Jump to content
Planeta.Ge

ზურაბ აბაშიძე: ამერიკის მტკიცე მხარდაჭერა ხელიდან არ უნდა გავუშვათ


Recommended Posts

ზურაბ აბაშიძეს ინტერვიუ

http://www.russia-today.ru/2001/no_21/pict/abashidze.jpg

[”ინტერპრესნიუსი”]

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის საქართველოში ვიზიტის შედეგებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, ევროკავშირსა და რუსეთში საქართველოს ყოფილს ელჩს ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა.

 

როგორ შეაფასებდით საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტს და თქვენი აზრით, ამ ვიზიტით მოსკოვმა რა ძირითადი მესიჯები მიიღო?

- ბაიდენის გამოსვლამ პარლამენტში ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. პარლამენტში მისი გამოსვლა კომპაქტური იყო, მაგრამ ემოციურად აშკარად დატვირთული გახლდათ. ბაიდენის სიტყვაში ყველა ის მომენტი იყო, რასაც საზოგადოება ელოდა. იყო წარსულის შეფასებაც, უკანასკნელი წლებიც გაიხსენა და როგორც მან თქვა, ”მარტივი” განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ აშშ საქართველოს გვერდით დგას.

 

ბაიდენმა გაიხსენა, თუ როგორ ჩამოვიდა იგი საქართველოში 2008 წლის აგვისტოში, მიუხედავად იმისა, რომ მას თბილისში ჩასვლას არ ურჩევდნენ. აგვისტოს მოვლენებს მან აბსოლუტურად ცალსახა და ნათელი შეფასება მისცა. ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გადაწყდა პრეზიდენტ ობამას დავალებით მისი თბილისში ვიზიტი ობამას მოსკოვში ვიზიტის შემდეგ. მან კვლავ დაადასტურა, რომ აშშ გავლენის სფეროებს არ შეეგუება და არც თავად ქმნის საკუთარ გავლენის სფეროებს, რომ ”აშშ-ს რუსეთთან ურთიერთობები საქართველოს ხარჯზე არ იქნება”.

 

მან კიდევ ერთხელ ცალსახად დაადასტურა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისადმი აშშ-ს პოზიცია და კვლავ მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულება და ამ რეგიონებიდან თავისი ჯარი გაიყვანოს.

 

ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ამერიკის ორმხრივ ურთიერთობებზე, იმაზე, რომ აშშ საქართველოს დაეხმარება ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარებაში, დევნილების პრობლემების მოგვარებაში, ენერგოუსაფრთხოების საკითხების გადაჭრაში და ისიც შეგვახსენა, რომ საქართველო დღევანდელ მსოფლიოში ის ქვეყანაა, რომელიც აშშ-სგან უდიდეს დახმარებას იღებს.

 

მოსკოვისათვის ძირითადი მესიჯი იყო ის, რომ აშშ არ ეგუება გავლენის სფეროებს, არ აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ

 

ქვეყნებად. კვლავ ადასტურებს იმას, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ამ რეგიონებიდან თავისი ჯარები. საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მართალია მოკლედ, მაგრამ ლაკონურად დააფიქსირა აშშ-ს პოზიცია. ორმხრივ ურთიერთობებში მთავრი თემა იყო სტრატეგიული პარტნიორობის პროგრამა. მას არც ის დავიწყნია აღენიშნა, თუ რას აკეთებენ ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში, ელეგანტურად მიანიშნა შიდა პრობლემებზეც.

 

ვიზიტის წინ ბევრი საუბრობდა იმაზე, რომ ვაშინგტონი მზადაა გადატვირთოს ურთიერთობა არა მარტო რუსეთთან, არამედ საქართველოსთან. თქვენი აზრით, ბაიდენის ვიზიტმა ამგვარი მოსაზრება გაამყარა თუ პირიქით - გააქარწყლა?

 

- ჩემი აზრით, გაამყარა მოსაზრება, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს, ქართველ ხალხს, თავისუფლებას, დემოკრატიას, საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ბატონმა ბაიდენმა თქვა, - თქვენი საქმე თქვენი გასაკეთებელია და კორექტულად ახსენა, რომ აუცილებელია ხელისუფლების დაბალანსების საკითხის გადაწყვეტა, მასმედიისა და სასამართლოს თავისუფლების ხარისხის ამაღლება და ის, რომ ხელისუფლების გადაცემა უნდა მოხდეს მშვიდობიანად და არა ქუჩიდან. მან ასევე მიანიშნა, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აუცილებელია ყველას ჩართულობა, მათი, ვინც ხელისუფლებაშია და მათი, ვინც გარეთ არის. ეს ის განცხადებებია, რასაც ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენისგან ყველა ელოდა.

