Jump to content
Planeta.Ge

ქუთაისში მომხდარ ავტოავარიას ოთხი ჟურნალისტი ემსხვერპლა

Recommended Posts

http://pic.ipicture.ru/uploads/090726/oSQWDYfi1I.jpg

ქუთაისში მომხდარ ავტოავარიას ოთხი ჟურნალისტი ემსხვერპლა

ოთხი ჟურნალისტი დაიღუპა წუხელ, გვიან ღამით, ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის გადაკვეთაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად.

ადგილობრივი ტელეკომპანია `რიონის~ თანამშრომლები “ფოლკსვაგენის” მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, როდესაც მათ უკნიდან “ჯიპის” ტიპის ავტომობილი დაეჯახა. ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

“ფოლკსვაგენში” 6 მგზავრი იმყოფებოდა, მათგან ოთხი ჟურნალისტი დაღუპულია. გარდაცვლილია ტელეკომპანია `რიონის~ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო გიგაშვილი, ტელევიზიის ახალი ამბების წამყვანი გიორგი მგალობლიშვილი, ჟურნალისტი ჯონი კუბლაშვილი და ოპერატორი დათო ავალიანი.

ნინო გიგაშვილი და დათო ავალიანი ადგილზე გარდაიცვალნენ, ჯონი კუბლაშვილი და გიორგი მგალობლიშვილი კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპნენ.

საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, ავარიაში ბრალი არ მიუძღვის “ფოლკსვაგენის” მძღოლს, რადგან მას “ჯიპი” უკანა მხრიდან დაეჯახა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ “ფოლკსვაგენის” ოთხი მგზავრი მანქანიდან გადმოყარა და ისინი უმძიმესი ტრავმებით გარდაიცვალნენ.

“ინტერპრესნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს კოლეგების გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს და ტელეკომპანია “რიონის” თანამშრომლებს.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ვუთანაგრძნობ მათ ოჯახებს, საშინელებაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯონი კუბლაშვილი - ჟურნალისტი

გიგაშვილი ნინო -პროგრამის "მთავარი იმერეთში" რედაქტორი

გიორგი მგალობლიშვილი - საინფორმაციოს წამყვანი

დათო ავალიანი - ოპერატორი

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მანქანის მდგომარეობიდან ჩანს საშინელი ავარია ყოფილა.

ღმერთმა ამთი სულები გაანათლოს.

ვუთანაგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. :resent:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინც დაეჯახა მიიმალა...

ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, სულ ეჭვები გიჩნდება.. ხოდა მგონია, რომ რაღაცაშია საქმე..

ქვეყანა გვაქვს ისეთი, ჩემო ბატონო, რომ ნებისმიერ შემთხვევაზე "შავი ყუთი" გველანდება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://pic.ipicture.ru/uploads/090726/oSQWDYfi1I.jpg

ქუთაისში მომხდარ ავტოავარიას ოთხი ჟურნალისტი ემსხვერპლა

ოთხი ჟურნალისტი დაიღუპა წუხელ, გვიან ღამით, ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის გადაკვეთაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად.

ადგილობრივი ტელეკომპანია `რიონის~ თანამშრომლები “ფოლკსვაგენის” მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, როდესაც მათ უკნიდან “ჯიპის” ტიპის ავტომობილი დაეჯახა. ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

“ფოლკსვაგენში” 6 მგზავრი იმყოფებოდა, მათგან ოთხი ჟურნალისტი დაღუპულია. გარდაცვლილია ტელეკომპანია `რიონის~ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო გიგაშვილი, ტელევიზიის ახალი ამბების წამყვანი გიორგი მგალობლიშვილი, ჟურნალისტი ჯონი კუბლაშვილი და ოპერატორი დათო ავალიანი.

ნინო გიგაშვილი და დათო ავალიანი ადგილზე გარდაიცვალნენ, ჯონი კუბლაშვილი და გიორგი მგალობლიშვილი კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპნენ.

საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, ავარიაში ბრალი არ მიუძღვის “ფოლკსვაგენის” მძღოლს, რადგან მას “ჯიპი” უკანა მხრიდან დაეჯახა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ “ფოლკსვაგენის” ოთხი მგზავრი მანქანიდან გადმოყარა და ისინი უმძიმესი ტრავმებით გარდაიცვალნენ.

“ინტერპრესნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს კოლეგების გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს და ტელეკომპანია “რიონის” თანამშრომლებს.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ვუთანაგრძნობ მათ ოჯახებს, საშინელებაა.

რავი აბა რა დავწერო სამძიმარის მეტი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...