ლ ი ც ი Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 ომბუდსმენობის კანდიდატმა, გიორგი ტუღუშმა მუშაობის პრიორიტეტებზე ისაუბრა http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 დიმიტრი ლორთქიფანიძე - ხელისუფლება სახალხო დამცველის არა არჩევას, არამედ დანიშვნას ცდილობსhttp://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 და რა, არ იცოდა რომ ასე იქნებოდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 თბილისი. 29 ივლისი. ~ინტერპრესნიუსი~ - სახალხო დამცველის პოსტზე საპარლამენტო უმცირესობის კანდიდატი დიმიტრი ლორთიფანიძის შეფასებით, ხელისუფლება სახლახო დამცველის არა არჩევას, არამედ დანიშვნას ცდილობს.ამის შესახებ ლორთიფანიძემ დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და განათლების საპარლამენტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა, საკმაოდ ემოციურად გააპროტესტა.მისი თქმით. დაჩქარებული წესით განხილვის პირობებში, ადგილი აქვს არა სახალხო დამცველის არჩევას, არამედ დანიშვნას. ლორთიფანიძემ პოზიციის დაფიქსირება სახელისუფლებო გუნდის კანდიდატს, დიმიტრი ლორთიფანიძესაც მოსთხოვა და დაინტერესდა, თუ რამდენად გამართლებულად მიაჩნია ტუღუშს კანდიდატების @28 ივლისს დასახელება და კენჭისყრის პროცედურის უკვე 31 ივლისს გამართვა.დაჩქარებული წესით განხილვით კმაყოფილი არც ტუღუშია, თუმცა დარწმუნებულია, რომ ამ სამდღიანი ინტერვალის მაქსიმალურად გამიყენებს და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებსაც შეძლებს.გიორგი ტუღუშისა და დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურებზე მსჯელობა 31 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გაგძელდება და საბოლოო გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული. თბილისი. 29 ივლისი. ~ინტერპრესნიუსი~ - საპარლამენტო უმრავლსობამ უმცირესობის ომბუდსმენობის კანდიდატის დიმიტრი ლორთიფანიძის განცხადებებში, პოლიტიკური მიზნები დაინახა.სახალხო დამცველის კანდიდატებზე დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და განათლების საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს, თუმცა მასზე დიმიტრი ლორთიფანიძემ მხოლოდ მის სამომავლო გეგმებზე და პროგრამაზე ისაუბრა და პოლიტიკურ განცხადებად სავარაუდოდ, მის მიერ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვისი პროტესტი შეფასდა.როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძის გამოსვლის შემდეგ უმრავლსობის წევრმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, უმცირესობის მიერ წარმოდგენილი კანდიდატი არის პოლიტიკოსი და მხოლო პოლიტიკური მიზნებით, ომბუდსმენის შესახებ კანონით, კი სახალხო დამცველისთვის პოლიტიკური საქმიანობა შეუთავსებელია.მანვე ლორთიფანიე უმცირესობის მიერ არასწორად შერჩეულ კანდიდატად შეაფასა.კომიტეტების დრევანდელ სხდომაზე, სამოქმედო პროგრამა დეტალურად, არც უმრავლესობის კანდიდატს გიორგი ტუღუშს წარმოუდიგენია, თუმცა უმრავლესობის წევრებს ტუღუში ამის გამო არ გაუკრიტებიათ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძის გამოსვლის შემდეგ უმრავლსობის წევრმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, უმცირესობის მიერ წარმოდგენილი კანდიდატი არის პოლიტიკოსი და მხოლო პოლიტიკური მიზნებით, ომბუდსმენის შესახებ კანონით, კი სახალხო დამცველისთვის პოლიტიკური საქმიანობა შეუთავსებელია.მანვე ლორთიფანიე უმცირესობის მიერ არასწორად შერჩეულ კანდიდატად შეაფასა.კომიტეტების დრევანდელ სხდომაზე, სამოქმედო პროგრამა დეტალურად, არც უმრავლესობის კანდიდატს გიორგი ტუღუშს წარმოუდიგენია, თუმცა უმრავლესობის წევრებს ტუღუში ამის გამო არ გაუკრიტებიათ. :) :D მაგადია მაგადიიიიიიიიი :D :Dაუ რა დოღია...და ღირსებიც არიან იმ დაცინვის მტელი საპარლამენტო უმცირესობა რასაც იღებენ... უდაოდ ღირსები... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 სახალხო დამცველს პარლამენტი პარასკევს უყრის კენჭს2009 წლის 29 07, ოთხშაბათი ომბუდსმენის კანდიდატების განხილვა, საქათველოს პარლამენტში დაჩქარებული წესით მიმდიანრეობს, უმრავლესობის კანდიდატმა გიორგი ტუღუშმა დღეს დარგობლივი ეკონომიკისა და განათლების კომიტეტიების წინაშე წარსდგა, მან განაცხადა რომ მზად არის ამ თანამდებობის დასაკავებლად და პირობას დებს, რომ იქნება მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და პრინციპული ომბუდსმენი. უმრავლესობის აზრით, ტუღუშს დიდი გამოცდილება აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის და იგი “შესანიშნავი კანდიდატი” ამ თანამდებობის დასაკავებლად საპარლამენტო ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი - დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძეა, თავისი