Jump to content
Planeta.Ge

კონსერვატორებმა ცესკოში განაცხადი შეიტანეს


Recommended Posts

პროსტა ცალკე თემის გახსნა არ ღირს და აი ამისთანა დედა მინგრეულიები მართავენ ქვეყანას.ისე მომეშალა ნერვები ხელი არ ამიკანკალდებოდა მაგ ახვრების სიფათების გასანგრევად.

 

 

zuraini

გორის რაიონის სოფელ კარბში გუბენატორის ვიზიტის შემდეგ ადგილობრივი მკვიდრი გურამ თევდორაშვილი სოფლის მამასახლისმა და დეპუტატმა სასტიკად სცემეს. ორივე საჯარო მოხელე დანაშაულს აღიარებს და ჩადენილ ქმედებას აფექტურ მდგომარეობას აბრალებს. ამის შესახებ ისინი სახალხო დამცველის წარმომადგენლებითვის დაწერილ ახსნა-განმარტებებში უთითებენ, თუმცა დღემდე არც ერთი არ დასჯილა.

 

შიდა ქართლის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი მოულოდნელი ვიზიტით სოფელ კარბს 22 ივლისს წვიმიან დღეს ესტუმრა. მოულოდნელად იმიტომ, რომ იგი, რაც ზაფხული დადგა, თვალით არავის უნახავს.

 

გუბერნატორი სოფლის ბირჟაზე ხალხს გამოელაპარაკა და აუხსნა, რომ ყველაფერი კარგად არის. ეს ის სოფელია, სადაც აგვისტოს მოვლენების დროს ჭურვი ჩამოვარდა. სწორედ იმ ბირჟასთან, სადაც 22 ივლისს გუბერნატორი ხალხს გამოელაპარაკა, ომის დროს შეკრებილი მოსახლეობიდან 8 ადამიანი დაიღუპა, დანარჩენები დაიჭრნენ. ამ უბანს ბიძინაანთ უბანს ეძახიან.

 

ცოტა ხანში გუბერნატორთან შეკრებილ ხალხს იქვე მაცხოვრებელი გურამ თევდორაშვილი შეუერთდა. ”ვეღარ მოვითმინე გუბერნატორი და ხალხი რომ ასე ლმობიერად საუბრობდნენ” - გვითხრა გურამ თევდორაშვილმა და ამის გამო საუბარში ჩაერთო. ლადო ვარძელაშვილმა მისგან შეიტყო, რომ სოფელში სახლების რესტავრაცია და კომპენსაციების გაცემა ისეთ ადამიანებზე განხორციელდა, რომლებსაც არ ეკუთვნოდათ.

 

ვარძელაშვილმა ბირჟაზე მისულ გურამ თევდორაშვილს კატეგორიულად მოსთხოვა იმ სახლების დასახელება, რომლებიც უსამართლოდ შეაკეთეს. გურამ თევდორაშვილმა სხვისი სახლების ”ჩაშვების” მაგივრად ვარძელაშვილს დასარწმუნებლად პირადად მისი სახლის ნახვა შესთავაზა. მართლაც, ამ სახლის ნახვის შემდეგ ვარძელაშვილი დარწმუნდა, რომ გურამ თევდორაშვილის და მისი ძმის სახლები და სხვათა შორის სხვა მაცხოვრებლების, მათ შორის ვალერი ბიძინაშვილის, მიშიკო სიდამონიძის, ლილი გნოლიძის სახლები შეკეთებას საჭიროებს.

 

სოფლის თავკაცების ავკარგიანობის შესახებ გუბერნატორთან კარბის მაცხოვრებელმა მიშა სიდამონიძემაც ისაუბრა. მისი თქმით, სოფლის მამასახლისი უყურადღებობას იჩენს. ”როცა დაჟინებით ვთხოვთ ყურადღების მიქცევას, მაშინვე გვეუბნება, სადაც გინდათ იქ მიჩივლეთ, კარგი კრიშა მყავსო” - უთხრა მიშა სიდამონიძემ გუბერნატორს.

 

გუბერნატორმა მიშა სიდამონიძეს ახლა უკვე იმ ”კრიშის” დასახელება მოსთხოვა, რომელიც თურმე სოფლის მამასახლისს ვასიკო თევდორაშვილს მფარველობს. ”ალბათ თქვენ გგულისხმობთო” - მიახალა სიდამონიძემ გუბერნატორს.

 

ამის შემდეგ გუბერნატორი გურამ თევდორაშვილს სახლის სანახავად ფეხით გაჰყვა. გზად მიმავალმა ვარძელაშვილმა ვალერი ბიძინაშვილის სახლი დაათვალიერა. ვარძელაშვილი გაოცდა იმის გამო, რომ ვალერი ბიძინაშვილის სახლი ისე გადახურეს, რომ დანგრეული კედლები არ შეუკეთებიათ. ”ეს რა არის” - გაოცებულა ვარძელაშვილი. ”სახურავი რად უნდოდათ, თუკი კედლები დაინგრევა?” - შეხედა გუბერნატორმა სოფლის დეპუტატს ლევან ბიძინაშვილს. სოფლის მამასახლისი კი გუბერნატორმა აღარ იახლა და ბირჟას დაუტოვა.

