newstudio Posted August 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2009 პაველ ფელგენგაუერი - ომის დაწყების ალბათობა, დაახლოებით, 80%-ია რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი, შარშანდელის მსგავსად, საქართველოში წელსაც საომარ მოქმედებებს პროგნოზირებს და აცხადებს, რომ ომის დაწყების ალბათობა, დაახლოებით, 80%-ია. ამის შესახებ ფელგენგაუერმა “ინტერპრესნიუსს” რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი განცხადების კომენტირებისას განუცხადა. რუსი ექსპერტის აზრით, ვითარება სამხრეთ ოსეთში ზუსტად ისე ვითარდება და იძაბება, როგორც - შარშან. “კოკოითის განცხადებები სამხრეთ ოსეთის მიერ თითქოსდა ოსური ტერიტორიების დაბრუნების, საზღვრის დემარკაციის შესახებ და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მყისიერი რეაგირეგა მიუთითებს, რომ საქმე ომამდე და ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებამდე, შესაძლოა, უახლოეს დღეებში მივიდეს. საომარი მოქმედებების დაწყების ალბათაობა საკმაოდ მაღალი, არანაკლებ 80%-ია, ვინაიდან რუსმა სამხედროებმა, რომლებსაც საქართველოსთან ომის დაწყება სურთ, კარგად იციან, რომ ომის დასაწყებად აგვისტო საუკეთესო დროა და სექტემბერში უკვე გვიან იქნება”,-აღნიშნა ფელგენგაუერმა. მისივე შეფასებით, ომის დაწყება ძალიან ცუდი იქნებოდა კავკასიის რეგიონისთვის, თუმცა არსებობს მცირე შანსი, რომ დასავლეთი რუსეთზე ზეწოლას განახორციელებს და ომის განახლებაზე უარს ათქმევინებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ „სამინისტრო საქართველოს მხრიდან ბოლო დღეებში ცხინვალისა და მისი გარეუბნების მისამართით სროლების გამო შეშფოთებას გამოთქვამს“.რუსეთის თავდაცვის უწყება „უფლებას იტოვებს, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა სამხრეთ ოსეთის მოქალქეებისა და ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები დასაცავად“. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ეს ის ფელენგაუერია, შარშან რომ ომი იწინაწარმეტყველა, იქ რუსების წრთვნა ჩრდი. კავკასიაში, აქ ჩვენების, ეხლა სროლები მდაას.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2009 პაველ ფელგენგაუერი - ომის დაწყების ალბათობა, დაახლოებით, 80%-იაეს ადამიანი ყოველთვის "ცვეტში" უბნობს...newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Sakartwelo Posted August 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2009 რუსების ხელში ვართ,რასაც უნდათ,იმას გააკეთებენ. სამწუხაროდ ჩვენი ძლიერი ლობი არცერთ ქვეყანაში არ გვაქვს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Indian_Summer Posted August 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2009 ესე იგი ყოველ აგვისტოს ომი უნდა გვქონდეს?:hm: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
