ლ ი ც ი Posted July 28, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 ორდუ ვარ.ჰაიტ! შეიძლება არ დამიჯერო, მაგრამ მივხვდისავით ლიც,გისწორდება ხოლმე კარდუ რომ გაქებს? შუტკა.კარდუ ვინ არის, ჩემო დიტო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 licemer ვაი ვაი ლიც,ვინ უზერები გიწერენ იქით პლიუსებს ბიჯოს? : ვსიო,მიღებულიხარ სასტავში თან სტა პრაცენტი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 28, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 Licemerე.ი.რამაზ ბატონო, თქვენ უნდა ჩახვიდეთ, ჩვენ კი მიშიკოს ხელში გვტოვებთ.თქვენც გეპატიჟებით, ბატონო ჩემო მიხეილ :maladec: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 kisa რუსული შრიფთი სად არის?რუსული შრიფტი ქვევით და მარჯვნივ უნდა იყოს შენს დესკტოპზე. იქ სადაც EN აწერია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted July 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 licemer ღრმა ალეგორიულ კონტექსტში გაქვს ეს პოსტი დაპოსტილი, ჩემო choxa და ვერ ჩავწვდი, განათლების ცენზმა მიღალატა ცოტა მარტივად რომ მითხრა- ვერა?არანაირი ალეგორია "ფარენგეიტი" გექნება წაკიტხული ალბათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted July 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 quote name='licemer' date='28th July 2009 - 05:44 PM' post=90050]ჩემი ღრმა რწმენით, მიშას გადადგმული ნაბიჯი, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ კრიზისის გადასაწყვეტად შესულიყო კრიზიში , აფექტის მდგომარეობაში მყოფი ადამიანის გადაწყვეტილება კი არა, არამედ შეგნებულად , გააზრებულად, ამიზნულად გადადგმული ნაბიჯი იყო. ამ გზის აზრი მერე გამოჩნდება, მერე მივხვდებით , თუ რა მოიმოქმედა მიშამ , ბევრს რომ უგუნურება ჰგონია. ეგ როდის გამოჩნდება რამაზ ბატონო, лет через сорок? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 ლიც,შენ აზრზე არა ხარ სად გაჰყავი თავი. ეთრი გადაბრუნებული სიტყვა ბელადზე და სრაზუ დიმპიტას სასტავში ამოჰყობ თავს. : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 28, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 არანაირი ალეგორია "ფარენგეიტი" გექნება წაკიტხული ალბათუფრო დავიბენი. ფიქრობ რომ უსამა ბინ ლადენი ვარ...choxa? :maladec: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted July 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 პრეამბულა1. წინამდებარე თემა მხოლოდ ერთი კონკრეტული სუბიექტის (ანუ ჩემი) მოსაზრებაა და ის ეყრდნობა ობიექტურად არსებული ფაქტების სუბიექტურ ანალიზს.2. წინამდებარე თემაში არაფერი უნდა იქნეს გაგებული ისე, როგორც რუსული აგრესიის გამართლება.3. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს! რატომ 7 აგვისტო?!