Jump to content
Planeta.Ge

ატერორებენ თუ არა ბიზნესს?


Recommended Posts

ანუ ეს რაც შენ ჩამოთვალე რეალურ ფასში გაიყიდა?

როგორ გითხრა...

ჯერ ერთი შენ რომ ეხლა ბინის გაყიდვა მოგიწიოს, რომლის აშენებაც თავის დროზე 100 000 დაგიჯდა, რემონტი კი 50 000, წესით რეალური ფასი 150 000 გამოდის შენთვის ხო? მაგრამ ეხლა მაქსიმუმ 70 000-80 000-ად გაყიდი ეგეთ ბინას. თუ გეჩქარება და უეჭველი გინდა რო გაყიდო 50 000-60 000 უნდა დაადო და ეგრევე გაყიდი.

რაც ამათმა მილიონად გაყიდეს ეხლა მინიმუმ ხუთჯერ ძვირად მოგყიდის ის უცხოელი.

ყველაფერი შედარებითია და თავად განსაზღვრე რამდენად რეალურია.

მეორეც და გაცილებით მნიშვნელოვანი, იმ გაყიდულ ობიექტებში ავად თუ კარგად ხალხი იყო დასაქმებული, გაყიდვის მერე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე ძირითადად თურქები დასაქმდნენ, ეხლა კი მანამდე დასაქმებული ადამიანების რაოდენობის 10%-ია დასაქმებული. ხალხი უმუშევარი დარჩა. ბიუჯეტში შესული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი კი არამიზნობრივად დაიხარჯა.

ბარათაშვილის ხიდზე შეყვარებული წყვილები რო არიან ჩამოსკუპებული, იცი რამდენადაა გაწერილი ბიუჯეტში მათი დამზადება? ნახევარ მილიონად.

მოკლედ, სახელმწიფოს ანუ ხალხის, ანუ ჩვენი საკუთრება გაიყიდა, ჩვენ უმუშევრები დაგვტოვეს და ის ფულიც არ მოგვახმარეს. რამდენად მიზანშეწონილი იყო ასეთი ოპერაციები ერთი ალალად მითხარი?

 

 

იცი რა? შენ სხვა საქმე გაქვს, კომპიუტერს უზიხარ მთელი ცხოვრება, პროგრამებს წერ და ქსელებს აკონტროლებ. არც ის განაღვლებს რომ შენს რესურსს რომელიმე კერძო კომპანიას კი არა შსს-ს ახმარ და აბა მე მკითხე? ჩემნაირებს კითხე?

ჩვენ რა ვქნათ ბატონო? მშვიდად ვუყუროთ როგორ ვიჩაგრებით უსამართლოდ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიზნესის ტერორი იყო, არის და იქნება ამ ხელისუფლების მხრიდან! აბაა საპარლამენტო არჩევნებს ფული ხომ უნდაააა?! :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

რაც ამათმა მილიონად გაყიდეს ეხლა მინიმუმ ხუთჯერ ძვირად მოგყიდის ის უცხოელი

კი. დროთა განმავლობაში უძრავი ქონების ფასი იზრდება. ჩემი ბინა ახლა ასე 50 000 დოლარი ეღირება. ათი წლის წინ მაგის მეხუთედი ეღირებოდა.

ანუ ვთანხმდებით რომ ეგ ჩამოთვლილი ქონება რეალურ ან რეალურთან მიახლოებულ ფასად გაყიდულა.

 

მოკლედ, სახელმწიფოს ანუ ხალხის, ანუ ჩვენი საკუთრება გაიყიდა

ერთი ეს მითხარი შენ, შევარდნაძის მმართველობის დროს კაპიკებში რომ იყიდებოდა ყველაფერი, მაშინ სად იყავით? კარგი, შენ შეიძლება პატარა იყავი. ის ოპო ლიდერები, ყოფილი წითელი ინტელიგენცია, მსახიობები და ა.შ. სად იყვნენ მაშინ? რატომ არ ადარდებდათ ეს ჩალის ფასად გაყიდული სახელმწიფო ქონება? იმიტომ ხო არა რომ წილში ისხდნენ?