joao Posted August 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2009 (edited) შემოგთავაზებთ ჩემს სტატიას, რომელიც დაიწერა ობამას მოსკოვში ვიზიტამდე და ბაიდენის საქართველოში ვიზიტამდე. მაშინ ვფიქრობდი, რომ ომის ალბათობა 80% იყო. ეხლა ვფიქრობ ეს საფრთხე შემცირებულია 30/70%-ზე. ფელენგაუერს ვერ დავეტანხმებით ბოლომდე. ბევრი ინფორმაცია ვრცელდებ დაიწყება თუ არა ომი საქართველოში და დაიწყებს თუ არა მას რუსეთი. რამდენად სჭირდება დღეს რუსეთს ომი და არის თუ არა ეს საფრთხე. ვფიქრობ, რომ საფრთხე მართლაც ძალიან რეალურია, მიუხედავად იმისა, როომ რუსეთ თავად გააჩნია ამ ომის შედეგად რიგი საფრთხეებისა, კერძოდ; 1. მთელი კავკასიის ჩართვა ომში. 2. ეკონომიკური კრიზისი რუსეთში და მისი კიდევ უფრო გაღრმავება. 3. ომის შემთხვევაში დასავლეთის სერიოზული ზეწოლა რუსეთზე, უფრო ძლიერი, ვიდრე ეს აგვისტოში მოხდა. 4.ამ ზეწოლით დასავლეთის მიერ რუსეთზე სერიოზული ზეგავლენის მოხდენა და ენერგომატარებლების ალტერნატიული წყაროების უფრო თამამ და იოლად გაყვანა. ასევე საინტერესოა, ზემოთჩამოთვლილი საფრთხეების შეფასება, იმ ჭრილში, თუ რა შედეგები დაუდგება რუსეთს, თუ ის ვერ მოახერხებს კავკასიაზე და შავ ზღვაზე სრულ კონტროლს ან ვერ შეინარჩუნებს. 1. გეოპოლიტიკურად წამგებიან პოზიციაში ყოფნა და მიმდინარე გეოპოლიტიკური მიზნების საფრთხის ქვეშ დაყენება. 2. ნორდსტრიმზე სერიოზული წინააღმდეგობა სკანდინავიის და ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან. 3. გაზის დივერსიფიკაციის ნაბუკოს პროექტი- სერიოზული ალტერნატივა. 4. ნაბუკოს პროექტის რეალიზაციის შემთხვევაში შუააზიის გაზმარაგებზე სერიოზული კონტროლის დაკარგვა, რაც ამჯერად რუსეთის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წყაროა ევროპის გაზმომარაგების და მონოპოლიის საკითხში. ეს არის იმ საფრთხეების და ამ საფრთხეების რისკების შემცველი მეტნაკლებად არასრული სია, რომლის გამოც უნდა შევაფასოთ ომის დაწყების და არდაწყების ნიშნები. ჩემი შეფასებით ის საფრთხეები, რაც შეიძლება მოყვეს რუსეთის მიერ საქართველოსთან ომს დაახლოებით პროცენტულად ასე გამოისახება 80% ომის დაწყება, 20% ომის დაწყებისგან თავის შეკავება. რუსეთი, არ მოერიდება კავკასიაში შესაძლო ფეთქებადსაშიშ სიტუაციას, მითუმეტეს, რომ კავკასიაში დღეს არ არის ის სიტუაცია, რომ იყოს 100% იანი გარანტია, ცეცხლის ალში მთლიანი კავკასიის გახვევის. იმ რესპუბლიკებში, სადაც ფეთქბადსაშიში სიტუაციაა, ესაა დაღესტანი, ინგუშეთი და იჩკერიის ძველი მებრძოლები, რომლებიც შემორჩნენ, არ არსებობს ერთიანი სტრატეგიული დაპირისპირება რუსეთთან, ერთიანი ლიდერით და ერთიანი ფრონტით. ჩრდილო კავკასიის ცენტრალური რესპუბლიკა ჩეჩნეთი უშუალოდ პუტინის მიერ კონტროლდება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული ვითარებაა სამივე ამ რესპუბლიკაში, ვფიქრობ იმ იდეისთვის ბრძოლა, რა იდეითაც შესაძლოა საქართველო ჩაერთოს ამ ომში ამ რესპუბლიკებში არ არსებობს, არც იდეოლოგიური და არც სხვა მიმართულებით. თუმცა არ არის გამორიცხული 2 რესპუბლიკაში, დაღესტანში და ინგუშეთში სერიოზული სამხედრო დაპირისპირებები დაიწყოს. ერთიანი ფრონტი, ერთიანი ლიდერი, მაგალითად ისეთი, როგორიც იყო ჯოხარ დუდაევი, დღეს არ არსებობს. ამიტომ რუსეთის მიერ მათი ძლევა უფრო იოლია, დღეს, ვიდრე ეს 90 იან წლებში იყო. ეკონომიკური კრიზისი