Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

Sting

 

http://img.dailymail.co.uk/i/pix/2008/01_02/019sting_468x356.jpg

 

http://www.wydawnictwoliterackie.pl/pliki/Image/Sting.jpg

 

http://www.bergproperties.com/blog/wp-content/uploads/2009/02/nicole_sherzinger_and_sting.jpg

 

სტინგი - ბრიტანელი როკ-მუსიკოსი (ნამდვ. სახელი გორდონ მეტიუ ტომას სამნერი) (დ. 2 ოქტომბერი, 1951), უფრო მეტად ცნობილია ზედმეტი სახელით სტინგი (ქართ.: ნესტარი). დაიბადა ქალაქ ნიუკასლში. სოლო-კარიერამდე (რომელიც 1985 წელს დაიწყო) იყო ჯგუფის The Police ვოკალისტი და ბასისტი.

 

გორდონ სამონერი დაიბადა უოლსენდში, ნიუკასტლის ერთ-ერთ რაიონში, ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ოდრი კოუელისა და ერნესტ სამნერის ოჯახში.იგი ყველაზე უმცროსია ოთხი შვილიდან, მას ჰყავს ძმა, ფილიპი და ორი და, ანჯელა და აიტა.ერნესტი მერძევე იყო და ბავშვებს ნამდვილი კათოლიკური წესებით ზრდიდა. იგი დადიოდა სენტ კეტბერტის სკოლაში, შემდეგ - უორვიკის უნივერსიტეტში, მაგრამ არც ერთი დაწესებულება არ დაუმთავრებია.რამდენიმე სამუშაოს შემდეგ მან დაიწყო მასწავლებლად მუშაობა კოლეჯში, ამის შემდეგ წმინდა პავლეს სახელობის პირველ სკოლაში (კრამლინგტონი) იმუშავა ორი წლის განმავლობაში. ადრინდელი წლებიდან მას სურდა მუსიკოსი ყოფილიყო. თავდაპირველად იგი გამოდიოდა ადგილობრივ ჯაზ-ბენდებში - ფენიქსის ჯაზმენები, ნიუკასტლის ბიგ-ბენდში, და უკანასკნელი გამოსვლა (The Last Exit).

 

ზედმეტი სახელის წარმოშობა

სტინგი ამბობს, რომ ზედმეტი სახელი მიენიჭა ფენიქსის ჯაზმენებში ყოფნისას.მან ერთხელ ჩაიცვა შავი და ყვითელი ზოლებით გაფორმებული ზედატანი.ჯგუფის ლიდერმა, გორდონ სოლომონმა ხუმრობით აღნიშნა, რომ გორდონი ამ ტანისამოსში წააგავს ფუთკარს.სწორედ ამიტომაც მას შეერქვა სტინგი (ნესტარი).ამ სახელს იგი ყველგან იყენებს, ოფიციალური დოკუმენტების გარდა.

 

The Police

 

1977 წლის იანვარში სტინგი საცხოვრებლად გადავიდა ლონდონში და მალე შეუერთდა სტიუარტ კოპლენდსა და ჰენრი პადოვანის (რომელსაც მალე ჩაენაცვლა ენდი სამერსი) პროექტს The Police. ჯგუფმა გამოუშვა ხუთი სტუდიური ალბომი და ერთი საკონცერტო ჩანაწერი, ასევე 1980-იან წლებში მიიღო ექვსი გრემი. მიუხედავად იმისა, რომ პირველ წლებში ისინი რეგეის ნარევ პანკ-როკს უფრო ასრულებდნენ. მათი უკანასკნელი ალბომი Synchronicity ყველაზე წარმატებული გამოდგა, უშუალოდ, სიმღერის Every Breath You Take გამო. ჯგუფი დაიშალა 1986 წელს და აღდგა 2007 წლის დასაწყისში, საიუბილეო საკონცერტო ტურის მოსაწყობად.

 

1985 წელს სტინგმა გამოსცა პირველი სოლო-ალბომი The Dream of the Blue Turtles, რომელიც უფრო მეტად ეფუძნებოდა სტინგის საყვარელ ჟანრს, ჯაზს.საკონცერტო ტურისათვის მან შეკრიბა საუკეთესო მუსიკოსები და გამაოგნებელი კონცერტები მოაწყო რამდენიმე ქვეყანაში.ამავე პერიოდში მან იმღერა ჯგუფის Dire Straits და პროექტის Arcadia ალბომებზე.

--------------------

მისი მორიგი დისკი Nothing Like the Sun გამოვიდა 1987 წელს.მასში შესულია ცნობილი სიმღერები "We'll Be Together", "Fragile", "Englishman in New York", და "Be Still My Beating Heart" (რომელიც მის გარდაცვლილ დედას ეძღვნება).ალბომმა ორმაგი პლატინის სტატუსი მიიღო.მასში ასევე შესულია They Dance Alone, სიმღერა, რომელშიც სტინგი აკრიტიკებს პინოჩეტის რეჟიმს და ამ რეჟიმის მსხვერპლთა დედებთან ერთად მისტირის დაკარგულ ვაჟებს.

 

90-იანები

 

1991 წლის ალბომზე The Soul Cages მუშაობისას გარდაიცვალა სტინგის მამა, რომელსაც ეძღვნება ეს დისკი.მან თავისებური ხასიათი შეიძინა ამ მოვლენის გამო და ბევრი მას საკმაოდ სევდიან ნამუშევრად თვლის.სტინგი დღემდე ერიდება ამ ალბომიდან სიმღერების შესრულებას და უკრავს მხოლოდ ორ ნომერს - Mad about you და All this time.იმავე წელს იგი დაქორწინდა ტრუდი სტაილერზე.მისი შემდეგი ალბომი მხოლოდ 1993 წელს გამოვიდა.Ten Summoner's Tales, როგორც მას ეწოდა, უფრო ხალისიანი გამოდგა და დააბრუნა სტინგი როკ-ენ-როლის ეპოქაში.მან მიიღო "გრემის" პრიზი, როგორც წლის ალბომმა.