არაერთი ექსპერტი დაგიდასტურებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან დიდი ალბათობით 2008 წლისათვის ვარაუდობდა, სეპარატისტულ რეგიონებში შეიარაღებული საბრძოლო მოქმედებების დაიწყებას. უფრო მეტიც, ამ მოქმედებების დაწყების სავარაუდო თარიღად მოიაზრებოდა მაისის თვის მეორე ნახევარი, ამისათვის მზად იყო როგორც სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები, ასევე ეკონომიკა, ამისათვის არსებობდა მთელი რიგი ხელსაყრელი პირობებისა, კერძოდ: რუსეთში არჩევნები ახალი ჩატარებული იყო და ორთავიანი (პირდაპირი მნიშვნელობით) იმპერია ჯერ კიდევ სახელისუფლებო გადაადგილებებითა და გავლენის გადანაწილებით იყო დაკავებული (ასეთ დროს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრის გადაწყვეტილების მიღება ორმაგად რთულდება), მაისის თვისათვის რუსეთის 58–ე არმია არ იყო მზად ასე სწრაფად მოეხდინა გადაადგილება საქართველოს მიმართულებით, მაისის თვისათვის აფხაზეთში არ იყო აღდგენილი რკინიგზა, ოჩამჩირეში და მთლიანად აფხაზეთში განლაგებული რუსული შეიარაღებული ძალები, მათ შორის სადესანტო ნაწილები იმდენად მცირერიცხოვანი იყო როგორც პირადი შემადგენლობით, ასევე შეიარაღების მხრივ, რომ ვერანაირად ვერ მოახერხებდა კოდორის შტურმს და ვერც ენგურს გადმოკვეთდა. შესაბამისად , ცხინვალზე შეტევის შემთხვევაში ქართულ მხარეს დამატებით ექნებოდა ის აუცილებელი, სულ მცირე 36 საათი რაც საჭირო იყო როკი–ჯავის გზაზე გასასვლელად და როკის გვირაბის დასაკავებლად.და მაინც, მაისში შტურმი არ შედგა!!!მთელი ივლისის განმავლობაში რუსეთი დაჩქარებული ტემპებით ახდენდა საკუთარი შეიარაღებული ძალების მობილიზაციას საქართველოს საზღვართან, სასწრაფოდ იქნა აღდგენილი რკინიგზა აფხაზეთში, ოჩამჩირეში თავმოყრილი იქნა რუსული სადესანტო ნაწილები, რომლებც უშუალოდ მიმართული იყო ზემო აფხაზეთისაკენ, რუსულმა ავიაციამ მოუხშირა საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას და ჰაერიდან დაზვრევას, თითქოს ყველაფერი იქითკენ მიდიოდა რომ სწორედ აფხაზეთში ღვივდებოდა ნაპერწკალი, მაგრამ ბევრისათვის (მათ შორის ხელისუფლებაში) მოულოდნელად, მაშინც, როცა ნერვების თამაში ზღვრამდე იყო მისული, გასროლა ცხინვალიდან გაისმა. რატომ იყო ეს გასროლა ასეთი მნიშვნელოვანი და რატომ ითამაშა მან საბედისწერო როლი? დამეთანხმებით ალბათ, ეს ქართული სოფლების დაცხრილვის პირველი შემთხვევა არ იყო, არც როკის გვირაბის გავლით შემოსულა რუსული ტექნიკა პირველად (7 აგვისტოს შემოსული ტექნიკა არ იყო იმ მასშტაბის, რომ სერიოზული პრობლემები შეექმნა), შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამაზე რეაგირება არ უნდა მოეხდინა, აქამდეც ყოფილა რეაქცია და ის ძირითადად სეპარატისტთა საცეცხლე პოზიციების ჩახშობით შემოიფარგლებოდა (თუნდაც ისინი ცხინვალში ყოფილიყვნენ განლაგებული). ბუნებრივია ისმის კითხვა, რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ მაინცადამაიც 7 აგვისტოს გაეცა ადეკვატურრი პასუხი, მაშინ, როცა რუსეთის სამხრეთში განლაგებული თითქმის ყველა საჯარისო შენაერთი სრულ მზადყოფნაში იყო მოყვანილი და 58–ე არმიაც საზღვართან იყო მობილიზებული?!