 

ჩვენ რა ვქნათ ბატონო? მშვიდად ვუყუროთ როგორ ვიჩაგრებით უსამართლოდ?

უსამართლობა ხდება ამ ქვეყანაში და კიდევ დიდხანს მოხდება. სააკაშვილის ჩამოგდება რომ შველოდეს საყოველთაო სამართლიანობის დამყარებას და ხელისუფლების შეცვლასთან ერთად საშუალო ევროპულ ქვეყნად რომ გადავიქცეოდეთ, დღესვე დაგიდგებოდით გვერდით, მაგრამ რომ არაა მასე? ძიძიგურები, გუბაზები, ძიალოგები, გამყრელიძეები და ა.შ. შეგიქმნიან სამართლიან ქვეყანას? ისემც მაგათი ########

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქმე იმაშია, გაყიდულიდან შემოსული ფული რომ არაეფექტურად დაიხარჯა.

მიზერული ეფექტი მაქსიმალური ფულის კეთების გამო...

ტენდერების კორუფციული სქემები.

ჯარზე რამდენი დაიხარჯა და რა ეფექტურობით ეს კიდევ საკიტხავია, ამ ფულით ინფრასტრუქტურა რომ განვითარებულიყო... დღეს ათჯერ მეტი გვექნებოდა დასახარჯი ისევ ჯარზევე...

და კიდევ ბევრი კუთხით უნდა შეხედო ადამიანმა ამ პროცესს... თორემ გასაყიდი რომ უნდა გაიყიდოს ეს გასაგებია... ფულის დაკარგვაა გაუგებარი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ანუ ვთანხმდებით რომ ეგ ჩამოთვლილი ქონება რეალურ ან რეალურთან მიახლოებულ ფასად გაყიდულა

რეალური ფასი ჰეროინს, კალაშნიკოვს, ღვიძლს, თირკმელს და ახალშობილ ბავშვსაც აქვს სატურნ და რამე რო იყოს ვინმე არაბი ქაშუეთის ეკლესიასაც იყიდის თუ მიყიდი.

ყველაფერს ფულით როგორ ზომავთ ხალხო ნუ გადამრიეთ რა...

მაგისტრალური სადენების, ბუნებრივი რესურსების, კვლევითი ინსტიტუტების გაყიდვა, ხალხის უმუშევარ-უფუნქციოდ დატოვება არაფერია, ლიჟბი მიშას მმართველობის პერიოდში ქაღალდზე ციფრები გამოიყურებოდეს მარიაჟად???

 

ერთი ეს მითხარი შენ, შევარდნაძის მმართველობის დროს კაპიკებში რომ იყიდებოდა ყველაფერი, მაშინ სად იყავით?

 

 

როდისმე, სადმე მითქვამს რომ ის დრო უკეთესი იყო???

მიშას რომ არასოდეს არაფერში ადანაშაულებთ და მის მაგივრად იმას აგინებთ ვინც არაფერ შუაშია ეგ მაკვირვებს და მაცოფებს:

 

ირაკლი ალასანიამ როდის რა გაგიყიდა და რით დაგაქცია?

დათო უსუფაშვილმა?

ივლიანე ხაინდრავამ?

გუბაზ სანიკიძემ?

კოკო გამსახურდიამ?

ეკა ბესელიამ?

ზვიად ძიძიგურმა?

სალომე ზურაბიშვილმა?

 

ამათ როდის რა დააშავეს ქვეყნის წინაშე და თუ მაინც დააშავეს ამათი ერთად აღებული დანაშაული შეადარე მიშას დანაშაულს, დაჟე სააკაშვილის არა მაჭავარიანისას :):

 

აქეთ თუ ბურჯანაძე-გამყრელიძე-გინდაც გრეჩიხა გეჩხირება თვალში

 

ამათ რატომ ვერ ამჩნევ უფრო მეტნი რომ არიან აშკარად და გაცილებით და ნებსით თუ უნებლიეთ ამათ რომ უდგახარ გვერდში?

 

 

http://planeta.ge/index.php?showtopic=10525&hl=analgin

http://planeta.ge/index.php?s=&showtop...ost&p=84342

 

? ? ?