 

თბილისი ვაშინგტონისაგან თავდაცვითი შეიარაღების მიღებას და ევროკავშირის სადამკვირებლო მისიაში ამერიკელი სამშვიდობოების ჩართვას მოითხოვდა. თქვენი აზრით, თეთრი სახლი მოსკოვის პროტესტის მიუხედავად, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ამ საკითხებთან დაკავშირებით?

 

- სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებით მან თქვა, რომ აშშ ქართულ ჯარს გაუწევს დახმარებას, რათა ნატოს სტანდარტებს მიუახლოვდეს. შეიარაღების მიწოდებაზე მას არაფერი უთქვამს. არ მგონია, რომ გამომრჩა, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, მას ევროკავშირის სადამკვირებლო მისიაში ამერიკელი სამშვიდობოების მონაწილეობაზეც არაფერი უთქვამს. ამ თემაზე ალბათ იყო საუბარი, მაგრამ ვიცე-პრეზიდენტი ამ საკითხზე პასუხს ასე სწრაფად ვერ იტყოდა. მას ალბათ დასჭირდება დრო და საკითხის შესწავლა. ამ საკითხზე აშშ-საგან პასუხს უახლოეს მომავალში უნდა ველოდეთ.

 

ოპოზიციამ შეძლო ბაიდენის წინაშე საკუთარი თავის სააკაშვილის ხელისუფლების რეალურ ალტერნატივად წარმოჩენა?

 

- ბატონმა ბაიდენმა თქვა, რომ აშშ ჩვენს საქმეებში არ ჩაერევა. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი საქმე თქვენ უნდა გაარკვიოთო, მაგრამ ჩვენი ფასეულობები ასეთია - ხელისუფლება უნდა იყოს დაბალანსებული, მედია - თავისუფალი, სასამართლო - დამოუკიდებელი და ძალაუფლების გადაცემა უნდა ხდებოდეს მშვიდობიანად და არა ქუჩიდან და ძალით. ამაში ბევრი რამ იკითხება.

 

შეძლებს თეთრი სახლის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლების დარწმუნებას იმაში, რომ ქვეყანაში რეალური დემოკრატიული რეფორმების გატარება გარდაუვალი აუცილებლობაა?

 

- ალბათ ეს ასეა. ამის გასაგებად მაინც და მაინც ბატონ ბაიდენის ჩამოსვლა არ სჭირდებოდა. ”ცივი ომის” დროს და მას შემდეგაც აშშ დემოკრატიულობის ხარისხს უმთავრეს პრინციპად მიიჩნევდა და მიიჩნევს.

 

გუშინ ვამბობდი, რომ ბაიდენის ვიზიტთან დაკავშირებით არ უნდა გვქონდეს ნატვრის ხის მოლოდინი და არ უნდა დავემსგავსოთ ფელინის ცნობილი ფილმის ”ამარკორდის” გმირებს, რომლებიც პატარა ქალაქში ნაპირთან დგანან და ოცნების ხომალდს ელიან. სასწაული არ მოხდება, მაგრამ ბაიდენის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველომ უფრო მტკიცედ და დაცულად იგრძნოს თავი. ჩვენ არაორდინალურ ვითარებაში ვცხოვობთ და ქვეყნის გარედან რისკის ფაქტორები ძალიან დიდია. მაქსიმალური უნდა გაკეთდეს, რომ რისკის ფაქტორები როგორც გარედან, ასევე ქვეყნის შიგნით მოიხსნას. ამერიკელი პარტნიორები ორივე მიმართულებით გვეხმარებან. ასე რომ, ამერიკის მტკიცე მხარდაჭერა ხელიდან არ უნდა გავუშვათ.

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბოდიში და რაში გვეხმარებიან ამერიკელი არტნიორები ქვეყნის შიდა რისკების საკითხის გადაწყვეტაში?

არა იქნებ მე ვერ ვხედავ და რა ვიცი...