ქართული მხარის სასარგებლოდ ერთადერთი ყველაზე ძლიერი არგუმენტი (გნებავთ ვერსია) შემდეგია: რუსული არმია ემზადებოდა საქართველოში შემოსაჭრელად, საქართველომ დაასწრო! უნდოდა თუ არა რუსეთს საქართველოსთან ომი?! –არა!რუსეთს საქართველოსთან ომი (მითუმეტეს ასეთი საერთაშორისო რეზონანსით) არანაირად არ აძლევდა ხელს; მაგრამ პუტინი რუსეთი არაა, ისევე როგორც მედვედევი არაა რუსეთის პრეზიდენტი. ეს ამბიციური, იმპერიული და ნაციონალისტური იდეებით გაჟღენთილი ჩია კაცი ომით მოვიდა ხელისუფლებაში, ომით განიმტკიცა სავარძელი და მისი პოლიტიკური მოღვაწეობაც საომარი და აგრესიული რიტორიკის გარეშე წარმოუდგენელია. მისთვის აუტანლად მტკივნეული იყო საქართველოს ხელისუფლების და პირადად სააკაშვილის მხრიდან დემონსტრაციულად გადადგმული არაერთი შეურაწმყოფელი ნაბიჯი, მან ეს პირად შეურაწყოფად მიიღო (გავიხსენოთ რუსი ჯაშუშების დაკავება) და ყველანაირად ცდილობდა შურისძიებას (რუსულ–ქართულ ურთიერთობებში ასეთი მცდელობების მაგალითი მრავლადაა), სააკაშვილი პუტინის პირად მტრად იქცა და სწორედ აქ დაუშვა ყველაზე დიდი შეცდომა ორივემ, პუტინმაც და სააკაშვილმაც, არავინ იცის ეს შეცდომა წინასწარ დაიგეგმა თუ სპონტანურად მოხდა, მაგრამ ფაქტია – ეს შეცდომა ბრწყინვალედ იქნა გამოყენებული საჭირო დროს მათ მიერ, ვინც პუტინის ფსიქოლოგიურ პორტრეტს და აქედან გამომდინარე მის სავარაუდო რეაქციებს დიდი ხნის განმავლობაში გულმოდგინედ აანალიზებდა!დავუბრუნდეთ კითხვას – რატომ არ აწყობდა რუსეთს ეს ომი?აი ყველასათვის თვალნათელი და უდავო პასუხები:1. დიდი ხნით გაფუჭდა რუსეთის იმიჯი მსოფლიოში. (ნურავინ მეტყვის, რომ რუსეთს ეს არ ანაღვლებს)2. უდიდესი მატერიალური ზარალი (არა მარტო საფონდო ბირჟის კრახი, ეს მხოლოდ აისბერგის წვერია და უახლოეს წლებში ეს აისბერგი მთელი სიმაღლით წამოიმართება აქედან გამომდინარე მეტად მძიმე შედეგებით რუსული ეკონომიკისათვის)3. სოჭის ოლიმპიადის ჩაშლის თუ არა, ბოიკოტის რეალური საფრთხე.4. რუსეთის, როგორც მშვიდობისმყოფელის როლი სამუდამოდ დასამარდა.5. ევროპაში ძალიან დიდი ხნით შეირყა რუსეთის, როგორც საიმედო ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორის სახელი (ევროპა ალტერნატიულ ენერგორესურსებზე ლაპარაკის ეტაპიდან, მოქმედების ეტაპზე გადავიდა). 6. პერსპექტივაში უდიდესი საფრთხე ფედერაციის ერთიანობისათვის, რაც აფხაზეთისა და კოკოითის კანტორის აღიარებით გამოიწვია.7. და ბოლოს, ყველაზე მთავარი – რუსეთმა მთლიანად და საბოლოოდ დაკარგა „დასავლეთ ფრონტი“ და „სამხრეთის ფრონტი“, თუ აქამდე კიდევ არსებობდა მცირე შანსი აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში რუსული – „უფროსი და მზრუნველი ძმის“ პოლიტიკის წარმოებისა, ეს შანსი აგვისტოში საბოლოოდ დასამარდა, რუსეთმა ყველა დააშინა, მაგრამ ეს შიში მორჩილების საწინდარი კი არა, წინააღმდეგობის გარანტიაა.