარება მოსახლეობასთან და სამრეწველო ობიექტებზე.- მოსახლეობის და მატერიალურ-კულტურული ფასეულობების ევაკუაცია უსაფრთხო რაიონებში.- მოსახლეობისთვის თავშესაფარების და ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებების გამოყოფა.- შენიღბვის ღონისძიებების გატარება.- ავარიულ-სამშველო სამუშაოების ჩატარება საომარი მოქმედებების წარმოებისას ან მის შედეგად წარმოქმნილი საშიშროებებისას მოსახლეობისათვის, ასევე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის განსაკუთრებული სიტუაციებისას.- პირველ რიგში საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას ან მის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის დახმარების (მათ შორის სამედიცინო დახმარების) აღმოჩენა, თავშესაფრის და საცხოვრებელი ფართის გამოყოფა, სხვა საჭირო ზომების გატარება.- საომარი მოქმედებებისას ან მისი წარმოების შედეგად წარმოქმნილ ხანძრებთან ბრძოლა.- რადიაციული, ქიმიური, ბიოლოგიური და სხვა სახის დასნებოვნების რაიონების აღმოჩენა და შემოფარგვლა, ამ რაიონებში დაზარალებული მოსახლეობისა და ფასეულობებისთვის სამაშველო სამუშაოების ჩატარება.- დაზარალებულ რაიონებში წესრიგის აღდგენა-შენარჩუნება.- კომუნალური სამსახურების ფუნქციონირების აღდგენა საომარ პერიოდში.- გვამების დასაფლავება.- სახელმწიფოს ეკონომიკის მდგრადი ფუნქციონირებისათვის საჭირო ობიექტების დასაცავად და მოსახლეობის გადასარჩენად საჭირო ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება. როგორც ვხედავთ სამოქალაქო თავდაცვის ამოცანები და ფუნქციები საკმაოდ მასშტაბური და მოცულობითია. ამიტომ სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებებში თითქმის ყველა სამთავრობო და ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურა მონაწილეობს. ძალიან ბევრ ქვეყანაში სამოქალაქო თავდაცვის ხელმძღვანელად ითვლება პრემიერ-მინისტრი, ანუ მთავრობის ხელმძღვანელი, რომელიც უშუალო სხვა და სხვა სტრუქტურების კოორდინაციას ახორციელებს. სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებების განხორციელებაში ჩართულია სხვა და სხვა სამინისტროები: შინაგან საქმეთა, თავდაცვის, ჯანდაცვის, ფინანსთა, ეკონომიკის, რეგიონალური მართვის და სხვა. აგვისტოს ომის დროს პრეზიდენტის დავალებით თბილისის მერია, სხვა და სხვა სამინისტროები ასრულებდნენ სამოქალაქო თავდაცვის ფუნქციებს, მაგრამ ამას არ ქონდა სისტემური ხასიათი და არ იყო წინასწარ დაგეგმილი და მომზადებული. ჩვენთან საომარი მოქმედებების განახლების საშიშროება არ მოხსნილა. ამას გარდა ხშირია სტიქიური უბედურებები, განსაკუთრებით წყალდიდობები. აუცილებლად მიმაჩნია მძლავრი სამთავრობო სტრუქტურის შექმნა, რომელსაც დაეკისრება საქმოქალაქო თავდაცვის ფუნქციების განხორციელება. შესაძლოა ასეთ სამინისტროს დაერქვას განსაკუთრებული სიტუაციების სამინისტრო (რუსეთში ეს სტრუქტურა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, რომელიც ფაქტიურად შოიგუმ შექმნა და დღესვე მას უცვლელად ხელმძღვანელობს). სამოქალაქო თავდაცვის შექმნა (ისევე როგორც ყველაფერი სახელმწიფოში) სისტემურ მიდგომას საჭიროებს. სამოქალაქო თავდაცვის სისტემას შეადგენს: - ყველა დონის სახლემწიფო მართვის ორგანოები, რომელთა ფუნქციებში შედის მოსახლეობის დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, განსაკუთრებული სიტუაციების შესახებ შეტყობინება და მათზე რეაგირება.- სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების გადასაჭრელად განკუთვნილი ძალები და საშუალებები.- განსაკუთრებული სიტუაციებისათვის გამოყოფილი საფინანსო, სამედიცინო და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ფონდები და რეზერვები.- კავშირგაბმულობის, შეტყობინების, მართვის და საინფორმაციო უზრუნველყოფის სისტემები. სამოქალაქო თავდაცვის სისტემა უნდა შეიქმნას შემდეგი ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით: - მოსახლეობის დაცვის უზრუნველყოფა ქვეყნის მტელ ტერიოტორიაზე.