რუსეთისათვის დღეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. ასევე მოსალოდნელია ამ კრიზისის კიდევ უფრო გაძლიერება, მიუხედავად იმისა, რომ შიდა პრ-ისთვის ომს დადებითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. თუმცა შესაძლოა სწორედ ეს იქცეს იმ ქვად, რომელიც რუსეთს სერიოზულ ზიანს მიაყენებს, იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთიდან ის მიიღებს სერიოზულ ზეწოლას და მოუწევს ისევ შუა გზაში გაჩერება, ძალიან ცუდი შედეგებით. რის შემდეგაც ერთადერთი ნაბიჯი, რაც შეიძლება რუსეთმა გადადგას, არის უკან გადადგმული ნაბიჯი. შესაბამისად ის მიიღებს დასავლეთიდან სერიოზულ ზეწოლას და მოუწევს უკანდახევა არამარტო საქართველოსთან დაკავშირებით, არამედ ენერგომატარებლების გზაზეც. აგვისტოს ომის რიტორიკამ რუსეთისთვის დღევანდლამდე ძლივს მოაღწია. ბოლო აკორდი, რომ რუსეთს თავის ქმედებაზე საუბარი აღარ შეუძლია და მხოლოდ თავხედობა და თავგასულობა შემორჩა ეს, გაეროში მისი ვეტო იყო. ვეტო, ანუ წერტილი, რომელიც რუსეთმა თავისთავს დაუსვა და თავის დიპლომატიას, და მოემზადა ახალი რიტორიკისთვის. რათქმაუნდა ეს დროში განგრძობადი საკითხია, მაგრამ დროში ის მასზე ცუდად აისახება. ერთადერთი საშუალება, რაზედაც რუსეთმა შესაძლოა გააკეთოს გათვლა არის ბლიცკრიკი საქართველოში. რისი საშუალებაც მას ვფიქრობ არა აქვს. მაქსიმალური ვადა ბლიცკრიკის უნდა იყოს 1 კვირა დედაქალაქის აღების ჩათვლით. ალბათ ყველა გეგმა ამას გაითვალისწინებს და საომარი ვითარების დაწყების შემთხვევაში შემოტევა განხორციელდება დაახლოებით 5 მიმართულებით. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი დგება უდიდესი რისკების წინაშე გეოპოლიტიკური მიზნების თვალსაზრისით. რაც ჩამოვთვალეთ. ისევ გაეროს ვეტოს ირაციონალურ მომენტს ვუღრმავდები. ეს რუსული დიპლომატიის რიტორიკული წერტილია. ვინაიდან ყველაზე მაღალი ტრიბუნა დღეს გაეროა. გაეროში ვეტოს გამოყენება , რაც 2009წ. 16 ივნისს რუსეთმა გააკეთა არის სწორედ იმის ნიშანი, რომ ის აპირებს ბოლომდე ბრძოლას და ნებისმიერი რისკის ფასად ეცდება თავისი გეოპოლტიკური მიზნების განხორციელებას. თუნდაც ამისთვის დასჭირდეს ხელახალი ომი, მაგრამ ბოლო ომი. ანუ ის ემზადება ბოლო ომისთვის საქართველოში. როდესაც ვამბობ ბოლო ომს, ვგულისხმობ შემდეგს. ერთადერთი გამოსავალი ამ ომში გამარჯვებაა. რუსეთი გათვლის მხოლოდ გამარჯვებაზე, ვინაიდან ამ ომში სრულად გეგმების შეუსრულებლობა, რაც რუსეთს აქვს, ანუ კავკასიის ენერგოდერეფნის ხელში ჩაგდება და ფაქტობრივი კონტროლი, გამოიწვებს მის მარცხს. ვინაიდან არის საშიშროება, რომ მოხდება ნატოს ექსპანსია კავკასიაში, თუნდაც ნაბუკოს და სხვა პროექტების დაცვის თვალსაზრისით, რაც რუსეთის სრულად გამარჯვების შემთხვევაში გამოირიცხება. ამიტომ რუსეთი ემზადება ბოლო ომისთვის. კავკასიის ხეობებში განთავსებული რუსული ბატალიონები ჩრდილოკავკასიის ომში ჩართვის შემთხვევაში ბუფერის როლს შეასრულებს. ამიტომ ომის მზადებამ შესაძლოა საკმაო ხანს, აგვისტოს შუარიცხვებამდეც გასტანოს და უზუსტესად დაიგეგმოს ყველა დეტალი. ეს არის რუსეთისთვის დანის პირზე