ალბათ კიდევ არაერთი „წვრილი“ თუ „მსხვილი“ მიზეზი არსებობს, რის გამოც რუსეთს ეს ომი არ აწყობდა, თუმცა ჩემი აზით ჩემოთვლილი 6 ყველაზე მნიშვნელოვანია.დასკვნა კი ასეთია, ობიექტურად ეს ომი რუსეთს, როგორც სახელმწიფოს ,არანაირად არ სჭირდებოდა, აი რაც შეეხება პუტინს, მის გენერალიტეტსა და ობივატელ ვანიას ეს ომი უნდოდათ, დიდი ხანია მათ შოვინისტურ ხახას ჟანგი მოედო და ახალი სისხლი სჭირდებოდათ, თუნდაც საქართველოზე ბუტაფორიული და არაფრისმომტანი გამარჯვების ხარჯზე. უნდოდა თუ არა ომი საქართველოს? – არა!მე ვიტყოდი, რომ საქართველოს ეს ომი არ უნდოდა, ჩვენ უბრალოდ გვჭირდებოდა ის!! გვჭირდებოდა, რათა დაკარგული ტერიტორიები დაგვებრუნებინა, დამატებითი მოტივაციები (დამატებითი საფრთხეების პარალელურად) ჰქონდა ხელისუფლებასაც, თუმცა ალბათ დღესაც ბევრი გაოგნებულია თვით ხელისუფლებაში და დღემდე ვერ იჯერებენ, რომ საქართველომ რუსეთთან იომა! გავუსწოროთ თვალი სიმართლეს – ჩვენ ომი წავაგეთ. რა დავკარგეთ ამ წაგების შედეგად?1. ნაწილობრივ დანგრეული სამხედრო ინფრასტრუქტურა.2. რამდენიმე ერთეული მძიმე და მსუბუქი ჯავშანტექნიკა.3. „ქართული ფლოტის“ თითქმის ნახევარი.4. ზემო აფხაზეთი5. ახალგორის რაიონი (ნაწილობრივ და ისიც ძალიან ცოტა ხნით, დარწმუნებული ვარ)6. გადამწვარი და დარბეული ქართული სოფლები სამაჩაბლოში.7. ყველაზე მნიშვნელოვანი და სამწუხარო – რამდენიმე ასეული ქართველის სიცოცხლე.ვთქვათ პირდაპირ, ხელისუფლებას რომ გარკვეული გარანტიები არ ჰქონოდა ის ომს არ დაიწყებდა!!! ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ პენტაგონმა და თეთრმა სახლმა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის სპეცოპერაციის დაწყების შესახებ 7 აგვისტოს, რუსთავი2–ის ეთერით გენერალ ყურაშვილისაგან შეიტყვეს. თეთრი სახლი, რომელმაც მილიარდები ჩადო კავკასიურ პროექტში არანაირად არ მოსწყდებოდა პროცესების მართვის პულტს და ნურავინ იფიქრებს, რომ ასე ადვილად აუნთებდა რუსეთს ან საქართველოს მწვანე შუქს კავკასიაში ომის დასაწყებად,მაგრამ................................................ ვინ მოიგო ომი?! არაერთხელ მსმენია მოსაზრება, რომ დასავლეთს კავკასიაში სტაბილურობა აძლევს ხელს, რომ საქართველოს ხელისუფლებას თეთრი სახლი არ მისცემს ნებას ძალისმიერი გზით დაიბრუნოს ტერიტორიები, რომ ნავთობსადენი უსაფრთხოების გარანტიაა და ა.შ. ამ მოსაზრებების ტყვეობაში არამარტო საზოგადოება, თვით ხელისუფლების ბევრი (თუ ყველა არა) წარმომადგენელი იყო. მოდით ისიც ვთქვათ, ვის ვგულისხმობთ ამ შემთხვევაში „დასავლეთში“?