lasha_alo Posted July 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2009 http://s05.radikal.ru/i178/0907/39/7a49dd8f23ec.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted July 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2009 შენს დადებულ ფოტოზე ბეიკერის ადრინდელი ვიზიტია (არა 2003 წლის ვიზიტი), როცა ის ბუშის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივანი იყო მგონი.ბუნდოვნად მახსოვს, თუ არ ვცდები მაი ვიზიტი საქართველოში იგივე მიზანს ემსახურებოდა რასაც ბაიდენის ჩამოსვლა ამჟამად, მაგრამ იყო დიდი განსხვავებაც.ბეიკერის ჩამოსვლას უნდა გაემაგრებინა შევარდნაძის პოზოციები, რადგან ის დასავლეთში მოიაზრებოდა, როგორც ერთადერთი პიროვნება ვისაც შეეძლო დემოკრატიული რეფორმების გატარება საქართველოში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kontr-agent 007 Posted July 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2009 მიჯნებს სამწუხაროდ ჩვენ არ ვავლებთ ლაშას შემოვევლე! ეგ იმპერიების "პრეროგატივაა" ხოლო თუ თავის მოტყუება და როგორც სულგანათლებული მერაბ მამარდაშვილი იტყოდა "კონკრეტულ ველში" ცხოვრება და აზროვნება გვინდა, ნება ჩვენია! არადა სადამდეც მიგვიყვანა ყოველივე ამან მგონი ორივენი კარგად ვხედავთ! :genatale: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted July 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2009 სიმართლე გითხრათ და მომიტევეთ, მაგრამ ვერ მივხვდი მე გამოკითხვის აზრს და ვერ ჩავწვდი არსს ამბობენ, რომ ქალის ადგილი მხოლოდ კუხნაშიაო, მარა არ ვეპუები და ა შედეგი სინამდვილეში არ არსებობს საქართველო-ამერიკის ძველი და ახალი მიჯნები, არსებობს კონკრეტული აშშ-ს ინტერესები რეგიონში. ესაა და ესნიანგსაც ჭირდება ჩიტი, მგონი კოლიბრი ბაიდენი: რუსეთის ”ჭკნობადი” ეკონომიკა მას ცვლილებების განხორციელებას აიძულებს ”ქვეყნის ეკონომიკურმა პრობლემებმა შეიძლება აიძულოს რუსეთი, უფრო ღია იყოს დასავლეთთან მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით” - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა რეგიონში მისი მოგზაურობის შემდეგ Wall Street Journal-ისთვის გაკეთებულ ნიშნეულ განცხადებებში ვიცე-პრეზიდენტი ოპტიმისტურადაა განწყობილი და მიაჩნია, რომ - ”რუსეთი დათბება დასავლეთთან მიმართებაში, რადგან მისი ეკონომიკა “ჭკნება”” - განაცხადა მან Wall Street Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. ქვეყნის ეკონომიკურმა პრობლემებმა შესაძლებელია აიძულოს ის დაეთანხმოს დასავლეთს მთელი რიგი საკითხების გარშემო. ”ამ საკითხებს შორისაა ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნებზე ზეწოლის მოხსნა და ბირთვული იარაღის მარაგების შემცირება” - რეგიონში ვიზიტის შემდეგ განაცხადა ბაიდენმა გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში. “რუსეთმა უნდა გააკეთოს რამდენიმე ძალიან მძიმე, გათვლილი გადაწყვეტილება” - განაცხადა ბაიდენმა - “მათი მოსახლეობა მცირდება, მათი ეკონომიკა ჭკნება, მათ აქვთ ისეთი საბანკო სისტემა და სტრუქტურა, რომელიც ვერ გაუძლებს მომავალ 15 წელიწადს, ისინი ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, როდესაც სამყარო მათ თვალწინ იცვლება, ისინი კი არასიცოცხლისუნარიან წარსულს ეჭიდებიან.” შეერთებული შტატების დაძაბული ურთიერთობა რუსეთთან იმ პრობლემათაგანია, რომლის პირისპირაც წელს ობამას ადმინისტრაცია აღმოჩნდა, რადგან თეთრ სახლს უნდა, რომ ქვეყანა მას ჩრდილო-კორეასა და ირანზე, ორ პოტენციურ ბირთვულ საფრთხეზე ზეწოლის განხორციელების პროცესში დაეხმაროს. ბაიდენმა ამ კვირას უკრაინასა და საქართველოში იმოგზაურა. ხუთშაბათს მან საქართველოს ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ მეზობელ რუსეთთან ერთი წლის ომის შემდეგ, იმ ომის შემდეგ, რომელშიც მისი არმია დამარცხდა, ბაიდენი საქართველოს გვერდით დგას. გასული აგვისტოს ომი დაიწყო იმიტომ, რომ საქართველომ სამხრეთ-ოსეთზე, პრო-მოსკოვური რეგიონიდან ერთ-ერთზე, კონტროლის აღდგენა სცადა. მას შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი სეპარატისტული ტერიტორიის დამოუკიდებლობა აღიარა და მათ დასაცავად იქ ჯარი გააგზავნა. “მე აქ შეერთებული შტატების სახელით ერთი მარტივი, პირდაპირი გზავნილით ჩამოვედი: ჩვენ, შეერთებული შტატები, უსაფრთხო, თავისუფალი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსკენ მიმავალ გზაზე თქვენს გვერდით ვდგავართ” - განაცხადა ბაიდენმა. ბაიდენმა სიტყვა კავკასიის პატარა ქვეყანაში ორდღიანი ვიზიტის დასრულების წინ გააკეთა. ეს ქვეყანა 2003 წლის “ვარდების რევოლუცი”-ის შემდეგ, რომელმაც ხელისუფლებაში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოიყვანა, აშშ-ს მტკიცე მოკავშირეა. მოსკოვის მთავრობამ განაცხადა, რომ - ”არ იქნება პასიური იმ დროს, როდესაც საქართველოს იარაღის მიწოდება განუახლდება.” “ჩვენ სააკაშვილის რეჟიმის გადაიარაღებისთვის ხელის შეშლას განვაგრძობთ და ამისთვის კონკრეტულ ზომებს მივმართავთ” - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასი.” ბაიდენის ბოლო კომენტარი სულ რამდენიმე კვირაში გაკეთდა მას შემდეგ, რაც ობამამ მოსკოვის უმნიშვნელოვანეს სამიტზე განაცხადა, რომ - ”აშშ-ს ძლიერი, მშვიდობიანი და წარმატებული რუსეთის არსებობა სურს.” Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted July 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2009 ძირს ანგლოსაქსური იმპერია[ 2 ] [33.33%] Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.