Jump to content
Planeta.Ge

რუსეთმა ოსებს კბილებით დავიცავო


Recommended Posts

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „საქართველოს მხრიდან ბოლო დღეებში ცხინვალისა და მისი გარეუბნების მისამართით სროლების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და უფლებას იტოვებს, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა სამხრეთ ოსეთის მოქალქეებისა და ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის სამხედრო მოსახურეების დასაცავად“.

 

“რია ნოვოსტი''-ს ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

 

როგორც რუსეთის თავდაცვის უწყება აღნიშნავს, ბოლო დღეებში ქართული მხრიდან სამხრეთ ოსეთის რამდენიმე პუნქტზე ცეცხლი გაიხსნა.

 

„29 ივლისიდან 1 აგვისტომდე სამხრეთ ოსეთის დედაქალაქი ნაღმტყორცნებიდან და ყუმბარმტყორცნებიდან მრავალჯერ დაიცხრილა. ცეცხლი გაუხსნეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სადამკვირვებლო საგუშაგოს, რაც აქციის პროვოკაციულ ხასიათზე მეტყველებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ მოქმედებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვითარების დაძაბვის მცდელობად აფასებს.

 

„ანალოგიური სცენარით ვითარდებოდა მოვლენები 2008 წლის აგვისტოში, რომელმაც საქართველოს მხრიდან სამხერთ ოსეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიამდე და რუს სამშვიდობოებზე თავდასხმამდე მიგვიყვანა. ასეთი მოქმედებები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. შემდგომი პროვოკაციების შემთხვევაში, რომლებიც რესპუბლიკის მოსახლეობას და რეგიონში განლაგებულ რუსეთის სამხედრო კონტინგენტს საფრთხეს შეუქმნის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტოვებს უფლებას, მის ხელთ არსებული ყველა ძალით დაიცვას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოსახლეობა და რუსი სამხედრო მოსამსახურეები“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. მოკლედ რა...მერე იტყვიან ნუ პანიკდებითო, ამისთანა ხელისუფლების პირობებში არ მაქვს იმედი რომ მტერს გავუმკლავდებით((((...და კიდევ არ დაგვახევენ ახალ ტერიტორიებს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 31
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

პ.ს. მოკლედ რა...მერე იტყვიან ნუ პანიკდებითო, ამისთანა ხელისუფლების პირობებში არ მაქვს იმედი რომ მტერს გავუმკლავდებით((((...და კიდევ არ დაგვახევენ ახალ ტერიტორიებს!

 

 

რა უნდა ქნას ხელისუფლებამ? :blink:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა უნდა ქნას ხელისუფლებამ?

რა უნდა ქნას და ის ........... ევროკავშირის დამკვირვებლები რას მიკეთებენ ნეტავი, ვინ ისვრის ის მაინც დააფიქსირონ.

ორი დღის წინანდელ სროლებზე თუ თქვეს რამე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა უნდა ქნას ხელისუფლებამ?

Sakartwelo, თუ არ იცის რა უნდა ქნას უნდა წავიდეს და გზა გაუხსნას მათ, ვინც იცის რა უნდა ქნას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა უნდა ქნას და ის ........... ევროკავშირის დამკვირვებლები რას მიკეთებენ ნეტავი, ვინ ისვრის ის მაინც დააფიქსირონ.

ორი დღის წინანდელ სროლებზე თუ თქვეს რამე?

 

 

კი,თქვეს,ელჩები ჰყავდათ მიწვეული სამინისტროში :D

 

Sakartwelo, თუ არ იცის რა უნდა ქნას უნდა წავიდეს და გზა გაუხსნას მათ, ვინც იცის რა უნდა ქნას.

 

 

აააა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი,თქვეს,ელჩები ჰყავდათ მიწვეული სამინისტროში

ეგ გასაგებია, დამკვირვებლებმა თუ თქვეს რამე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ გასაგებია, დამკვირვებლებმა თუ თქვეს რამე

 

თუ დამკვირებლებმა არაფერი თქვეს,ამაშიც სააკაშვილია დამნაშავე? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

მოკლედ რა...მერე იტყვიან ნუ პანიკდებითო, ამისთანა ხელისუფლების პირობებში არ მაქვს იმედი რომ მტერს გავუმკლავდებით((((...და კიდევ არ დაგვახევენ ახალ ტერიტორიებს!

წარმოიდგინე რომ პრეზიდენტი ხარ. რას იზამდი ამ კონკრეტულ შემთხვევაში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

წარმოიდგინე რომ პრეზიდენტი ხარ. რას იზამდი ამ კონკრეტულ შემთხვევაში?

 

 

პრეზიდენტი უნდა იცავდეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას,მაგრამ ამისათვის საჭიროა ბრძოლა,რაც ქართველებს მოწოდების დონეზე არ შეგვიძლია. ყველა ხელს მთავრობისაკენ იშვერს და ის ავიწყდებათ,რომ თვითონაც ვალდებულები არიან დაიცვან ქვეყნის სუვერენიტეტი,მაგრამ ისინი მხოლოდ ლაპარაკით იფარგლებიან.

 

 

მე ვერ მოვთხოვ სააკაშვილს ვერაფერს,რადგან ვიცი უარესი დაგვემართება :hello:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ დამკვირებლებმა არაფერი თქვეს,ამაშიც სააკაშვილია დამნაშავე?

უკაცრავად მაგრამ ეს ჩემს პოსტში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

წარმოიდგინე რომ პრეზიდენტი ხარ. რას იზამდი ამ კონკრეტულ შემთხვევაში?