რა თქმა უნდა არა ევროპას და რა თქმა უნდა უშუალოდ შეერთებულ შტატებს! ევროპა ჯერ კიდევ ძალიან სუსტი და ნაკლებად ერთიანია იმისათვის, რომ დამოუკიდებელი შემტევი და „აგრესიული“ პოლიტიკა აწარმოოს თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად, მითუმეტეს რუსეთის წინააღმდეგ. ევროპაში არ უყვართ ამერიკელები, მაგრამ ძალიან ეშინიათ რუსების, მათ ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ რუსული ჩექმის კვალი და ახსოვთ ამერიკული დახმარება, რისი თქმა მსურს ალბათ მიხვდით – რაც არ უნდა დამოკიდებული იყოს ევროპა რუსულ ენერგორესურსებზე ის ყოველთვის, უფრო მეტად ამერიკულ თამაშს ითამაშებს, ვიდრე რუსეთს გაუხდება თანამოაზრე მის ხისტ, სპონტანურ და ევროპისათვის ხშირ შემთხვევაში პრინციპულად მიუღებელი პოლიტიკის წარმოებაში.ზემოთ აღვნიშნე, რომ თეთრი სახლი აუცილებლად წინასწარ ფლობდა ინფორმაციას, პენტაგონში სრული ინფორმაცია ჰქონდათ როგორც რუსული არმიის, ასევე შავი ზღვის ფლოტისა თუ ავიაციის მზადყოფნის შესახებ, ჰქონდათ ინფორმაცია ქართული არმიის მანევრების შესახებაც. ვფიქრობ ასეთ შემთხვევაში ლეგიტიმურია კითხვა – რატომ ვერ (არ!!) შეძლო ვაშინგტონმა კონფლიქტის თავიდან აცილება?! შევთანხმდეთ, რომ რაოდენ დასუსტებულადაც არ უნდა გვეჩვენოს დღეს ბუშის ადმინისტრაცია, მას აუცილებლად შესწევდა და შესწევს ძალა თავიდან აეცილებინა ეს ომი............რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ მოინდომებდა! გაიხსენეთ რა თქვა პუტინმა პეკინის ოლიმპიადაზე მისი და ბუშის შეხვედრის შესახებ, ცხინვალში მოსალოდნელი კონფლიქტის თაობაზე ბუშის შეფასება ამ სიტყვებით შემოიფარგლა : „ომი არავის უნდა“?! ამ შემთხვევაში მე მჯერა პუტინის, პუტინმა კი ამ ორაზროვანი ფრაზიდან დაიჯერა ის, რაც თავად სურდა – „რაც გინდათ ის ქენით“ და ბუშმაც მშვენივრად იცოდა, რომ პუტინი სწორედ ამ დასკვნას გამოიტანდა მისი სიტყვებიდან, ზემოთ აღვნიშნე, რომ ვაშინგტონში პუტინის ფსიქოლოგიური პორტრეტი დეტალურად ჰქონდათ და აქვთ შესწავლილი, ისიც კარგად უწყიან ვის უდევს რუსეთში დღეს თითი ჩახმახზე და ისიც, თუ როგორ უნდა მოახდინონ გასროლის (თუნდაც ფუჭის) პროვოცირება. გაიხსენეთ, როდის გაისმა ვაშინგტონიდან პირველად მკაცრი შეფასებები და პირდაპირი მინიშნება იმაზე, რომ კავკასია ამერიკის ინტერესის სფეროა და რუსეთს მოუწევს შეჩერება.......თუ ვინმეს არ გახსოვთ, მე შეგახსენებთ – მას შემდეგ, რაც ქართულმა საჯარისო შენაერთებმა თბილისისკენ დაიხიეს უკან და რუსული არმია იგოეთს მოუახლოვდა!!! „კავბოიმ“ მხოლოდ მაშინ ამოიღო „კოლტი“, როცა დათვი ორივე თათით გაება ხაფანგში – ქართულ ხაფანგში!!! ამ მომენტიდან დასავლეთმა ერთიანი ფრონტით გაილაშქრა რუსული საფრთხის წინააღმდეგ, ა.შ.შ.–მ კი უკვე საყვედურის ტონით დაუწყო საუბარი იმ „ურჩ“ ევროპელ ლიდერებს, რომელთაც საქართველოსთვის აპრილში მაპ–ი ვერ გაიმეტეს!!! მონადირე, მსხვერპლი და სატყუარა რატომ უნდოდა ვაშინგტონს ომი რუსეთ–საქართველოს შორის?