Jump to content
Planeta.Ge

პოლიტიკური პარტიების რეიტინგში ოპოზიციიდან ფორუმი ლიდერობს,


Recommended Posts

პოლიტიკური პარტიების რეიტინგში ოპოზიციიდან ფორუმი ლიდერობს, ნაციონალები კი კვლავ პირველობენ

 

რესპონდენტს, ანბანის მიხედვით დალაგებული პოლიტიკური პარტიებიდან უნდა აერჩია ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც მხარს დაუჭერდა.

 

სატელეფონო გამოკითხვის შედეგი საკმაოდ საინტერესო და მოულოდნელი აღმოჩნდა.

 

გამოკითხულთა დიდი ნაწილი, მიუხედავად მასობრივი მიტინგებისა, მხარს მმართველ პარტიას – "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს.

 

სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერთა უმრავლესობა თავის არჩევანს დაახლოებით ასე ხსნის: "მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ბევრ შეცდომას უშვებს, იქ ბევრად უფრო პროფესიონალები არიან, ვიდრე ოპოზიციაში".

 

მეორე ადგილზეა ლეიბორისტული პარტია. მშრომელებს არც თუ ისე ბევრი ხმით ჩამორჩება გიორგი თარგამაძის "ქრისტიან დემოკრატები".

 

შემდეგ კი მოდიან: ფორუმი, ლევან გაჩეჩილაძის მოძრაობა – დაიცავი საქართველო, ნინო ბურჯანაძის პარტია, ალასანიას ალიანსი და კონსერვატორები...

 

1. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 201 ხმა

2. ლეიბორისტული პარტია – 75 ხმა

3. ქრისტიან-დემოკრატები – 65 ხმა

4. ფორუმი – 51 ხმა

5. დაიცავი საქართველო – 40 ხმა

6. ბურჯანაძის პარტია – 20 ხმა

7. ალასანიას ალიანსი - 14 ხმა

8. კონსერვატორები - 8 ხმა

9. ხალხის პარტია - 6 ხმა

10. მაისაშვილის პარტია 4

11. ედპ – 3 ხმა

12. ტრადიციონალისტები – 2 ხმა

13. არ ვიცი – 7 ხმა

14. არ მსურს პასუხის გაცემა – 4 ხმა

 

აღსანისნავია, რომ "დრონი.ჯი"-ს მიერ ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვის შედეგები შესაძლოა მთლიანად არ ასახავდეს ამომრჩეველთა დღევანდელ პოლიტიკურ განწყობილებას. არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი და გამორიცხული არაა, რომ 2010 წლის მაისისთვის ოპოზიციამ ვითარება გამოასწოროს.

 

როდესაც ექსპერტებს ჩვენს მიერ ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვის შედეგი გავაცანით, მათ განაცხადეს: "2009 წლის აპრილში, ხელისუფლებას საკმაოდ დაბალი რეიტინგი ჰქონდა. თუმცა, შემდეგ თვეებში, ოპოზიციის ძალიან ბევრმა შეცდომამ და ხელისუფლების სწორმა სტრატეგიამ, ვითარება შეცვალა – ოპოზიციის მხარდამჭერთა დიდ ნაწილს იმედი გაუცრუვდა.

 

ნაწილი კი მიხვდა, რომ ოპოზიციას, ხშირ შემთხვევაში, ხალხი მხოლოდ ადგილის შესავსებად სჭირდება. ამიტომ, დღეს, ის შედეგი, რომელიც თქვენ სატელეფონო გამოკითხვით მიიღეთ, სრულიად ლოგიკურია".

 

ექსპერტთა მეორე ნაწილი კი “დრონი.ჯი”-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს გაყალბებულს უწოდებს და აღნიშნავს: "გამორიცხულია, რომ ლევან გაჩეჩილაძე პირველ ადგილზე არ იყოს".

 

შესაძლოა ზოგიერთ ექსპერტს ძალიან სურდეს ლევან გაჩეჩილაძის პირველობა, თუმცა, ხალხისთვის მიცემული პირობის მრავალგზის დარღვევა, კრემლის კარისკაცებთან ღია თუ ფარული შეხვედრები და კარლოვივარის ჰავა, როგორც ჩანს, პირველობისთვის საკმაოდ ხელის შემშლელი ფაქტორია.

http://droni.ge/?article_id=56&lang=geo

 

ლიცემერი: "დიდხანს ვედექი თავზე , გულნაღვლიანი ვხედავდი , თუ როგორ ერეოდა სიკვდილი ჩემი რასის ქედმაღლობას . ვეძახდი "ჯამუ". თვალი გაახილა შემომხედა. ძალა მოიკრუფა, რაღაც უნდოდა ეთქვა..." დიდოსტატი კონსტანტინე

 

 

პ.ს. დალოცვილი კლასიკოსები , არასდროს ბერდებიან და არ "ცვდებიან" :ena:

 

 

უზერებო, თქვენი აზრით, სად არის ტყუილი და სად მართალი?