გასვლა. ის ან საბოლოოდ დამკვიდრდება კავკასიაში, ან საბოლოოდ წავა. მე ვფიქრობ, რომ გეროს ვეტოს შემდეგ, საერთაშორისო პრევენცირება ძალიან გართულდება ამ ომის თავიდან ასაცილებლად. რუსეთმა ვფიქრობ გადაწყვიტა საბოლოოდ თქვას, რომ კავკასია მას ეკუთვნის. ყველაზე მეტად, რამაც დამანახა რუსეთის ომისთვის მზადება და შეიძლება ითქვას გადაწყვეტილების მიღება, ეს გაეროში ვეტოა. შეიძლება ეს საკმაოდ ირაციონალური იყოს, მაგრამ რატომღაც ამ შემთხვევაში ირაციონალურს ვამჯობინებ, მიუხედავად იმისა, რომ არის სხვა გარეგანი ბევრი ნიშანიც. იგივე წრთვნები "კავკაზ 2009", ჩვენს საზღვრებთან მოახლოება, კონფლიქტური რეგიონების იარაღით გავსება და ... საფრთხე მართლაც დიდია, მაგრამ ამას თავის დრამატულობას ისიც მატებს, რომ ეს ბოლო ომი უნდა იყოს რუსეთისთვის კავკასიაში და სწორედ ამაზე გათვლიან. Edited August 1, 2009 by joao Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2009 შემოგთავაზებთ ჩემს სტატიას, რომელიც დაიწერა ობამას მოსკოვში ვიზიტამდე და ბაიდენის საქართველოში ვიზიტამდე. მაშინ ვფიქრობდი, რომ ომის ალბათობა 80% იყო. ეხლა ვფიქრობ ეს საფრთხე შემცირებულია 30/70%-ზე. ფელენგაუერს ვერ დავეტანხმებით ბოლომდე. ბევრი ინფორმაცია ვრცელდებ დაიწყება თუ არა ომი საქართველოში და დაიწყებს თუ არა მას რუსეთი. რამდენად სჭირდება დღეს რუსეთს ომი და არის თუ არა ეს საფრთხე. ვფიქრობ, რომ საფრთხე მართლაც ძალიან რეალურია, მიუხედავად იმისა, როომ რუსეთ თავად გააჩნია ამ ომის შედეგად რიგი საფრთხეებისა, კერძოდ; 1. მთელი კავკასიის ჩართვა ომში. 2. ეკონომიკური კრიზისი რუსეთში და მისი კიდევ უფრო გაღრმავება. 3. ომის შემთხვევაში დასავლეთის სერიოზული ზეწოლა რუსეთზე, უფრო ძლიერი, ვიდრე ეს აგვისტოში მოხდა. 4.ამ ზეწოლით დასავლეთის მიერ რუსეთზე სერიოზული ზეგავლენის მოხდენა და ენერგომატარებლების ალტერნატიული წყაროების უფრო თამამ და იოლად გაყვანა. ასევე საინტერესოა, ზემოთჩამოთვლილი საფრთხეების შეფასება, იმ ჭრილში, თუ რა შედეგები დაუდგება რუსეთს, თუ ის ვერ მოახერხებს კავკასიაზე და შავ ზღვაზე სრულ კონტროლს ან ვერ შეინარჩუნებს. 1. გეოპოლიტიკურად წამგებიან პოზიციაში ყოფნა და მიმდინარე გეოპოლიტიკური მიზნების საფრთხის ქვეშ დაყენება. 2. ნორდსტრიმზე სერიოზული წინააღმდეგობა სკანდინავიის და ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან. 3. გაზის დივერსიფიკაციის ნაბუკოს პროექტი- სერიოზული ალტერნატივა. 4. ნაბუკოს პროექტის რეალიზაციის შემთხვევაში შუააზიის გაზმარაგებზე სერიოზული კონტროლის დაკარგვა, რაც ამჯერად რუსეთის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წყაროა ევროპის გაზმომარაგების და მონოპოლიის საკითხში. ეს არის იმ საფრთხეების და ამ საფრთხეების რისკების შემცველი მეტნაკლებად არასრული სია, რომლის გამოც უნდა შევაფასოთ ომის დაწყების და არდაწყების ნიშნები. ჩემი შეფასებით ის საფრთხეები, რაც შეიძლება მოყვეს რუსეთის მიერ საქართველოსთან ომს დაახლოებით პროცენტულად ასე გამოისახება 80% ომის დაწყება, 20% ომის დაწყებისგან თავის შეკავება. რუსეთი, არ მოერიდება კავკასიაში შესაძლო