იმას ნუ მეტყვით ოღონდ რომ, საპატრულო მანქანების ფული მოგვცაო :)

მე ინსტიტუციონარულ დახმარებას ვგულისხმობ.

რაც შეეხება გარეს. უმთავრესი გარე საფრთხე არის სააკაშვილის და მისი ამალის ინტელექტის ნაკლებობა...

ვწუხვარ მაგრამ ეგრეა...

 

 

ხოდა გვერძეთ დავწერე.

თუკი მათ ერთადერთი ის აინტერესებთ თუ რამდენი მოკავშირე ჯარსკაცი ეყოლებათ ამ რეგიონში, და ის ეკიდებათ საზოგადოება რა გზით და როგორ ნვითარდება ( და როგორც ჩანს ასეც არის ), მაშIნ... ჩემთვის არანაირი აზრი არ აქვს ტოტალიტარიზმს ( რომელშიც გადადის ჩვენი მართვის სტილი ) დასავლური ფასადი ექნება თუ ჩრდილოული...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხალხნო, კაია ლამაზი სიტყვები და ბლა-ბლა-ბლა. სულ არარაობას ნამდვილად ჯობია, მაგრამ მე, ერთ პოლიტიკურად უმწიფარ დიაცს :) გამაგებინეთ - შარშან აგვისტოში კონკრეტულად რა გაგვიკეთა აშშ-მ?

თეთრი ჩასმული კბილებით ჰოლივუდური ღიმილი დასაფასებელიას, მარა არა საკმარისი :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუკი მათ ერთადერთი ის აინტერესებთ თუ რამდენი მოკავშირე ჯარსკაცი ეყოლებათ ამ რეგიონში, და ის ეკიდებათ საზოგადოება რა გზით და როგორ ნვითარდება ( და როგორც ჩანს ასეც არის ), მაშIნ... ჩემთვის არანაირი აზრი არ აქვს ტოტალიტარიზმს ( რომელშიც გადადის ჩვენი მართვის სტილი ) დასავლური ფასადი ექნება თუ ჩრდილოული...

კიდევ მთავარია მათთვის ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, რის ხარჯზე, ეგ არ არის მნიშვნელოვანი.

მე მრავალჯერ დამიწერია, რომ ამერიკელებს ეკუთვნით გამოთქმა:Сомоса сукин сын, но наш сукин сын . ჰოდა ასეთ მიდგომას ისინი ყოველთვის ახორციელებდნენ. მაგალითად ბუში მიშას მიმართ. იმედია ეხლა რაღაც შეიცვლება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

შარშან აგვისტოში კონკრეტულად რა გაგვიკეთა აშშ-მ?

 

ბუშმა სარკოზის თბილიშში ჩასვლაზე თავის შეკავება ურჩია.

 

 

რამდენი ხანია ამაზე ვფიქრობ და რატომ? ვერაფერს ვერ ვუკავშირებ.(არ მინდა რომ ჩემი ვარაუდი გამართლდეს).

 

იქნება თქვენ გამცეთ პასუხი. რატომ ურჩია ბუშმა სარკოზის ასეთი რამ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამაგებინეთ - შარშან აგვისტოში კონკრეტულად რა გაგვიკეთა აშშ-მ?

როგორც მე ვიცი ამერიკიდან ერთი თვითმფრინავი ქეში ჩამოიტანეს. რამაც ჩვენი ბანკები კატასტროფისგან იხსნა. თორემ ლარის გაკუპონება მაშინ გვენახა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ამერიკელებს ეკუთვნით გამოთქმა:Сомоса сукин сын, но наш сукин сын . ჰოდა ასეთ მიდგომას ისინი ყოველთვის ახორციელებდნენ. მაგალითად ბუში მიშას მიმართ. იმედია ეხლა რაღაც შეიცვლება.

მაგაშია საქმე. მე დიდი მოლოდინი ცვლილებებს არ მაქვს :)

როგორც მე ვიცი ამერიკიდან ერთი თვითმფრინავი ქეში ჩამოიტანეს. რამაც ჩვენი ბანკები კატასტროფისგან იხსნა. თორემ ლარის გაკუპონება მაშინ გვენახა.

იმისთვის, რაც აგვისტოს მერე დადგა საქართველოსთვის შედეგი, მაგისთვის არც თუ ადეკვატური კომპენსაციაა ბანკების გადარჩენა და ლარის კუპონიზაციის შეფერხება, თანაც დროებით.

