ლ ი ც ი Posted July 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2009 http://pic.ipicture.ru/uploads/090726/oSQWDYfi1I.jpgქუთაისში მომხდარ ავტოავარიას ოთხი ჟურნალისტი ემსხვერპლა ოთხი ჟურნალისტი დაიღუპა წუხელ, გვიან ღამით, ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის გადაკვეთაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად. ადგილობრივი ტელეკომპანია `რიონის~ თანამშრომლები “ფოლკსვაგენის” მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, როდესაც მათ უკნიდან “ჯიპის” ტიპის ავტომობილი დაეჯახა. ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. “ფოლკსვაგენში” 6 მგზავრი იმყოფებოდა, მათგან ოთხი ჟურნალისტი დაღუპულია. გარდაცვლილია ტელეკომპანია `რიონის~ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო გიგაშვილი, ტელევიზიის ახალი ამბების წამყვანი გიორგი მგალობლიშვილი, ჟურნალისტი ჯონი კუბლაშვილი და ოპერატორი დათო ავალიანი. ნინო გიგაშვილი და დათო ავალიანი ადგილზე გარდაიცვალნენ, ჯონი კუბლაშვილი და გიორგი მგალობლიშვილი კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპნენ. საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, ავარიაში ბრალი არ მიუძღვის “ფოლკსვაგენის” მძღოლს, რადგან მას “ჯიპი” უკანა მხრიდან დაეჯახა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ “ფოლკსვაგენის” ოთხი მგზავრი მანქანიდან გადმოყარა და ისინი უმძიმესი ტრავმებით გარდაიცვალნენ. “ინტერპრესნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს კოლეგების გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს და ტელეკომპანია “რიონის” თანამშრომლებს.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ვუთანაგრძნობ მათ ოჯახებს, საშინელებაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 26, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2009 (edited) ჯონი კუბლაშვილი - ჟურნალისტი გიგაშვილი ნინო -პროგრამის "მთავარი იმერეთში" რედაქტორი გიორგი მგალობლიშვილი - საინფორმაციოს წამყვანი დათო ავალიანი - ოპერატორი Edited July 26, 2009 by licemer Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted July 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2009 აუ რა საშინლადაა მანქანა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 26, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2009 http://pic.ipicture.ru/uploads/090726/D80C56RoPz.jpghttp://pic.ipicture.ru/uploads/090726/B8Ix5hWV2J.jpghttp://pic.ipicture.ru/uploads/090726/H67W5QTBUh.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted July 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2009 მანქანის მდგომარეობიდან ჩანს საშინელი ავარია ყოფილა. ღმერთმა ამთი სულები გაანათლოს. ვუთანაგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. :resent: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted July 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2009 საშინელი ტრაგედიაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted July 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2009 ვინც დაეჯახა მიიმალა... ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, სულ ეჭვები გიჩნდება.. ხოდა მგონია, რომ რაღაცაშია საქმე.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 26, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2009 ვინც დაეჯახა მიიმალა... ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, სულ ეჭვები გიჩნდება.. ხოდა მგონია, რომ რაღაცაშია საქმე..ქვეყანა გვაქვს ისეთი, ჩემო ბატონო, რომ ნებისმიერ შემთხვევაზე "შავი ყუთი" გველანდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
likachoo Posted July 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2009 ვწუხვარ,ვუთანაგრძნობ ოჯახს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mogzauri Posted July 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2009 ვწუხვარ ძალიან, რა გინდა რომ ქნა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted July 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2009 ძალიან ვწუხვარ, ვუთანაგრძნობ ოჯახებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2009 http://pic.ipicture.ru/uploads/090726/oSQWDYfi1I.jpgქუთაისში მომხდარ ავტოავარიას ოთხი ჟურნალისტი ემსხვერპლაოთხი ჟურნალისტი დაიღუპა წუხელ, გვიან ღამით, ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის გადაკვეთაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად. ადგილობრივი ტელეკომპანია `რიონის~ თანამშრომლები “ფოლკსვაგენის” მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, როდესაც მათ უკნიდან “ჯიპის” ტიპის ავტომობილი დაეჯახა. ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. “ფოლკსვაგენში” 6 მგზავრი იმყოფებოდა, მათგან ოთხი ჟურნალისტი დაღუპულია. გარდაცვლილია ტელეკომპანია `რიონის~ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო გიგაშვილი, ტელევიზიის ახალი ამბების წამყვანი გიორგი მგალობლიშვილი, ჟურნალისტი ჯონი კუბლაშვილი და ოპერატორი დათო ავალიანი. ნინო გიგაშვილი და დათო ავალიანი ადგილზე გარდაიცვალნენ, ჯონი კუბლაშვილი და გიორგი მგალობლიშვილი კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპნენ. საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, ავარიაში ბრალი არ მიუძღვის “ფოლკსვაგენის” მძღოლს, რადგან მას “ჯიპი” უკანა მხრიდან დაეჯახა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ “ფოლკსვაგენის” ოთხი მგზავრი მანქანიდან გადმოყარა და ისინი უმძიმესი ტრავმებით გარდაიცვალნენ. “ინტერპრესნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს კოლეგების გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს და ტელეკომპანია “რიონის” თანამშრომლებს.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1ვუთანაგრძნობ მათ ოჯახებს, საშინელებაა. რავი აბა რა დავწერო სამძიმარის მეტი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted July 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2009 მწუხარების მონაწილე ვარ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kontr-agent 007 Posted July 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2009 თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს! გაანათლოს მათი სული ღმერთმა!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted July 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2009 ძალიან ვწუხვარ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.