 

1996 წლამდე მან იმუშავა რამდენიმე ფილმის მუსიკაზე.ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა არის 1994 წლის "All For Love", დუეტი ბრაიან ადამსთან და როდ სრიუარტთან, რომელიც შეიტანეს ფილმში "სამი მუშკეტერი".

 

მისი შემდეგი ალბომი, Mercury Falling (1996) საკმაოდ წარმატებული გამოდგა, მაგრამ მალე ამოვარდა მსოფლიოს საუკეთესო ალბომების სიიდან.საკონცერტო ტურის შემდეგ სტინგმა იმუშავა ანიმაციური ფილმის The Emperor's New Groove მუსიკაზე.

 

კვლავ წარმატებით

 

ალბომზე Brand New Day (1999) მუშაობისას იგი იკვლევდა ახალ ტენდენციებს პოპულარულ მუსიკაში და შეიტანა როგორც ტრადიციული ჯაზური ჰანგები, ასევე აზიური მუსიკის ელემენტები.ალბომმა დააბრუნა მუსიკოსი დიდ სცენაზე და გაიმართა წარმატებული მსოფლიო ტურნე.

 

2001 წლის 11 სექტემბერს დაგეგმილი იყო მცირე მასშტაბის მქონე კონცერტი მის სახლთან, იტალიაში.11 სექტემბერს მომხდარმა ტრაგედიამ ამერიკაში შეცვალა სტინგის ხალისიანი განწყობა, ამასთან, სიმღერის Fragile შეცვლილი ვერსია მიეძღვნა ამ მოვლენის ყველა მსხვერპლს.კონცერტზე ასევე შესრულდა მისი ბევრი ცნობილი სიმღერა, აკუსტიკური ინსტრუმენტების თანხლებით.

 

2002 წელს მან მიიღო ოქროს გლობუსი, შემდეგ წელს კი გამოუშვა სტუდიური დისკი Sacred Love, რომელზეც უფრო მეტი ელექტრონული მუსიკის ელემენტი დაამატა.მან მოაწყო საკონცერტო ტური და გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი "დამსხვრეული მუსიკა" (Broken Music).2005 წლის ივლისში მან მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საქველმოქმედო აქციაში Live 8, სადაც შეასრულა "The Police"-ის სამი სიმღერა.

 

2006 წელს მან გამოსცა მოულოდნელი ალბომი Songs from the Labyrinth.ამ დისკზე მუშაობისას იგი თანამშრომლობდა ედინ კარამაზოვთან.ორივე მუსიკოსი აქ უკრავს ბარბითზე, ხოლო ლირიკა აგებული ჯონ დოულენდის, XVII საუკუნის პოეტის ლირიკაზე.

 

2007 წლის თებერვალში, "პოლიციის" იუბილეს აღსანიშნავად, იგი შეუერთდა ჯგუფის დანარჩენ წევრებს და განაცხადა, რომ მათთან ერთად მიემგზავრება მსოფლიო ტურში.ჯგუფი გამოვიდა "გრემის" დაჯილდოვებაზე და შეასრულა ყველაზე ცნობილი სიმღერა "Roxanne".

 

2007 წლის 28 მაისს ვანკუვერში დაიწყო "The Police"-ის მსოფლიო ტური, რომელიც გაგრძელდება 2008 წელს. აგრეთვე, 2008 წლის 15 ივნისს ჯგუფი გამოვა ფესტივალზე Isle of Wight.

 

Download Discography

 

 

 

 

 

მართალია მისი შემოქმედებით დიდად აღფრთოვანებული არ ვარ, მაგრამ უდიდეს პატივს ვცემ ამ მომღერალს! ნორმალური ვოკალი აქვს.. ნორმალურ სიმღერებს წერს... ყოველთვის ცოცლად ასრულებს და კარგადაც გამოდის...

 

დიდ თანხებს ხარჯავს ქველმოქმედებაში! უყვარს თავისი საქმე და იტოგში მაგარი მასტია რა! :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
სტინგზე ვაბოდებ, მუსიკალური გენიოსია ჩემის აზრით... თუმცა.. როკში?? :spy:

 

რავი ალტერნატიული როკისკენ აქვს გადახრები :D

 

სოფტ როკიც შეიძლება ეწოდოს მის რამდენიმე სიმღერას.

 

---

 

შენ რომელ ჯანრს მიიჩნევ უფრო შესაბამისად?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zeppelina

ადრეული მოღვაწეობა, კერძოდ, როცა ჯგუფ პოლისში იყო, შეიძლება ჩაითვალოს როკად, თუმცა, სოლო კარიერა როკი ნამდვილად არ არის. უფრო პოპია დაჟე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 6 months later...
  • 9 months later...
  • 8 months later...
  • 3 months later...

Metalhead

 

 

კი იყო მაგრამ ვერ მოვახერხე :user: :user: თავს ვერ ვპატიობ მაგრამ ვერანაირად ვერ წავედიიიიი :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Metalhead

 

სულ 5 სიმღერა იმღერაო.

 

მაგარი კონცერტი ყოფილა :haha: მაგარმ მაინც მწყდება გული და რა ვქნაა :fear: :D ისე თურქეთშო ჩადის ხშირადო და ამ ზაფხულს თუ მოვახერხე იქ წასვლა იმედია შევხვდებით :kiss: :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...