Jump to content
Planeta.Ge

ალასანია რეგიონებში გადის


Recommended Posts

გვიანი რისთვის?! საპროტესტო მუხტი და უკმაყოფილება სადმე გაქრა?!

საპროტესტო მუხტი არსად გამქრალა, მაგრამ ნიჰილიზმმა და უნდობლობამ მოიმატა king depress.

ადრე თუ ხალხს ცოტათი მაინც სჯეროდა უკეთესობისკენ ცვლილებების, ეხლა გაცილებით უფრო მეტია უიმედობის განცდა :resent: .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საპროტესტო მუხტი არ გამქრალა პირიქით უფრო გაზლიერდა და სექთემბერში ვიხილავთ მის ზალას,აგვისტო ყოველთვის იყო და იქნება ხელისუფლების თვე,ამ თვეში ავსებენ ისინი ბიუჯეტს ხალხის გაყვეფის ხარჯზე...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩავამატებ რაღაცეებს :ravic:

ადრე თუ ხალხს ცოტათი მაინც სჯეროდა უკეთესობისკენ
სწრაფი
ცვლილებების, ეხლა გაცილებით უფრო მეტია უიმედობის განცდა
, ვინაიდან მიხვდნენ, რომ სხვისი უანგაროდ დახმარების იმედი არ უნდა ქონდეთ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

“ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატებისა” და “ალიანსი საქართველოსთვის~ ლიდერი დღეს სამეგრელოში გაემგზავრა, სადაც მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.

რუსულ-ამერიკული გეგმა თანდათან მოდის მოქმედებაში ! მართალია ჩვენ ჩვენივე საკუთარი მომავალი არ გვაინტერესებს, მაგრამ რუსეთის და განსაკუთრებით ამერიკისათვის ამას მომავალში დიდი მნიშვნელობა აქვს!!! აბა მთლად ყლინჯების დეგუსტატორის იმედზე კი არ არიან კაცო!:ravic:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

`ჩვენი საქართველო _ თავისუფალი დემოკრატების~ ლიდერი ირაკლი ალასანია დასავლეთ საქართველოში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.

 

ირაკლი ალასანია ფოთისა და მარტვილის რაიონის სოფლების მოსახლეობას უკვე შეხვდა. ამჟამად იგი ჩხოროწყუს რაიონის სოფლებში მართავს შეხვედრებს. შეხვედრები მიმდინარეობს არაფორმალურ გარემოში, ვიდეოკამერებისა და ჟურნალისტების გარეშე, რაც, ალასანიას განცხადებით, მოსახლეობასა და პოლიტიკოსს შორის უშუალო დიალოგს ხელს უწყობს.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, რეგიონების მოსახლეობის ძირითადი პრობლემა უმუშევრობა და სხვადასხვა წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაა.

 

როგორც `ინტერპრესნიუსს~ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი ალასანია ხვალ წალენჯიხის რაიონის მოსახლეობას შეხვდება. გუშინ კი მან შეხვედრა აბაშის მოსახლეობასთან გამართა.

ირაკლი ალასანია დასავლეთ საქართველოში ხუთი დღით იმყოფება. მოგვიანებით სვანეთის მოსახლეობასაც შეხვდება. `ალიანსი საქართველოსთვის~ ლიდერის განცხადებით, იგი აპირებს ფეხდაფეხ მოიაროს მთელი საქართველო და შეხვედრა გამართოს ქვეყნის მასშტაბით ყველა სოფელში, რათა მოსახლეობას გაეცნოს და გაიგოს ის პრობლემები, რომელიც მათ აწუხებს.

 

ირაკლი ალასანის განცხადებით, სწორედ ამ პრობლემებზე დაყრდნობით და მათი გათვალისწინებით დაიწერება მომავალში `ჩვენი საქართველო _ თავისუფალი დემოკრატების~ საპროგრამო კონცეფცია, სადაც ამ შეხვედრებზე პირველწყაროდან მიღებული ინფორმაცია აისახება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

paparaci

საპროტესტო მუხტი არ გამქრალა პირიქით უფრო გაზლიერდა

ტრანსფორმატორი არ გადაწვას :)

 

ხელისუფლების თვე,ამ თვეში ავსებენ ისინი ბიუჯეტს ხალხის გაყვეფის ხარჯზე...

:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ტრანსფორმატორი არ გადაწვას

შენ მაგით დაიმშვიდე თავი,

 

ბენზინი კიდე გააძვირონ და ხალხი მიტინგებზე შემოდგომაზე საერთოდ აღარ მივა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...