 

გურამ თევდორაშვილის სახლის ნახვის შემდეგ ხომ საერთოდ გადაირია გუბერნატორი. როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები გვიყვებიან, სოფლის დეპუტატს გუბენატორმა სიები მოსთხოვა.

 

– ”სიები დაკარგული გვაქვს”, - აღმოხდა სოფლის დეპუტატს.

 

– ”რას ჰქვია დაკარგული გაქვთ?”, - ჰკითხა ვარძელაშვილმა.

 

ორ დღეში ახალი სიები გამიმზადეო, მოსთხოვა გუბერნატორმა. კარბელებმა რაკიღა დაინახეს გუბერნატორის ”სამართლიანობა”, იქვე მაცხოვრებელმა ლილი გნოლიძემ ვარძელაშვილს მისი სახლის ნახვაც შესთავაზა. ვარძელაშვილმა დააპირა ლილი გნოლიძეს გაჰყოლოდა, თუმცა შუაში სოფლის დეპუტატი ჩადგა - ბატონო ლადო აღარ შეწუხდეთ ამდენი სიარულით, მე თვითონ მივხედავ ყველაფერსო. არადა, ლილი გნოლიძე დაჟინებით ითხოვდა მისი სახლის ნახვას.

 

სხვათა შორის, ლილი გნოლიძის სახლის გვერდით ცხოვრობს თენგიზ გნოლიძე. თენგიზ გნოლიძის სახლი გადახურულია, მაგრამ როგორც კარბელებმა გვითხრეს, თენგიზ გნოლიძის სახლის ეზოში უამრავი მასალა ალაგია, რომელსაც სავარაუდოდ ლევან ბიძინაშვილი ახალი საცხოვრებელი სახლის აშენებაში გამოიყენებს. ეს რომ არ დაენახა გუბერნატორს, სწორედ ამის გამო გადაუდგა შუაში ბიძინაშვილი გუბერნატორს.

 

- ”მე და ვარძელაშვილი თითქმის შევკამათდით. იგი დაჟინებით მთხოვდა, დამესახელებინა იმ ადამიანების გვარები, რომლებმაც უსამართლოდ გაარემონტეს სახლები, ხოლო ჩვენ არაფერი გაგვიკეთეს. საერთოდ, როგორც კი საუბარში ჩავერთე, მაშინვე ჩვენი სოფლის დეპუტატმა ლევან ბიძინაშვილმა და სოფლის მამასახლისმა, გუბერნატორის თვალწინ, აგრესიულად დამიწყეს ლაპარაკი, შენ რეებს ლაპარაკობო. შემდეგში გუბერნატორმა საკუთარი თვალით ნახა, რა მდგომარეობაშიც ვიყავით”, - გვითხრა გურამ თევდორაშვილმა.

 

დაზარალებული ოჯახის თვალწინ გუბერნატორმა მამასახლისს და დეპუტატს შენიშვნა მისცა, აქამდე რატომ არ იაქტიურეს ამ ოჯახის დასახმარებლად. ”მე თქვენგან სხვა ინფორმაციები მქონდა, მეგონა ამ სოფელში ყველაფერი კარგად იყო” - შეწუხდა დეპუტატისგან და მამასახლისისგან მოტყუებული ვარძელაშვილი.

 

”მაღალი რანგის” სტუმრების ანუ ვარძელაშვილის და მისი ამალის წასვლის შემდეგ სოფლის ბირჟაზე მამასახლისმა და დეპუტატმა გურამ თევდორაშვილი სასტიკად სცემეს. მას ტვინის შერყევა, ღებინება და ტკივილები აქვს.

 

მეორე დღეს, იმავე ბირჟაზე, სადაც თურმე ლევან ბიძინაშვილი ”აბირჟავებს” ხოლმე, გურამ თევდორაშვილის ძმა - გიორგი თევდორაშვილი გავიდა. მან სოფლის დეპუტატს ძმის ცემის ფაქტზე პასუხის გაცემა მოსთხოვა. დაბალ სკამზე ჩაცუცქულ გიორგი თევდორაშვილს დეპუტატმა ბიძინაშვილმა მარცხენა წიხლი ჩაარტყა.

 

როგორც აღვნიშნეთ, სოფლის დეპუტატი ლევან ბიძინაშვილი და მამასახლისი ვასიკო თევდორაშვილი დანაშაულს აღიარებენ, ოღონდ, განმარტავენ, რომ იძულებულები გახდნენ გურამ თევდორაშვილის ეცემათ.

