Jump to content
Planeta.Ge

როგორი იქნება პოლიტიკური აგვისტო?


Recommended Posts

როგორი იქნება პოლიტიკური აგვისტო? ხელისუფლების ინიციატივებს ფიასკო ელოდება?

 

WEDNESDAY, 29 JULY 2009 14:16

 

სალომე ზურაბიშვილმა ცნობილი ცისფერ-ყავისფერი "შარფი" მოიხსნა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ოპოზიციური რადიკალიზმის ერთი ეტაპი დასრულდა. ხელისუფლებას იმის გამო აქილიკებენ, რომ აგვისტოს ომში დამარცხებას დღემდე არ აღიარებს. იმავეს იმეორებს ოპოზიციაც - "ნერვების ომში" დამარცხებას არ ეპუება, მაგრამ ამავე დროს ყველა ხვდება, რომ ამას გამარჯვებაც არ ჰქვია. აქციების მიზანი, სააკაშვილის გადაყენება, მიღწეული არ არის. თბილისი საკნებისგან გაწმენდეს და როგორც ჩანს, ამით გულდათუთქული მხოლოდ კოკო გამსახურდია და მისი პარტიის წევრები დარჩნენ. რაც შეეხება სხვა რადიკალებს, ეკა ბესელია უკვე ივნისის დასაწყისშივე აცხადებდა საკნების აღების აუცილებლობას, თუმცა მაშინ უჭირდათ ღიად და საჯაროდ აღიარება და მომიტინგეებისათვის სიმართლის თქმა. ეს დღე უმტკივნეულოდ დადგა. ჯო ბაიდენმა სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად ისიც გააკეთა, რომ ოპოზიციას დიდი პასუხისმგებლობა ააცილა - ვიცე-პრეზიდენტის უსაფრთხოების დაცვის მომიზეზებით რუსთაველი საკნებისგან გაათავისუფლეს. არც ერთ ოპოზიციურ ლიდერს არ სურს მარცხის აღიარება. 9 აპრილს არ უთქვამს სალომე ზურაბიშვილს, რომ ბრძოლა ორ ეტაპად დაიყოფოდა (ალბათ, მაშინ ასეთ დასასრულს ვერც წარმოიდგენდა) ერთი - საკნების აღებით და "შარფის" მოხსნით დამთავრდებოდა, ხოლო მეორე - პრეზიდენტის წასვლითა და პიჯაკის გახდით. თუმცა ეს უკანასკნელი საეჭვოა საერთოდ მოხდეს. საკნები აიღეს, მაგრამ ოპოზიცია ჯიუტად აგრძელებს ბრძოლას. ალასანიას "თავისუფალი დემოკრატები", ალიანსთან ერთად თუ ცალ-ცალკე, რეგიონებში გასვლას გეგმავს. "ეროვნული ფორუმი" კარგა ხანია ამ გზას დაადგა. სალომე ზურაბიშვილიც ამ შაბათ-კვირას საგარეჯოს სტუმრობდა. ბურჯანაძე, ბუნებრივია, ცხელ ზაფხულს თბილისში ვერ დარჩება... მოკლედ, აგვისტოს თვე, თუ მთლიანად არა, "ვიკენდებში" მაინც, რეგიონებში ვოიაჟს დაეთმობა. არა მარტო მთელი ოპოზიციური სპექტრი, არამედ ხელისუფლებაც იმავეს გეგმავს, ოღონდ უფრო გაპიარებული სახელით: "სახალხო დიალოგის" ეგიდის ფარგლებში. უკვე ვიხილეთ კიდეც პავლე კუბლაშვილისა და კახა შარტავას ერთობლივი შეხვედრა მოსახლეობასთან წალენჯიხაში. მაგრამ ნაციონალურმა ტელეარხებმა ის კი არ გააშუქეს, რა პრობლემებზე ისაუბრეს წალენჯიხელებმა, არამედ ის, თუ რაოდენ გაუხარდათ მათ ნაციონალებისა და ფორუმელების ერთად, დუეტში ხილვა. ამის შემდეგ არც ის უნდა გაუკვირდეს ვინმეს, სააკაშვილი ქუჩაში დარჩენილ მანდატდახეულ დეპუტატებს პარლამენტში რომ ეპატიჟება. ამ "გულწრფელობაში" აშკარად იგრძნობა ჯო ბაიდენის დაკვეთა. მაგრამ ოპოზიცია რისი რადიკალურია, თუ ამას დასთანხმდება. იცის, თორთლაძესა და ბაღათურიაზე დაყრილი ქოქოლა მონაგონი იქნება, ამიტომაც ამ ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავს. შეიძლება "ვერ ბედავს" და "ეშინია" ზედმეტად გადაჭარბებული ნათქვამია, რადგან კაციტაძეს ეჭვი არ ეპარება, რომ თანმიმდევრული ბრძოლით შეძლებენ იმას, რომ ხელისუფლებამ რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს, მაგრამ ეს მოხდება უფრო ადრე, ვიდრე 30 მაისს ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება(! ). რაც 107 დღის აქციების მსვლელობისას ოპოზიციურ ქმედებებში ვიხილეთ, ცოტა ძნელია, ოპოზიციის კოალიციური გეგმებისა დაიჯერო, მაგრამ ეს მას არ ადარდებს. ოპოზიციის აზრით, დემოკრატია აზრის სხვადასხვაობით მიიღწევა. ამასვე ამბობს ხელისუფლება, თუმცა მხოლოდ ამბობს, ესაა და ეს. როგორი იქნება პოლიტიკური აგვისტო. - ალბათ, ისეთივე უღიმღამო გასულ აგვისტოში "ტაიმ-აუტ" გამოცხადებულ ოპოზიციას რომ ჰქონდა. მართალია, შარშან დენთის სუნი რუსეთმა დაატრიალა, მაგრამ ოპოზიციის პოლიტიკური ცხელება მაინცდამაინც არ ჩანდა. ყველაზე დაძაბული გაზაფხული და შემოდგომაა ხოლმე, ხოლო ზაფხულის პაპანაქება და ზამთარში საახალწლო განწყობა აქტიურ მუხტს აშკარად აგდებს. ყოველშემთხვევაში, უკანასკნელი ხუთწლეულის გამოცდილება ამის თქმის საფუძველს გვაძლევს. ამიტომაც შეარქვეს ლეიბორისტებმა კოლეგების ქმედებებს "სეზონური ბრძოლა" და არც თუ უსაფუძვლოდ. პოსტბაიდენისეული კვირა გრძელდება. ჯერ ისევ არ გაუკეთებია ყველა პოლიტიკოსს საჯარო დასკვნა, თუმცა ზოგადად ისინი კმაყოფილები არიან, ლეიბორისტების გარდა. შრომის პარტიის ლიდერები სკეპტიკურად შეხვდნენ ბაიდენის თბილისში სტუმრობას, მათთვის მოულოდნელი ამ ვიზიტისას არც არაფერი ყოფილა, მაგრამ საწყენად მაინც დარჩათ მისტერ ჯოს სიტყვები, რომელიც მან პრეზიდენტის დედას კი უთხრა, მაგრამ ამავე დროს მთელ ერს დაგვიბარა, - გაუფრთხილდით, ჩვენ ის გვჭირდება! ლეიბორისტებს კი რაც ყველაზე ნაკლებად სჭირდებათ, სწორედ სააკაშვილია. თბილისელებს ახლა მერის არჩევნებზე უწევთ ტვინის ჭ###ტა და ათი თვით ადრე წამდაუწუმ ახსენებენ, რომ წინ დიდი ვნებათაღელვა ელით პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევნების თემამ იქნებ უკან გადაინაცვლოსო, მაგრამ საეჭვოა, ამან იმუშაოს. მოკლედ, ქუჩის აქციებისა და საკნების ეპოპეა დასრულდა, მაგრამ იწყება ახალი - ქუთაისური პარლამენტარიზმის ეპოქა. ხელისუფლება ზედმეტად სულგრძელად იქცევა. განსაკუთრებით ბაიდენის ვიზიტის შემდეგ მარჯვენა ლოყაზე გაწნულ სილას მარცხენას უშვერს - ქუჩაში დარჩენილ "მეგობრებს" პარლამენტში ეპატიჟება. ამ ინიციატივას სავარაუდოდ დიდი ფიასკო ელოდება. თუმცაღა, იქნებ ასეთი დასკვნის გამოტანა ჯერ ნაადრევია, რადგან არავინ იცის, ხუთთვიან მოსაფიქრებელ პერიოდში ვინ როგორ არჩევანს გააკეთებს და ვის მოხიბლავს პარლამენტში მოღვაწეობის იდეა.

 

თეა მოსია ”საქართველოს რესპუბლიკა”

 

http://gevision.tv/index.php?option=com_co...d=3&lang=ka

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტვინის ჭ###ტა

 

:( :( :D :sorry: ამიტომ

ჭყვლეტა უნდა დავწეროთ მეგობრებო :sorry:

 

არაფერი აგვისტო არ იქნება.

და არც სექტემბერი...

საერთოდ კაი არაფერი იქნება ალბათ კაი ხანი კიდევ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აგვისტოს 15–მდე უნდა იყოს ბევრი სისხლი, ბევრი ცემა, ბევრი ხოცვა და ჟლეტა////

 

ასე მინდა მე....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაფერი არ იქნება,ხელისუფლება რის გაკეთებასაც გადაწკვეტს გააკეთებს,ხლეს არავინ შეუშლის..

ხოცვა ჟლეტა კი სექტემბრიდან ნახეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აგვისტოში სიმშვიდე იქნება, ხელისუფლება კიდევ გაიჯეჯილებს

 

აი მერე ვნახოთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...