Jump to content
Planeta.Ge

ატერორებენ თუ არა ბიზნესს?


Recommended Posts

Lo Janko

კაი ერთი, საგდაური ფაქტია? თბილისური? რაცხა არა მგონია.

ბათუმში უძრავ ქონებაზე ფასები ეცემა და ამბობენ კიდევ უფრო დაეცემაო და მაინცადამაინც შენი ბინის ფასი მატულობს?

კარგად წაიკითხე რაც დავწერე:

ჩემი ბინა ახლა ასე 50 000 დოლარი ეღირება. ათი წლის წინ მაგის მეხუთედი ეღირებოდა

:)

 

რაც შეეხება ინტერნეტით ნაყიდ პროდუქციას, იგი ადრეც იბეგრებოდა და დასაბეგრი ზღვარი იყო 1500 ლარი. ახლა იმ გაზეთში ეწერა 300 -მდე აპირებენ დაწევას. რეალურად ჯერ არაფერი არაა ცნობილი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გზების დაგების რომილაღაცა პროექტისთვის არის გამოყოფილი 250 მილიონი ლარი... აქედან რეალურად იხარჯება 70 მილიონი.. დანარჩენი ჯიბეში მიდის...

 

ტენდერში გამარჯვებულ ფირმებს ეუბნებიან, სენ გეკუთვნის 10 მილიონი, მაგრამ ჩაეტევი 3 მილიონში, აქედან ბიტუმს, ხრეშს და რაც სჭირდება კი, იყიდი კონკრეტული ადამიანებისგან - ანუ, უგულავას კლანისგან...საკმაოდ ძვირად

 

ტენდერში გამარჯვებულმა ყველა ფირმამ იცის, რომ გაკოტრდებიან...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რიხინ-რიხინით შედის კანონებში ისეთი ცვცლილებები, რომლითაც სახელმწიფო საკუთრებაში ყადაღადადებული ქონების მიქცევა ადვილდება... მერე სად წავა ეს ქონება და რა ფასად, მოგეხსენებათ..

 

მოგეწონება ქონება.. გააკოტრებ... ქონებას დაითრევ,,, მაგარია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

რიხინ-რიხინით შედის კანონებში ისეთი ცვცლილებები, რომლითაც სახელმწიფო საკუთრებაში ყადაღადადებული ქონების მიქცევა ადვილდება.

როდისთვის აპირებენ?!

 

machkatela

ტენდერში გამარჯვებულმა ყველა ფირმამ იცის, რომ გაკოტრდებიან...

მაშინ რატომ იღებენ მონაწილეობას?!

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

 

როდისთვის აპირებენ?!

 

machkatela

 

მაშინ რატომ იღებენ მონაწილეობას?!

 

 

უკვე მიიღეს....

 

შემოსავლების სამსახურის უფროსს ყადაღადადებული ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მოქცევა უადვილდება

www.radiopalitra.ge - სიმართლე უმთავრესია!

17 / 07, 2009 18:51

Font size: Decrease font Enlarge font

 

შემოსავლების სამსახურის უფროსს ყადაღადადებული ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მოქცევა უადვილდება.

ამასთან დაკავშირებით ცვლილება პარლამენტმა დღეს “საგადასახადო კოდექსში” შეიტანა.

უკვე მიღებული კანონით, შემოსავლების სამსახურის უფროსს უფლება ეძლევა ყადაღადადებული ქონება სახელმწიფო საკუთრებაში მიაქციოს, თუ მისი რეალიზაცია ვერ მოხერხდა მეორე აუქციონის შედეგადაც.

აღნიშნული ცვლილება საგადასახადო კოდექსში მთავრობის ინიციატივით შევიდა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ry=8&arch=a

 

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაში კორუფციის ელემენტები დაინახა

www.radiopalitra.ge - სიმართლე უმთავრესია!

14 / 07, 2009 22:25

Font size: Decrease font Enlarge font

 

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაში კორუფციის ელემენტები დაინახა.

საკითხი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას ეხება, რომელიც “საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ” კანონში ცვლილებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად, დაყადაღებული ქონების რეალიზაციას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განახორციელებს. ამავე კანონპროექტში, სააგენტოს მიერ ყადაღადადებული ქონების და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის ძირითადი პრინციპებია გათვალისწინებული. კომიტეტს სწორედ ქონების რეალიზაციის პრინციპებთან აქვს შენიშვნა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მელაძემ განაცხადა, მისი კომიტეტი კანონპროექტს კარგად გაეცნობა და თუ დაუდასტურდა ეჭვი, რომ ამ საკითხში შესაძლოა კორუფციის ხელშემწყობი ფაქტორი “გაიპაროს”, შენიშვნასაც მოამზადებს.

მიუხედავად გარკვეული უნდობლობისა, კანონპროექტს კომიტეტმა მხარი მაინც დაუჭირა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ry=8&arch=a

 

 

რაც შეეხება ტენდერებში რაღატომ ირებენ მონაწილოებას, რომ მიიღეს და გაიმარჯვეს, მაშინ წაუყენეს ეს პირობები და რაღას იზამდნენ. კი ნანობენ, მაგრამ....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგად წაიკითხე რაც დავწერე:

ციტატა

ჩემი ბინა ახლა ასე 50 000 დოლარი ეღირება. ათი წლის წინ მაგის მეხუთედი ეღირებოდა

Saturn

100 წლის წინ თხა სამი აბაზი ღირდა.

შენც 10 წლის წინანდელს რატომ ადარებ, შეადარე შარშანდელი მაისის ფასებს და ნახავ ფასმა დაიკლო თუ მოიმატა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

სულელური ნაბიჯი რომ არის მაგას რად უნდა ბაზარი? არსად არ იბეგრება ინტერნეტით ნაყიდი პროდუქცია.

 

 

მაგაზე არ ვდაობ კი არა და... მაგას ვამბობ... მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება არის ერთადერთი - ვიმეორებ ერთადერთი გზა, ქვეყნის გაძლიერების.

ვერავის სხვა ვერაფერი ვერ მოუფიქრებია ამდენი ხანია, და ჩვენი ხელისუფლების ინტელექტუალური შესაძლებობეის შემხვედვარე მეეჭვება რომ ამათ რაიმე ახალი და უნიკალური მოიგონონ :ravic::D:D

 

იმის ნაცვლად რომ დაეხმარონ, კლავენ... რა ვიცი... იდიოტიზმია ქვეყანაში სრული.

პარტიული იდიოტი კადრები ღუპავენ სახელმწიფოს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...