კანდიდატი ჰყავს ჯონდი ბაღათურიას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცი “კონსტიუციის 42-ე მუხლი”-ს თავმჯდომარეს მანანა კობახიძეს წარადგენს. პოლიტიკურ კულუარებში მშვენივრად იციან, სახალხო დამცველი, მომდევნო ხუთი წლის მანძილზე, ის გახდება, ვისაც უმრავლესობა დაუჭერს მხარს, ზეპარტიულმა ომბუცმენმა, ოპოზიციის, პოზიციის, რიგითი მოქალაქეების უფლებები ერთნაირი შეეუპოვრეობით უნდა დააიცვას, ვინაიდან ამ ქვეყნაში, ადამიანის უფლებების ძირითადი დამრღვევი სახელმწიფოა, სახალხო დამცველის მოღვაწოებაც, ფაქტობრივად, სახელმწიფოსთან ბრძოლის ისტორია გამოდის, სოზარ სუბარმა სახელმწიფოს ბევრი პრობლემა შეუქმნა, მისი ანგარიშები და კრიტიკული შეფასებები, რომელიც საერთაშორის ორგანიზაციების დასკვნებშიც აისახა, ევროპისა და ამერიკი მხრიდან, საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის მიზეზი არაერთხელ გამხდარა. ერთ-ერთი პარლამენტარის განცხადებით მათ ჭკუა ისწავლეს და მსგავს შეცდომას აღარ დაუშვებენ, კომიტეტებმა დღეს დიმიტრი ლორთქიფანიძესაც მოუსმინეს, თუმცა საპარლამენტო ოპოზია მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის კანდიდატების გასაცნობად, 3 დღიანი ვადა ძალზე მცირე და ის ფაქტი, რომ უმრავლესობა არ იყენებს კანონით განსაზღვრულ 90 დღიან ვადას, ახალი კანდიდატის გასაცნობად, კიდევ ერთხელ ამტკიცებს ხელისუფლების დამოკიდბულებას ამ საკითხისადმი, საპარლამენტო ოპოზიცია დარწმუნებულია რომ უმრავლესობა თავის კანდიდატს გაიყვანს და მას პოლიტიკურ ინსტრუმენტად აქცევს, რომელიც აღარ ამხელს მათ კანონისა და ადამიანის უფლებების დარღვევაში. ახალ ომბუდსმენს პარლამენტი პარასკევს უყრის კენჭს, ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, არ აპირებენ კერნჭისყრის გადადებას, ზუსტად პოლიტიკური მიუღებლობის გამო განაცხადა სოზარ სუბარმა უარი, არჩევნებში მიეღო უარი, სუბარი დარწმუნებულია, რომ მისი კრიტიკული გამოსვლების გამო, უმრავლესობა მას მხარს აღარ დაუჭერდა, ასე რომ 16 სექტემბრიდან, საქართველოს ახალი სახალხო დამცველი ეყოლება, სად გააგრძელებს მოღვაწეობას სუბარი – ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, არაოფიციალური ინფორმაციით, იგი პოლიტიკაში წავა, არცისე დიდი ხნის წინ, გავრცელებული ინფორმაციით “კონსერვატორები” სოზარ სუბარის კანდიდატურის დაყენებას, საპრეზიდენტო არჩევნებზეც აპირებენ http://fact.ge/news.aspx Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 newstudio ვინ იქნება ახალი ომბუდსმენი?! ესენი ისეთი დურაკები არიან(ხელისუფლებაზე ვუბნობ )თავის კაცს გაიყვანენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 newstudio ესენი ისეთი დურაკები არიან(ხელისუფლებაზე ვუბნობ )თავის კაცს გაიყვანენ. აბა რა იქნება,,,,,,,,,, არადა, მართალია ყველას გძულთ საპარლამენტო ოპოზიცია,,, მაგრამ დიმა ლორთქიფანიძე მართლა კარგი ადამიანია.... ისე, ხვალ კონსტიტუცია 42-ე მუხლის თავმჯდომარე მანანა კობახიძის კანდიდტურაც უნდა დამდგარიყო, მაგრამ პარლამენტში უფრაქციო 6 თანამოაზრე დეპუტატი ვერ შეგროვდა ...... ლეიბორიტებმა "წიხლი ჰკრეს" ჯონდი ბაღათურიას...და კობახიძეც აღარ იქნება კანდიდატი.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 დღეს რადიო იმედზე გიგი წერეთელი "მსჯელობდა" ომბუდსმენის კანდიდატურებზე. ჯერ ლორთქიფანიძით დაიწყო. მოკლედ, აქო და ადიდა, ისე შორს წავიდა მისი პიროვნული და პროფესიონალური თვისებების ქებაში, რომ გადაცემის წამყვანმა (მგონი ვახო სანაია იყო) უთხრა - ესე იგი გასაგებია თქვენ ლორთქიფანიძეს აძლევთ ხმასო და ჰოი საოცრებავ, გიგიმ უთხრა არაო, მე ხმას მივცემ გიორგი ტუღუშსო, რადგანო და გაუტევა......., მოკლედ ათჯერ ააგდო ცაში და მხოლოდ რვაჯერ დაიჭირა. გიგის დახასიათებას რომ დავუჯეროთ, გიორგი ტუღუშზე კარგი კანდიდატი ომბუდსმენად კი არა პრეზიდენტის პოსტზე საქართველოში არ არის და მგონი კაი ხანი არ იქნება. სულ დასლევდნენ ეს უბედურები რა. : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted July 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2009 Lo Janko :D ნაცტუტუცობანი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted July 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2009 (edited) ძედაააა... გიორგი ტუღუშიც მომწონს,,,დიმა ხო მომწონს და მომწონს და ვის მივცე ნეტა ხმა???? Edited July 30, 2009 by machkatela Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted July 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2009 machkatela თუ პარლამენტარი ხარ წამოდი მანდედან თუ არა და...შენ ხმას არავინ გთხოვს ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.