- მოსახლეობის დიფერნცირებული დაცვა ტერიტორიის ეკონომიკური, ბუნებრივი და სხვა მახასიათებლების და განსაკუთრებული სიტუცაიის წარმოქმნის რეალური საფრთხის გათვალისწინებით.- თავდაცვისთი ღონისძიებების წინასწარი დაგეგმვა და განხორციელება.- თავდაცვითი ღონისძიებების განსაზღვრისას ძალების და საშუალებების, ასევე ღონისძიებების მოცულობის და შინაარსის აუცილებელი საკმარისობის განსაზღვრა. სამოქალაქო თავდაცვის განსახორციელებლად შექმნილ ახალ სამინისტროში შეიძლება ჩამოყალიბდეს სხვა და სხვა გასამხედროებული თუ არაგასამხედროებული სტრუქტურები. ამავე სამინისტროში უნდა გადმოვიდეს სამაშველო და სახანძრო სამსახურები, ჩამოყალიბდეს სამედიცინო დახმარების ბრიგადები და სხვა. სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზება უმჯობესია მოხდეს ტერიტორიული პრინციპით. მასში ჩართული უნდა იყოს რეზერვისტებიც. გასაკუთრებული სიტუაციის წარმოქმნისას ყველამ უნდა იცოდეს თავისი ამოცანა და ადგილი. უნდა დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე. სამოქალაქო თავდაცვის ფუნქციონირებისთვის ათობით საკანონმდებლო აქთი და სხვა და სხვა სახის სახელმძღვანელო საბუთის შექმნა იქნება საჭირო. მოსახლეობის ძირითადი ნაწილის სწავლება უნდა მოხდეს სასწავლო დაწესებულებებში და წარმოებებში, სახელმწიფო სტრუქტურებში. ყველა დაწესებულების ხელმძღვანელი ამავე დროს უნდა იყოს ამ ობიექტის სამოქალაქო თავდაცვის უფროსი. მთელი სახელმწიფოს სამოქალაქო თავდაცვის უფროსი კი უნდა იყოს მთავრობის ხელმძღვანელის, რომელიც სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებებს ქვეყანაში განახორციელებს პასუხისმგებელი სამინისტროს (განსაკუთრებულ სიტუციათა სამინისტრო) და სხვა სამთავრობო სტრუქტურების მეშვეობით. სასწავლო დაწესებულებებში უნდა ისწავლებოდეს სიცოცხლის უსაფრთხოების და თავის გადარჩენის საფუძვლები. ამისათვის საჭიროა სპეციალური პროგრამების შემუშავებდა და კადრების მომზადება. ჩვენ ათასობით თადარიგის ოფიცერი გვყავს, რომელთა დასაქმება მათ სოციალურ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს და მათი მომზადება გაცილებით იოლი იქნება, როგორც სამოქალაქო თავდაცვის სხვა და სხვა სტრუქტურებში, ასევე სასწავლო დაწესებუელებებში სამუშაოდ. ოღონდ ეს არ უნდა იქცეს ბავშვების გასამხედროების ინსტრუმენტად, როცა სკოლებში სამხედრო საქმეს მოუმზადებელი თადარიგის ოფიცრები ასწავლიდნენ და ძირითადში სამწყობრო მომზადებიტ იყვნენ დაკავებულნი. ხაზს ვუსვამ ახალი პროგრამების და სპეციელისტების გადამზადების აუცილებლობას. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენს ქვეყანაში არ იქნება სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებების გატარების საჭიროება და ჩვენი მომავალი ომების და ბუნებრივი თუ ტექნოგენური კატაკლიზმების გარეშე იქნება, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენი სახელმწიფო მზად აღმოჩნდება საკუთარი მოქალაქეების და მატერიალურ-კულტურული ფასეულობების დასაცავად. სტატია ეკუთვნის ბატონ ამირან სალუქვაძეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ZSU-23-4 Posted June 19, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 19, 2009 რა ხდება არავინ ეხმაურება ამ თემას? ის კი არა, ძალიან ცუდი სუნი მცემს, ეს გაერო რომ გავიდა და ეუთო ახლა ღმერთმა იცის რა გვეშველება :sorry: პირადად მე პარტიზანული ომისთვის ვემზადები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted June 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted June 19, 2009 რა ხდება არავინ ეხმაურება ამ თემას? ის კი არა, ძალიან ცუდი სუნი მცემს, ეს გაერო რომ გავიდა და ეუთო ახლა ღმერთმა იცის რა გვეშველება :sorry: პირადად მე პარტიზანული ომისთვის ვემზადები თუ საჭირო გახდა, მეც მზად ვარ... :bob: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ZSU-23-4 Posted June 19, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 19, 2009 თუ საჭირო გახდა, მეც მზად ვარ... :bob:მე ვემზადები უკვე, თავშესაფარი უნდა მოვაწესრიგო, კაი შტიკნოჟები უნდა ვითრიო, კისერში კარგად ესობა თუ რამეა :bob: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted June 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted June 19, 2009 მე ვემზადები უკვე, თავშესაფარი უნდა მოვაწესრიგო, კაი შტიკნოჟები უნდა ვითრიო, კისერში კარგად ესობა თუ რამეა :bob:კარგია... როგორი თავშესაფარი გაქვს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ZSU-23-4 Posted June 20, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2009 კარგია... როგორი თავშესაფარი გაქვს?მეორე მსოფლიო ომის დროს, სამხედროების მიერ შენებული თავშესაფარია, 160 კვადრატული მეტრია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted June 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2009 მეორე მსოფლიო ომის დროს, სამხედროების მიერ შენებული თავშესაფარია, 160 კვადრატული მეტრიადა სადაა ეს? თუ კონფიდენციალური ინფოა? : მერე როგორმე დამათვალიერებინე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ZSU-23-4 Posted June 20, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2009 და სადაა ეს? თუ კონფიდენციალური ინფოა? : მერე როგორმე დამათვალიერებინე... ჩემს ეზოშია, ახლა უკვე სკოლა აღარა მაქვს, მოდი ძმაო და ჩავიდეთ ოღონდ ფეხზე დიდი რამე ჩაიცვი, ობობები დადიან იქ, თან 3 კამათლის ხელა და შესაძლოა სკორპიონებიც იყვნენ, რომ მინდოდა დღეში 3-ჯერ ჩავდიოდ იხოლმე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Elibo Posted June 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2009 თავშესაფარში უნდა ჩაიტანო ბლომად საჭმელები და წყალი, ისე აზრი არ აქვს მანდ დამალვას თუ შიმშილით მოკვდი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted June 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2009 ჩემს ეზოშია, ახლა უკვე სკოლა აღარა მაქვს, მოდი ძმაო და ჩავიდეთ ოღონდ ფეხზე დიდი რამე ჩაიცვი, ობობები დადიან იქ, თან 3 კამათლის ხელა და შესაძლოა სკორპიონებიც იყვნენ, რომ მინდოდა დღეში 3-ჯერ ჩავდიოდ იხოლმე ვაააა, ძაან მაგარია... მევასება ასეთი ადგილები... :ჩემი ოცნებაა ჩემი ბუნკერი მქონდეს... :resent: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ZSU-23-4 Posted June 20, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2009 ჰე ჰე, რესპუბლიკის მოედნის ქვეშ 4 სართულის სიღრმის თავშესაფარია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted June 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2009 ჰე ჰე, რესპუბლიკის მოედნის ქვეშ 4 სართულის სიღრმის თავშესაფარია რესპუბლიკის მოედანთან ცხოვრობ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted June 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2009 პრინციპში, არა მგონია, საინტერესო იყოს იქაურობა... ივერიის პადზემკა და მთელი საბომჟეთი ჩითავს ვეჩნად მანდ... :puke: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ZSU-23-4 Posted June 21, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2009 ივერიის პადზემკა და მთელი საბომჟეთი ჩითავს ვეჩნად მანდ... როკერები "აბირჟავებენ" და 5 კაპიკს ითხოვენ რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted June 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2009 როკერი როკერია, ბომჟი ბომჟია... : ანუ 2 სხვადსხვა ვეშია, იქ კი იმენოი ბომჟები ჩითავენ... :puke: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.