ფეთქებადსაშიშ სიტუაციას, მითუმეტეს, რომ კავკასიაში დღეს არ არის ის სიტუაცია, რომ იყოს 100% იანი გარანტია, ცეცხლის ალში მთლიანი კავკასიის გახვევის. იმ რესპუბლიკებში, სადაც ფეთქბადსაშიში სიტუაციაა, ესაა დაღესტანი, ინგუშეთი და იჩკერიის ძველი მებრძოლები, რომლებიც შემორჩნენ, არ არსებობს ერთიანი სტრატეგიული დაპირისპირება რუსეთთან, ერთიანი ლიდერით და ერთიანი ფრონტით. ჩრდილო კავკასიის ცენტრალური რესპუბლიკა ჩეჩნეთი უშუალოდ პუტინის მიერ კონტროლდება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული ვითარებაა სამივე ამ რესპუბლიკაში, ვფიქრობ იმ იდეისთვის ბრძოლა, რა იდეითაც შესაძლოა საქართველო ჩაერთოს ამ ომში ამ რესპუბლიკებში არ არსებობს, არც იდეოლოგიური და არც სხვა მიმართულებით. თუმცა არ არის გამორიცხული 2 რესპუბლიკაში, დაღესტანში და ინგუშეთში სერიოზული სამხედრო დაპირისპირებები დაიწყოს. ერთიანი ფრონტი, ერთიანი ლიდერი, მაგალითად ისეთი, როგორიც იყო ჯოხარ დუდაევი, დღეს არ არსებობს. ამიტომ რუსეთის მიერ მათი ძლევა უფრო იოლია, დღეს, ვიდრე ეს 90 იან წლებში იყო. ეკონომიკური კრიზისი რუსეთისათვის დღეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. ასევე მოსალოდნელია ამ კრიზისის კიდევ უფრო გაძლიერება, მიუხედავად იმისა, რომ შიდა პრ-ისთვის ომს დადებითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. თუმცა შესაძლოა სწორედ ეს იქცეს იმ ქვად, რომელიც რუსეთს სერიოზულ ზიანს მიაყენებს, იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთიდან ის მიიღებს სერიოზულ ზეწოლას და მოუწევს ისევ შუა გზაში გაჩერება, ძალიან ცუდი შედეგებით. რის შემდეგაც ერთადერთი ნაბიჯი, რაც შეიძლება რუსეთმა გადადგას, არის უკან გადადგმული ნაბიჯი. შესაბამისად ის მიიღებს დასავლეთიდან სერიოზულ ზეწოლას და მოუწევს უკანდახევა არამარტო საქართველოსთან დაკავშირებით, არამედ ენერგომატარებლების გზაზეც. აგვისტოს ომის რიტორიკამ რუსეთისთვის დღევანდლამდე ძლივს მოაღწია. ბოლო აკორდი, რომ რუსეთს თავის ქმედებაზე საუბარი აღარ შეუძლია და მხოლოდ თავხედობა და თავგასულობა შემორჩა ეს, გაეროში მისი ვეტო იყო. ვეტო, ანუ წერტილი, რომელიც რუსეთმა თავისთავს დაუსვა და თავის დიპლომატიას, და მოემზადა ახალი რიტორიკისთვის. რათქმაუნდა ეს დროში განგრძობადი საკითხია, მაგრამ დროში ის მასზე ცუდად აისახება. ერთადერთი საშუალება, რაზედაც რუსეთმა შესაძლოა გააკეთოს გათვლა არის ბლიცკრიკი საქართველოში. რისი საშუალებაც მას ვფიქრობ არა აქვს. მაქსიმალური ვადა ბლიცკრიკის უნდა იყოს 1 კვირა დედაქალაქის აღების ჩათვლით. ალბათ ყველა გეგმა ამას გაითვალისწინებს და საომარი ვითარების დაწყების შემთხვევაში შემოტევა განხორციელდება დაახლოებით 5 მიმართულებით. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი დგება უდიდესი რისკების წინაშე გეოპოლიტიკური მიზნების თვალსაზრისით. რაც ჩამოვთვალეთ. ისევ გაეროს ვეტოს ირაციონალურ მომენტს ვუღრმავდები. ეს რუსული დიპლომატიის რიტორიკული წერტილია. ვინაიდან ყველაზე მაღალი ტრიბუნა დღეს გაეროა. გაეროში ვეტოს გამოყენება , რაც 2009წ. 16 ივნისს რუსეთმა გააკეთა არის სწორედ იმის ნიშანი, რომ ის აპირებს ბოლომდე ბრძოლას და ნებისმიერი რისკის ფასად ეცდება თავისი გეოპოლტიკური მიზნების განხორციელებას. თუნდაც ამისთვის დასჭირდეს ხელახალი ომი, მაგრამ ბოლო ომი. ანუ ის ემზადება ბოლო ომისთვის საქართველოში. როდესაც ვამბობ ბოლო ომს, ვგულისხმობ შემდეგს. ერთადერთი გამოსავალი ამ ომში გამარჯვებაა. რუსეთი გათვლის მხოლოდ გამარჯვებაზე, ვინაიდან ამ ომში სრულად გეგმების შეუსრულებლობა, რაც რუსეთს აქვს, ანუ კავკასიის ენერგოდერეფნის ხელში ჩაგდება და ფაქტობრივი კონტროლი, გამოიწვებს მის მარცხს. ვინაიდან არის საშიშროება, რომ მოხდება ნატოს ექსპანსია კავკასიაში, თუნდაც ნაბუკოს და სხვა პროექტების დაცვის თვალსაზრისით, რაც რუსეთის სრულად გამარჯვების შემთხვევაში გამოირიცხება. ამიტომ რუსეთი ემზადება ბოლო ომისთვის. კავკასიის ხეობებში განთავსებული რუსული ბატალიონები ჩრდილოკავკასიის ომში ჩართვის შემთხვევაში ბუფერის როლს შეასრულებს. ამიტომ ომის მზადებამ შესაძლოა საკმაო ხანს, აგვისტოს შუარიცხვებამდეც გასტანოს და უზუსტესად დაიგეგმოს ყველა დეტალი. ეს არის რუსეთისთვის დანის პირზე გასვლა. ის ან საბოლოოდ დამკვიდრდება კავკასიაში, ან საბოლოოდ წავა. მე ვფიქრობ, რომ გეროს ვეტოს შემდეგ, საერთაშორისო პრევენცირება ძალიან გართულდება ამ ომის თავიდან ასაცილებლად. რუსეთმა ვფიქრობ გადაწყვიტა საბოლოოდ თქვას, რომ კავკასია მას ეკუთვნის. ყველაზე მეტად, რამაც დამანახა რუსეთის ომისთვის მზადება და შეიძლება ითქვას გადაწყვეტილების მიღება, ეს გაეროში ვეტოა. შეიძლება ეს საკმაოდ ირაციონალური იყოს, მაგრამ რატომღაც ამ შემთხვევაში ირაციონალურს ვამჯობინებ, მიუხედავად იმისა, რომ არის სხვა გარეგანი ბევრი ნიშანიც. იგივე წრთვნები "კავკაზ 2009", ჩვენს საზღვრებთან მოახლოება, კონფლიქტური რეგიონების იარაღით გავსება და ... საფრთხე მართლაც დიდია, მაგრამ ამას თავის დრამატულობას ისიც მატებს, რომ ეს ბოლო ომი უნდა იყოს რუსეთისთვის კავკასიაში და სწორედ ამაზე გათვლიან.როგორც ყოველთვის გეთანხმება მაესტრო, მაგრამ , ჩემი აზრით, ომის დაწყების ალბათაობა უფრო მაღალია, რადგან პროექტ “ნაბუკოს” რეალიზაცია და ნატო, ჩემო ჟოაო , ეს ის საკითხებია, რომელიც რუსეთს ძალიან აღიზიანებთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
joao Posted August 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2009 licemer როგორც ყოველთვის გეთანხმება მაესტრო, მაგრამ , ჩემი აზრით, ომის დაწყების ალბათაობა უფრო მაღალია, რადგან პროექტ “ნაბუკოს” რეალიზაცია და ნატო, ჩემო ჟოაო , ეს ის საკითხებია, რომელიც რუსეთს ძალიან აღიზიანებთ არ ვიცი თავს ვერ გამოვიდებ. იმის ფონზე რაც ივლისში ამერიკულმა დიპლომატიამ გააკეთა, ვფიქრობ ომის საფრთხე შემცირდა სერიოზულად, მითუმეტეს, რომ რუსეთი ვერ იქნება დარწმუნებული ომის შემთხვევაში რას მოიმოქმედებს ამერიაკა და შეიძლება გადაჭარბებული გეგონოთ ჩემი მოსაზრება, მაგრამ რაფერს არ გამოვრიცხავ, მათ შორის უშუალო ჩარევასაც. ამის საფუძველს სწორედ ივლისის დიპლომატიური ზეწოლა მათქმევინებს, რაც ამერიკამ რუსეთზე განახორციელა. საქმე იმაზე სერიოზულად არის ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ამაში ვგულისხმობ სწორედ არამარტო დიპლომატიურ, არამედ ამიერ კავკასია შუააზიის ენერგო ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას და პრაქტიკულად იმ გეგმის განხორციელებას, რაზედაც თითქმის ერთი წელია ვწერდით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2009 ფელენგაუერმა ომი დაიწყება80%ითონუ ჩავისვრით მეგობრებო მე ვფიქრობ რომ ომის დაწყების ნიშნები, ყოველ შემთხვევაში ამ მომენტისათვის, არაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 1, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2009 Saturn ნუ ჩავისვრით მეგობრებოჩასვრა და წინასწარი თუნდაც მორალური მომზადება სხვადასხვა რამეა მე ვფიქრობ რომ ომის დაწყების ნიშნები, ყოველ შემთხვევაში ამ მომენტისათვის, არაა.პროვოკაციები არის?! არის! პრეტენზიები რუსეთიდან არის?! მუქარა?! სამხედრო სწავლები?! ასე რომ ასე ხელაღებით გამორიცხო ცოტა უცნაურია, თან ვისთან გვაქ საქმე, არაადეკვატურ რუსეთთან! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted August 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2009 ამ კაცმა შარშან, მარტში თქვა, ომის ალბათობა არსებობს და რუსეთიც ამისთვის ემზადებაოოოო : :ravic: ალბათობა წელსაც მაღალია.... წელს უფრო... :D :hitler: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2009 ალბათობა წელსაც მაღალია.... წელს უფრო...გაცილებით მაღალი...machkatela Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted August 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2009 გაცილებით მაღალი...machkatela :D ამ რუსეთმა ნეტა წელსაც ჩემ შვებულებას არ დაუმთხვიოს რაა.... ვინმეს ხმა თუ მიგიწვდებათ, მიაწვდინეთ - 15 აგვისტოდან 1 სექრემბრამდე, არაფერი გაბედოს.... მართალია, ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ ობამას და ბაიდენის განცხადებების მერე საფრთხე გამოირიცხაო, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთი ახლა უფრო სერიოზულ პროვოკაციებზე მიდის.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2009 (edited) ვინმეს ხმა თუ მიგიწვდებათ, მიაწვდინეთ - 15 აგვისტოდან 1 სექრემბრამდე, არაფერი გაბედოს....აუცილებლად გადავცემ...machkatela მოკითხვასაც ხომ არ დამაბარებ? :hello: Edited August 1, 2009 by licemer Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted August 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2009 აუცილებლად გადავცემ...machkatela მოკითხვასაც ხომ არ დამაბარებ? :hello: მოკითხვას არა... თუ შეძლებ პუტინის თავი ჩამომიტანე...... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 1, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2009 machkatela მართალია, ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ ობამას და ბაიდენის განცხადებების მერე საფრთხე გამოირიცხაო, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთი ახლა უფრო სერიოზულ პროვოკაციებზე მიდის....რას გულისხმობ?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.