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 31
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ეს ალიანსი საქართველოს რეიტინგის ბოლოში მოქცევა ძალიან იაფფასიანი კი არადა უნიჭო ფანდია

 

ესაა ჩემი კომენტარი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნაცების "ლიდერობა" არ მიკვირს :D

 

მაგრამ ფორუმის რეიტინგი, პირველი შემთხვევა არაა, როდესაც თვალშისაცემია გამოკითხვებში.

 

ეს ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი, ტრადიციად ქცეული პარადოქსია IMHO

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დრონი.ჯი ამ საიტის არაფერი დაიჯერება.

და მაინც საინტერესოა...

 

 

 

როგორც DATA TUTASXIA იტყოდა, წუპაკი მამაძაღლები არიან :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

სატელეფონო გამოკითხვები ძალიან არა ზუსტია, რადგანაც როცა უცხო ადამიანს ურეკავ ტელეფონზე, ის ძალიან ფრთხილი იქნება პასუხში და შეიძლება გულში სხვას ფიქრობდეს, მაგრამ ხმამაღლა ხელისუფლების მხარდაჭერას გამოხატავს. მან ხონ არ იცის სინამდვილეში ვინ რეკავს.

მე თბილისში ნაციონალების პირველობას გამოვრიცხავ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლიტიკური პარტიების რეიტინგში ოპოზიციიდან ფორუმი ლიდერობს
1. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 201 ხმა

2. ლეიბორისტული პარტია – 75 ხმა

3. ქრისტიან-დემოკრატები – 65 ხმა

4. ფორუმი – 51 ხმა

 

 

ესე იგი, გამოდის რომ ლეიბორისტული პარტიას და ქრისტიან-დემოკრატებს ოპოზიციურ პარტიებიებად არ თვლიან. ქრისტიან-დემოკრატები გასაგებია, მაგრამ შალიკო გაგიჟდება :ena:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე თბილისში ნაციონალების პირველობას გამოვრიცხავ.

რა თქმა უნდა , ჩემო ბატონო ძუკუ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიუხედავად ამ ვებ გვერდის ტენდენციურობისა ოპოზიციას ამ შემთხვევაში ნახევარზე მეტი ხმა აქვს. პროცენტულად იქნებ ვინმემ გამოიანგარიშოს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

რესპონდენტს, ანბანის მიხედვით დალაგებული პოლიტიკური პარტიებიდან უნდა აერჩია ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც მხარს დაუჭერდა.

:popcorn: ნეტა არ ვიცოდე ჩვენთან რეიტინგები, და სხვათა შორის არჩევნების შედეგებიც, :D როგორ დგება :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხელოვნური მცდელობაა.

 

 

იიიიიიშ ვლიდერობთ...ოპოებს არაფერი ეშველებათ..ალასანიაზე ხომ საერთოდ :D რეიტინგი არ აქვს და ამიტომ მიშა მაგარია.აბა სხვა ? ლეიბორისტები? ფორუმი? ამათ აძლევთ ხმას ? ისევ მიშა კაცოუ :user:

 

ძალიან ადვილად იშიფრება ეს პიარი.

 

უნდა მიყვე ინტერვიუებით ბოლომდე .ვინ დაურეკა , ვინ ესაუბრებოდა , ვისი სახელით? :D

ვინ დააფინანსა .........:D

ამოვიდა ყელში ეს ტყუილი

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

სატელეფონო გამოკითხვები ძალიან არა ზუსტია, რადგანაც როცა უცხო ადამიანს ურეკავ ტელეფონზე, ის ძალიან ფრთხილი იქნება პასუხში და შეიძლება გულში სხვას ფიქრობდეს, მაგრამ ხმამაღლა ხელისუფლების მხარდაჭერას გამოხატავს. მან ხონ არ იცის სინამდვილეში ვინ რეკავს.

მე თბილისში ნაციონალების პირველობას გამოვრიცხავ.

ძუკუ

ესენიც ძალიან "მაგრები" არიან, ჩემო ბატონო მიხეილ

http://gamokitxva.ge/questions.php?cat=1

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესენიც ძალიან "მაგრები" არიან, ჩემო ბატონო მიხეილ

ეგენი საერთოდ :D სხვა განზომილებაში არიან :D :user: :D

 

აი ამაზე, განსაკუთრებით ვიხალისე...

ვინ უნდა გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან?

 

ქართველმა ხალხმა 75.62%

მთავრობამ 16.76%

ოპოზიციამ 4.78%

საერთაშორისო საზოგადოებამ 2.85%

 

 

სულ 2178 ხმა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...