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი. დროთა განმავლობაში უძრავი ქონების ფასი იზრდება. ჩემი ბინა ახლა ასე 50 000 დოლარი ეღირება. ათი წლის წინ მაგის მეხუთედი ეღირებოდა.

Saturn

ძალიან საეჭვო მოსაზრებაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს მსოფლიოში გლობალური ფინანსური კრიზისის ერთერთი მთავარი მიზეზი ზუსტად უძრავ ქონებაზე არანორმალურად გაზრდილი ფასებია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ისე არავინ გამიგოთ, ეს თანხა მეცოტავებოდეს და ფოფოდიასავით ცხვირს ვიბზუებდე. უბრალოდ რატომ???

კანონს ვარღვევ?

უნარი არ მაქვს?

არ შეიძლება მეტი მინდოდეს?

რა გითხრა ჩემო ანალგინ, დღეს მაგაზე ფიქრისას ერთი იდეა მომივიდა, მალე მინდა თემად ჩამოვაყალიბო და შემოგთავაზოთ, სახელწოდება კი ალბათ ""ნაციონალური" წარმატების თავისებურებანი" - ექნება.

 

პ.ს. იდეის მოპარვას არ ვიყოთ :D

 

ჩემი CV-ით კი მე პირადად არ მივიღებდი არასოდეს არავის

მაგაზე არ იდარდო შენა, მე თU მაქ ორგვერდიანი სივი იმიტო ვეღარ ავუდივარ რა შემოთავაზებებს :D

 

ვის რად უნდა შენი სიცი თU ძმა ხარ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ირაკლი ალასანიამ როდის რა გაგიყიდა და რით დაგაქცია?

დათო უსუფაშვილმა?

ივლიანე ხაინდრავამ?

გუბაზ სანიკიძემ?

კოკო გამსახურდიამ?

ეკა ბესელიამ?

ზვიად ძიძიგურმა?

სალომე ზურაბიშვილმა?

 

ამათ როდის რა დააშავეს ქვეყნის წინაშე და თუ მაინც დააშავეს ამათი ერთად აღებული დანაშაული შეადარე მიშას დანაშაულს

ალასანიასთან არავითარი პრეტენზია არ მაქვს. უსუფაშვილთანაც მცირე ოდენობით. დანარჩენი ნაგავია. და ის რომ ცოტა დააშავეს მარტივი ასახსნელია: მათ უბრალოდ დაშავების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ადამიანი რომ იმას იტყვის ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს ქართული სოფელი და რუსებს აბრალებენო (წითელუბნის ინციდენტი მაქვს მხედველობაში), ის რომ ხელისუფლებაში იყოს წარმომიდგენია რა უბედურებებს დაატრიალებს.

 

ამათ რატომ ვერ ამჩნევ უფრო მეტნი რომ არიან აშკარად და გაცილებით და ნებსით თუ უნებლიეთ ამათ რომ უდგახარ გვერდში?

გვერდში ჩემს ქვეყანას ვუდგავარ. ჩემი შექმნილი პროგრამები არ არღვევენ კანონს. მეც ასევე.

 

Lo Janko

ძალიან საეჭვო მოსაზრებაა

ეგ მოსაზრება არაა. ეგ ფაქტია.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ მოსაზრება არაა. ეგ ფაქტია.

Saturn

კაი ერთი, საგდაური ფაქტია? თბილისური? რაცხა არა მგონია.

ბათუმში უძრავ ქონებაზე ფასები ეცემა და ამბობენ კიდევ უფრო დაეცემაო და მაინცადამაინც შენი ბინის ფასი მატულობს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

 

 

ინტერნეტით გამოწერილი პროდუქცია დაბეგვრას დაექვემდებარება

 

 

ეს თემა იქით ვნახე ზაზაბიჭს გაუხსნია და ინტერნეტით ნაყიდ პროდუქციას თუ ბეგრავენ,მეტი რაღა ტერორი გინდათ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტერორი არაა ეგ.

გაუაზრებელი ეკონომიკური პოლიტიკაა + სრული უსუსურობა გაუმკლავდე ეკონომიკურ კრიზისს.