ელემენტარულად სამოქალაქო თავდაცვას მაინც დავხვეწდი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უკაცრავად მაგრამ ეს ჩემს პოსტში �

უკაცრავად მაგრამ ეს ჩემს პოსტში სად წაიკითხეთ? რაღაც თქვენი სიტყვები იმ ანეკდოტს წააგავს: რი ატამი, რა ატამი

მე მაინტერესებს ევროკავშირის დამკვირვებლები თუ აფიქსირებენ რამეს საერთოდ. აბა დაფიქსირების გარდა მე რამდენადაც ვიცი, მათ სხვა ფუნქცია არ გააჩნიათ.

 

 

არ ვიცი,არ ვიცი,ერთი ისაა,რომ სააკაშვილს არ უნდა აწყობდეს სიტუაციის დაძაბვა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პაველ ფელგენგაუერი - ომის დაწყების ალბათობა, დაახლოებით, 80%-ია

 

 

 

რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი, შარშანდელის მსგავსად, საქართველოში წელსაც საომარ მოქმედებებს პროგნოზირებს და აცხადებს, რომ ომის დაწყების ალბათობა, დაახლოებით, 80%-ია.

ამის შესახებ ფელგენგაუერმა “ინტერპრესნიუსს” რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

რუსი ექსპერტის აზრით, ვითარება სამხრეთ ოსეთში ზუსტად ისე ვითარდება და იძაბება, როგორც - შარშან.

“კოკოითის განცხადებები სამხრეთ ოსეთის მიერ თითქოსდა ოსური ტერიტორიების დაბრუნების, საზღვრის დემარკაციის შესახებ და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მყისიერი რეაგირეგა მიუთითებს, რომ საქმე ომამდე და ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებამდე, შესაძლოა, უახლოეს დღეებში მივიდეს. საომარი მოქმედებების დაწყების ალბათაობა საკმაოდ მაღალი, არანაკლებ 80%-ია, ვინაიდან რუსმა სამხედროებმა, რომლებსაც საქართველოსთან ომის დაწყება სურთ, კარგად იციან, რომ ომის დასაწყებად აგვისტო საუკეთესო დროა და სექტემბერში უკვე გვიან იქნება”,-აღნიშნა ფელგენგაუერმა.

მისივე შეფასებით, ომის დაწყება ძალიან ცუდი იქნებოდა კავკასიის რეგიონისთვის, თუმცა არსებობს მცირე შანსი, რომ დასავლეთი რუსეთზე ზეწოლას განახორციელებს და ომის განახლებაზე უარს ათქმევინებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ „სამინისტრო საქართველოს მხრიდან ბოლო დღეებში ცხინვალისა და მისი გარეუბნების მისამართით სროლების გამო შეშფოთებას გამოთქვამს“.

რუსეთის თავდაცვის უწყება „უფლებას იტოვებს, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა სამხრეთ ოსეთის მოქალქეებისა და ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები დასაცავად“.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://pic.ipicture.ru/uploads/090801/JJ32761tAP.jpg

 

2:19 01.08.09 - ოსური მხარე: ქართულმა მხარემ სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს სადამკვირველო პუნქტი დაცხრილა

 

რუსული მედია სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას ამ დილით სეპარატისტთა თავდაცვის სამინისტროს სადამკვირველო პუნქტის ქართული მხრიდან დაცხრილვის შესახებ.

 

„სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს სადამკვირვებლო პუნქტი შაბათს დილით ქართული მხრიდან ნაღმმტყორცნიდან დაიცხრილა. ამ დილით 09:25 საათზე ქართული დასახლებული პუნქტიდან დიციდან ნაღმმტყოცნმა სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს სადამკვირვებლო პუნქტის მიმართულებით ორჯერ გაისროლა", - აცხადებს რუსულ მედიასთან საუბარში ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იბრაგიმ გასეევი და დასძენს, რომ ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ქართული მხარე პროვიკაციებს თავს არ ანებებს.

 

ოსური მხარე ასევე იუწყება, რომ გასროლებს მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

 

თავის მხრივ ლიახვის ხეობის დეპუტატი ბადრი ბასიშვილი კი სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს.

 

„ეს სრული აბსურდია. ქართული მხრიდან ცეცხლის გახსნის ალბათობა პრაქტიულად გამორიცხულია. ეს მათის მხრიდან დაგემილი პროვოკაცია და დეზინფორმაციაა", - აცხადებს ბასიშვილი და დასძენს, რომ საქართველო არავითარ პროვიკაციაზე წამოგებას არ აპირებს.

 

მეტიც, ბასიშვილი სააგენტოსთან საუბარში ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოსური მხრიდან ამ დღეებში განხორცვიელებულ პროვოკაციებში უკვე ოსური მხარის დადანაშაულება აღარც შეიძლება.

 

„ჩემთვის კარგადაა ნაცნობი, რომ იქ თავად ოსებსაც ძალაინ უჭირთ, ხოლო სიტუაციის სრული კონტროლი რუსებს აქვს აღებული. ამიტომაც პროვიკაციებს უკვე საქართველოს მიმართ არა ოსები, არამედ მხოლოდ რუსები ახორციელებენ", - აცხადებს ბასიშვილი.

 

 

„ჯი-ეიჩ-ენი"

http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=52602

 

შარშანდელ პრელუდიას მაგონებს . ღორები "საბაბს" ეძებენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

შარშანდელ პრელუდიას მაგონებს . ღორები "საბაბს" ეძებენ

http://planeta.ge/index.php?showtopic=11141

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...