დღეს ევრო უკვე 2.42-ზე ავარდა

 

DATA TUTASXIA

ბუშმა სარკოზის თბილიშში ჩასვლაზე თავის შეკავება ურჩია.

ვოტ-ვოტ, მეც მანდა ვარ :D

Edited by liliko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმისთვის, რაც აგვისტოს მერე დადგა საქართველოსთვის შედეგი, მაგისთვის არც თუ ადეკვატური კომპენსაციაა ბანკების გადარჩენა და ლარის კუპონიზაციის შეფერხება, თანაც დროებით.

რა თქმა უნდა რაც აგვისტოში დაგვემართა იმაზე უარესი ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ საბანკო სისტემის მოშლა ამ ისედაც გაჭივრებული ეკონომიკის სრულ დანგრევას ნიშნავდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

 

ეგ გამონათქვამი ცნობბილია და ვიცით ყველამ.

მე ის მიკვირს რომ ყველამ ვიცით და ამავე დროს ამაზე თვალს ვხუჭავთ...

სტაბილურობა არა სამში გრძელი უნდა იყოს ქვეყანაში სანამ არ დაიწყება რეალური რეფორმები.

ხოდა ძალიან მაინტერესებს იმ ოპოზიციის მხარდამჭერის რომელიც იტყვის რომ ამერიკამ გვითხრა გაჩერდითო და აბა რა ვქნათო :user:

 

ჩემი ქვეყანა მინდა მე თავისუფალი და ლამაზი...

თორემ ვაშინგტონი და კრემლი კი დავინახე უკვე რა ნაგავიც არის...

 

liliko

 

ისე ობიექტურობისთვის...

ეგეც რომ გაგვიკეთეს არ გიკვირს?

რატომ უნდა გაეკეთებინათ?

ვინემ დაგვაძალა თავი შეყავი ხაფანგში საკუთარი იდიოტიზმის გამოო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

ვინემ დაგვაძალა თავი შეყავი ხაფანგში საკუთარი იდიოტიზმის გამოო?

არც მთლა მასეა საქმე? დაძალებით არა, მარა მიშას მანიპულირება საოცრად ადვილია და ეს იციან მოსკოვშიც და ვაშინგტონშიც :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

რაც აგვისტოს მერე დადგა საქართველოსთვის შედეგი, მაგისთვის არც თუ ადეკვატური კომპენსაციაა ბანკების გადარჩენა და ლარის კუპონიზაციის შეფერხება

რეალურად ლარის კუპონიზაციაზე უარესი არაფერი არ შეიძლება რომ მოხდეს საქართველოსთვის.

 

თანაც დროებით.

დღეს ევრო უკვე 2.42-ზე ავარდა

და მაგას ეძახი კუპონიზაციას?

რამდენი წლის ხარ გენც?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

რეალურად ლარის კუპონიზაციაზე უარესი არაფერი არ შეიძლება რომ მოხდეს საქართველოსთვის.

და ეს პროცესი უკვე აცილებულია საბოლოოდ თავიდან?

და მაგას ეძახი კუპონიზაციას?

არა მარტო და არა პირდაპირ.

რამდენი წლის ხარ გენც?

ქალს წლოვანებას არ ეკითხებიან P

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

უარესი შეიძლება... მაგალითად გორი და ზუგდიდი რომ ოკუპირებულთა სიაში მოხდეს. :D

 

ისე კი გეთანხმები...

liliko

 

არ ვიცი როგორ დავიჯერო რომ ამერიკამ უბიძგა იმ მეოვლენებზე რაც დატრიალდა...

ჯერ ისედაც ნელ ნელა მწარე ანტიამერიკელისტი ვხდები... სულ ბოლომდე ნუ ამაღებინებთ ხელს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

quote name='Saturn' date='24th July 2009 - 04:15 PM' post=86399]

რეალურად ლარის კუპონიზაციაზე უარესი არაფერი არ შეიძლება რომ მოხდეს საქართველოსთვის.

ეს უკვე მიდგომის ამბავია. მიუხედავად ჩემი ნაცების და მიშას მიმართ დამოკიდებულებისა, რუსების გაგდებული მიშა ნამდვილად არ მინდა და ბეტეერებზე ამხედრებული ვანიები თბილისში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...