ლიბერალიზაცია, გადასახადების დაკლება, საინვესტიციო ფონის გაუმჯობესება შიდა და გარე პოლიტიკური რისკების შემცირებით...

სვოტ ანალიზი ვისაც გაგიგიათ...

სუსტი მხარეების შეფასების პარაგრაფს რომ გადახედო...

ჩვენი საგარეო, საშინაო, სასამართლო, პოლიციური რისკების შედმეგ... რომელი ოდნავ მაინც მოაზროვნე ჩადებს აქ ფულს...

არ ვიცი...

ამათ იდევ ინტერნეტ ბიზნესიდან უნდათ ფულის ამოღება...

სისულელეც აღარ ქვია...

მცირე და საშუალო ბიზნესის დედის დაწიოკება მიდის, რაც არ შეიძლება რომ კატასტროფით არ დამთავრდეს...

სად იყურებიან? რას ფიქრობენ? ფიქრობს კი ვინმე????

საწვავზე აღარაფერს ვამბობ ტვინი რომ არ გაგიბურღოთ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

ტერორი არაა ეგ.

 

 

სულელური ნაბიჯი რომ არის მაგას რად უნდა ბაზარი? არსად არ იბეგრება ინტერნეტით ნაყიდი პროდუქცია.

 

 

აი შემოდგომა მოდის და ნახავთ ძალათი ყურძნის შეტენვას კომპანიებზე.არ გინდა ყურძენი,ფული მაინც გადასახდელი გაქვს.ჩემს ახლობლებს აყიდინეს.კომპანიის სახელს ვერ დავწერ და თუ მენდობით სიტყვაზე ეგრე იყო.თითოს 5000კგ ყურძნის ფასი გადაახდევინეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

დგომა მოდის და ნახავთ ძალათი ყურძნის შეტენვას კომპანიებზე.არ გინდა ყურძენი,ფული მაინც გადასახდელი გაქვს.ჩემს ახლობლებს აყიდინეს.კომპანიის სახელს ვერ დავწერ და თუ მენდობით სიტყვაზე ეგრე იყო.თითოს 5000კგ ყურძნის ფასი გადაახდევინეს.

წელს ფულიც აღარ აქვთ კომპანიებს...დიდი ეჭვი მაქვს მაგისი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

 

უფ, ახალი ამბავი :):

 

ყველას შეაწერეს ეგრე...

 

ერთი რაც მახსოვს. არი ეგეთი ფირმა ბათუმსა და თბილისში "გორგია", სამშენებლო-სარემონტო მასალების იმპორტს ეწევა თურქეთიდან. 30-40 მილიონის ბრუნვა აქვთ წლიურად. აი მაგათ 140 000-ის ყურძენი აყიდინეს.

აი ეს თანხა კი არ მოთხოვეს. პროსტა იმენა თავიანთი ჩამოწერილი მისამართები მისცეს, ამა და ამ ტიპებთან მიხვალთ და მთელ მოსავალს იყიდით ამა და ამ ფასშიო. არადა ფინანსურს შემოგიშვებთ და დაგლუქავთო. მასტები ცემენტს, წებოებს და მეტლახს ყიდიან ელიავაზე, რა ჩემ შუშუდ უნდოდათ 140 000-ის ყურძენი? :D:

მარა წინა მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, იყიდეს.

წინა გამოცდილება კი ასეთი იყო:

 

ვარშალომიძემ შემოუთვალა, ამა და ამ დროს მიშა ჩამოდის ბათუმში და 2 სკოლა გადაგვიხურეთ თქვენი ხარჯებითო. პახოდუ ქსივზე მოგვიწერეთ ხელი რო ფული მიიღეთო. ამათაც არაო.

არაო და 6 თვე მიხურეს. 15 მილიონზე მეტი იზარალა. ერთი ამდენიც აახიეს და ეხლა ქენი რაც გინდაო.

აი, რო გაიკვირვებენ ხოლმე სატურნები რა. ვითომც არაფერი ხდება, არაფერი მსგავსი არ გაუგიათ რა. :D:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

 

 

ჩემი შვილის ნათლიას რომ ვუთხარი(პროკურორია)ბიზნესის ჩამოტანა მინდოდა მეთქი,შიგა გაქვსო? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...