 

მამასახლისი ახსნა-განმატებაში უთითებს, რომ თავდაპირველად გურამ თევდორაშვილი სოფლის დეპუტატს ”შეესპორა”. მე ამ დროს ტელეფონზე ვსაუბრობდი და მათი კამათის შინაარსი ვერ გავიგეო - ამბობს მამასახლისი ვასილ თევდორაშვილი. ტელეფონზე საუბრის შეწყვეტის შემდეგ მამასახლისს მოესმა, რომ გურამ თევდორაშვილმა მისი სახელიც აუგად ახსენა. ამის გამო სოფლის ხელმძღვანელი გაღიზიანადა და გურამ თევდორაშვილს სახლში წასვლისკენ და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.

 

– ”რადგან ჩემი და და დედა აუგად მოიხსენია, აფექტის მდგომარეობაში ჩავვარდი და გურამ თევდორაშვილს ხელი ვკარი, ხელითაც შევეხე, თუმცა ხალხი გვაკავებდა”, - უთხრა მამასახლისმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს.

 

სოფლის დეპუტატმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებებში აღიარა, რომ გურამ თევდორაშვილი ჯერ ვასიკო თევდორაშვილმა სცემა. მან ასევე აღიარა, რომ მეორე დილით იგი ნაცემი გურამ თევდორაშვილის ძმის გიორგი თევდორაშვილის პროვოკაციაზე წამოეგო.

 

გიორგი თევდორაშვილი აცხადებს, რომ მან ძმის ცემის ამბავი დილით გაიგო და ბირჟაზე სოფლის ჩინოვნიკებს ამაზე პასუხი მოსთხოვდა. როგორც გაირკვა, ნაცემ გურამ თევდორაშვილს დილით პირღებინება დამართვია, რადგან ტვინის შერყევა ჰქონდა. სოფლის დეპუტატმა გიორგი თევდორაშვილს უთხრა, რომ ამჯერად მისი ნერვები არ ჰქონდა და ჩაცუცქულ კაცს წიხლი ჩაარტყა.

 

გურამ თევდორაშვილის და მისი ძმის გიორგი თევდორაშვილის სახლები ძალიან დაზიანებულია. აგვისტოში დაბომბვის დროს გურამ თევდორაშვილი დაიჭრა კიდეც, ხოლო დედამისი გარდაიცვალა. გარდაცვლილი იმავე დღეს სახლის წინ მდებარე ნაკვეთში თითქმის მიწის პირზე დაკრძალეს.

 

დაბომბვის დროს დაიღუპა ასევე გურამ თევდორაშვილის დისშვილი, რომელიც იმ პერიოდში სატანკო ბატალიონში მსახურობდა. დაჭრილი გურამ თევდორაშვილი კი 9 აგვისტოს გორის საავადმყოში ჩამოიყვანეს, სადაც სულ 2 საათი იწვა. ცოტა ხანში გორში განგაში გამოცხადდა და დაჭრილთან ერთად ახლობლებმა ატენის ხეობას შეაფარეს თავი. დაჭრილმა თვითმკურნალობით ატენში მოიშუშა იარები. ფეხებში ჩარჩენილი ნამსხვრევეი მეუღლემ ამოაცალა და ასე გამოჯანმრთელდა.

 

ასეთ დასახიჩრებულ ადამიანს და დაზარალებულ ოჯახს დღემდე არანაირი დახმარება არ მიუღია. აგვისტოს ომში დაჭრილ კაცს კი დეპუტატი და მამასახლისი სასტიკად გაუსწორდნენ.

 

 

გთხოვთ ბოლომდე წაიკითხოთ.

 

http://presa.ge/index.php?text=news&i=9006

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაცო,ეს წაიკითხეთ ნუ გეზარებათ და ნახეთ რა ბეზპრიდელშიკები მართავენ ქვეყანას.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიანაც სწორი იყო, რომ არ შევიდნენ პარლამენტში თავის დროზე. ნაწილობრივ ხომ მაინც გაიცხრილნენ ოპოზიციიდან ვითომ ოპოზიციონერები.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

კაცო,ეს წაიკითხეთ ნუ გეზარებათ და ნახეთ რა ბეზპრიდელშიკები მართავენ ქვეყანას.

არ მეზარება, უბრალოდ აღარ შემიძლია -- გასკდა გული. რომც არ წავიკითხო, არ მოვუსმინო, არ შევხედო, მაინც უკვე ყველაფერი ვიცი: ეს ხალხი ანადგურებს ჩემს ქვეყანას

 

 

ეეჰ, უკვე მაინც დავიწყე კითხვა :sorry:(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რავი ეხლა ვუსმინე საინფორნმაციოში, კონსერვატორებმა ჩვენ არჩევნებშI მონაწილეობას არ ვაპირებთო, უბრალოდ არჩევნების წინ უფასო ტელეეთერის გამოყენება გვინდაო სააგიტაციოთო, თუ მართლაც მასე იქნება, კიდე არა უშავს იმჰო

კარგით რა, როდის იყო გამოკლებული დეპუტატის არჩევნებზე დიდი სატელევიზიო დებატები იმართებოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...