iraklion Posted July 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2009 ვეჯინის მონასტრის მრევლი “რუსთავი 2”-ის ეთერით გასულ სიუჟეტს აპროტესტებს MONDAY, 27 JULY 2009 11:51 გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში მდებარე მამათა მონასტრის მრევლი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერით პარასკევს საღამოს გასულ სიუჟეტს აპროტესტებს. მრევლის განცხადებით, სიუჟეტში ინფორმაცია ისე იყო მოცემული, რომ მონასტერს თავს კრიმინალები აფარებენ. გარდა ამისა, სიუჟეტში და მანამდე ანონსებში, არ იყო გავრცელებული საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საპატრულო პოლიციის მიერ დაკავებული ერეკლე პაიჭაძე საეკლესიო პირი არ არის. შეგახსენებთ, რომ ერეკლე პაიჭაძე საპატრულო პოლიციამ 24 ივლისს დააკავა. მოქალაქე ზაზა ლომიძის ოჯახში სტუმრად მისულ პაიჭაძეს პოლიცია მასპინძლისთვის სხეულის დაზიანების მიყენებაში ადანაშაულებს. გავრცელებული ინფორმაციით, ერეკლე პაიჭაძე ძებნაში იყო და გაუპატიურების ბრალდებით დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური განცხადებით, ერეკლე პაიჭაძე იყო მორჩილი, ის იმყოფებოდა მამა იობთან და დისციპლინური დარღვევის გამო ეპარქიიდან გაუშვეს. http://www.gevision.tv/index.php?option=co...d=3&lang=ka Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted July 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2009 iraklion რუსთავი2 -ია.რა უნდა დაამატო ამას? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted July 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2009 მოკლედ ყველა ფენას იმტერებენ, იმენა ყველა ფენას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.