თუ იმ მიზეზებს არ ჩავთვლით რატომაც არ აწყობდა რუსეთს ომი (რუსული ეკონომიკის კოლაფსი, რუსული გავლენის შემცირება და რიგ შემთხვევაში სრული გაქრობა დასავლეთ და სამხრეთ ფრონტებზე და ა.შ.) ვაშინგტონმა ამ ომიდან უამრავი სარგებელი ნახა, მე მხოლოდ რამდენიმე მათგანზე მოგახსენებთ:1. ბოლო დროს აშკარად შესუსტებული პოზიციების და გავლენის აღდგენა ევროპაზე.2. ნატოს აღმოსავლეთისაკენ გაფართოების კიდევ უფრო მყარი არგუმენტები.3. ა.შ.შ.–ს როგორც მსოფლიოში ერთადერთი მშვიდობისმყოფელის როლის განმტკიცება (სულ ტყუილად ჰგონია სარკოზს რომ ომი მან შეაჩერა, ომი ა.შ.შ.–ს მოქმედებაში მოყვანილმა სამხედრო ფლოტმა და თავდაცვის მინისტრის მიერ ჰუმანიტარულ!!!! დახმარებაზე პასუხისმგებლობის აღებამ შეწყვიტა)4. ამერიკა ძალიან დიდ ხანს გამოიყენებს რუსულ – ქართულ ომს იმ ბურთის სახით, რომელსაც მაშინ ჩასჩრის რუსეთს ხახაში, როცა საჭიროდ ჩათვლის და წინააღდეგობის საშუალებას მოუსპობს ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით.5. ევროპული პროექტი „დემოკრატიული რუსეთ“ ჩავარდა – იწყება ამერიკული პროექტი „დასუსტებული ან სულაც დაშლილი რუსეთი“!!!ჩემთვის ძალიან ძნელია ყველა იმ სარგებელზე საუბარი, რაც ვაშინგტონმა ამ ომით მიიღო, ასევე ძნელია ყველა იმ ზიანის ჩამოთვლა, რაც რუსეთმა განიცადა და მომავალში განიცდის, ერთი კი ნამდვილად ვიცი, სატყუარა ამ შემთხვევაში გადარჩა და იმედია მეორედ აღარ შეძვრება სხვის ხაფანგში. პატივისცემით, წაიკითხე licemer Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mogzauri Posted July 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 მიშას გადადგმული ნაბიჯი, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ კრიზისის გადასაწყვეტად შესულიყო კრიზიში , აფექტის მდგომარეობაში მყოფი ადამიანის გადაწყვეტილება კი არა, არამედ შეგნებულად , გააზრებულად, ამიზნულად გადადგმული ნაბიჯი იყო. ამ გზის აზრი მერე გამოჩნდება, მერე მივხვდებით , თუ რა მოიმოქმედა მიშამ , ბევრს რომ უგუნურება ჰგონია.სხვათა შორის, გაგიკვირდება და გეთანხმები, მაგრამ არის ერთი რამ, რასაც ვერ გავიზიარებ, ადამიანები როცა დადაწყვეტილებას ვღებულობთ ხშირად ავანტურაზე მივდივართ. ეგ უბრალო ადამიანები. მაგრამ როცა შენ ქვეყანა გაბარია, რისკის უფლებაც არა გაქვს. კაი შევიდა კრიზიოსში შეგნებულად და მთელ მსოფლიოს დაანახა რომ მიშა მაგარია, ღირს კი ერთი ადამიანის სიცოცხლედ ეს ყველაფერი? არ დაიჯეროთ, რომ მიშა ქვეყანაზე ფიქრობს, ყველა მისი ნაბიჯი მხოლოდ და მხოლოდ მისი, როგორც პიროვნების განდიდებისკენაა მიმართული. ამიტომაც გეთანხმები იმ ნაწილში, რომ ეს იყო შეგნებული ნაბიჯი, მაგრამ არა ქვეყანაზე ფიქრით, არამედ, მხოლოდ საკუთარ თავზე.................. მე არ ჩავდივარ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 28, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 (edited) წავიკითხე და მერე რა? მშვენიერი ანალიზია შენც წაიკითხე და თემის გახსნის თარიღს დააკვირდი Jun 4 2009, 01:15 PMპოსტი #1 Advanced Member*** ჯგუფი: Membersპოსტები: 1,083რეგისტრ.: 23-July 08ნიკის ჩასმა პოსტშიმონიშნულის ციტატაში ჩასმამდებარ.: Tbilisiწევრი № 342 გაფრთხ.: (0%) ----- ჩემი აზრით, რუს ეთნოს უკვე დღეს აქვს სერიოზული პრობლემები იმპერიაში: რუსების ხვედრითი წილის შემცირება, შობადობის დაბალი დონე, ემიგრაცია და უკონტროლო იმიგრაცია, რომელთა შორის სიტყვა ჩინელი გონიერ რუსში, დღეს უკვე სერიოზულ პანიკას იწვევს. არადა, რომ დაფიქრდე იმპერიული იდეა, დღეს თითქოს აღარ უნდა იყოს რუსის ინტერესში, მაგრამ რა გინდა თქვა: დიდია ინერციის ძალა. ამიტომ ერთის მხრივ , ყველანაირად ესწრაფვის განვითარებას და ნოვაციას ეკონომიკაში, მაგრამ მეორეს მხრივ ვერ ელევა დიდმპყრობელურ ილუზიებს(ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან) ისიც ფაქტია, რომ რუსეთმა, ამჟამად იმაზე მეტი ხალხი გადაყლაპა, ვიდრე მისი მონელება შეუძლია, მაგრამ ესეც არ იკმარა და "პოდმოლოტკუ" აფხაზეთი და სამაჩაბლოც "დააყოლა"...და ამ ნაბიჯით, ჩემი აზრით, თვითგანადგურების ნაღმი ჩართო, რომელიც ძალიან მალე აფეთქდება და რუსეთის იმპერია დაიშლება -ეს გარდაუვალია. იმპერიების ეპოქა დასრულდა , ისევე, როგორც წარსულს ჩაბარდა კანიბალიზმი, მონათმფლობელობა და ინკვიზიცია . წაიკითხე...+ ესეც http://polit-forumi.com/index.php?showtopic=5793&hl= Edited July 28, 2009 by licemer Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 28, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 ეთრი გადაბრუნებული სიტყვა ბელადზე და სრაზუ დიმპიტას სასტავში ამოჰყობ თავს.Риск - благородное дело, ჩემო დიტო ვღადაოოოობ :maladec: სხვათა შორის, გაგიკვირდება და გეთანხმები,გაიხარე, ყოველთვის მომწონდა თქვენი ხედვა...mogzauri Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted July 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 licemer რომ კრიზისის გადასაწყვეტად შესულიყო კრიზიში რას ნიშნავს? კრიზისის გადასაწყვეტად კრიზისში შესვლა რას ნიშნავს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 28, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 რას ნიშნავს? კრიზისის გადასაწყვეტად კრიზისში შესვლა რას ნიშნავს?მიშელ ფუკო:-"კრიზისი დაძლევა შეუძლებელია, თუ კრიზისში არ შეხვედი" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted July 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 licemer მიშელ ფუკო:-"კრიზისი დაძლევა შეუძლებელია, თუ კრიზისში არ შეხვედი" ფუკოს ეს ფრაზა ზოგადი ფორმულირებაა. მე მიშას შემთხვევაში რას გულისხმობ კრიზისში შესვლაში ეგ მაინტერესებს. იმას ხომ არა რომ ომი მიშამ დაიწყო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.