Jump to content
Planeta.Ge

რალი ლონდონი - თბილისი ყოველწლიური საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება.


Recommended Posts

რალი ლონდონი თბილისი ყოველწლიური საქველმოქმედო სპორტული ღონისძიებაა, რომელიც დაარსდა ლევან ვასაძის და ლორდ გილფორდის მიერ. რალი აფინანსებს შემდეგ საქველოქმედო ორგანიზაციებს: საფეხურები, The Shooting Star-ი და SOS-ყაზახეთი. მათ ძირითად მიზანს წარმოადგენს საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარება განხორციელებულ საქმიანობაში და რალის მონაწილეთა უნიკალური სამოგზაურო გამოცდილების მიღება. რალი მოიცავს რთულ და თავგადასავლებით აღსავსე მოგზაურობას ევროპაში, რომელიც ტრადიციულად მთავრედება მის საზღვარზე, თბილისში, ბარგატიონ 1882-თან, ცქრიალა ღვინის ქარხანა თბილისში, სადაც იმართება ლამაზი მიღება და ზეიმი, მონაწილეთა ახლობლები მიიჩქარიან ნახონ მოტოციკლისტთა ფინიში და მათთან ერთად იზეიმონ რომანტიული საღამო თბილისში.

 

თუმცა, წელს რალი თბილისიდან სვლას აგრძელებს ასტანას მიმართულებით და იმატებს მეორე საფეხურს. თუ აღნიშნული ექსპერიმენტი წარმატებით ჩაივლის ტრადიციულ ლონდონი-თბილისის რალის 11-12 დღიან მარშრუტს შესაძლოა მომავალ წლებშიც დაემატოს შემდეგი ეტაპი. მოტოციკლისტებს შეუძლიათ შეუერთდნენ ორივე ეტაპს ან ერთ-ერთ მათგანს. თუ მეორე ეტაპს შეუერთდებიან, მაშინ მონაწილეებმა თავიანთი მოტოციკლეტები რალის პერსონალის დახმარებით თბილისში უნდა ჩაიყვანონ ან გააგზავნონ, შემდეგ მრბოლელები გუნდის დანარჩენ წევრებთან ერთად გააგრძელებენ გზას ასტანას მიმართულებით.

 

რალიში რეგისტრაციის ფასი 500 ფუნტ სტერლინგს შეადგენს (რაც განკუთვნილია რალის ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად). თუ თქვენ გსურთ მონაწილეობის მიღება გთხოვთ იხილოთ გვერდი: - http://london2tbilisi.com/?lan=ge&p=NTA= და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა....

ლონდონი - თბილისი - ასტანა 2009

 

თარიღები::

გასვლა ლონდონიდან: შაბათი 15 აგვისტო 2009

ჩამოსვლა თბილისში: სამშაბათი 25 აგვისტო 2009

ჩასვლა ასტანაში პარასკევი 4 სექტემბერი 2009

 

მოგზაურობა შემდეგი ქალაქების გავლით:

ლონდონი-პარიზი-ჟენევა-ვენეცია-დუბროვნიკი-სტამბული-თბილისი-ბაქო-თურქმენბაში-სამარკანდი-ტაშკენტი-ალმატი-ასტანა

 

Visit the Website of Charity Rally London2Tbilisi

Edited by itnovations
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

itnovations

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება? რა ჯდება? ოდნავ უფრო დაწვრილებითი ინფო და რუკასაც თუ დადებ მთლად კაი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

itnovations

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება? რა ჯდება? ოდნავ უფრო დაწვრილებითი ინფო და რუკასაც თუ დადებ მთლად კაი

 

ყველა მსურველს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა...

ხარჯები: 500 ფუნტ სტერლინგი(რაც განკუთვნილია რალის ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად)

ამ თანხაში არ შედის მგზავრობის ხარჯები და ყველას უნდა ქონდეს თავისი ბაიკი ....

 

თანხა რომელიც მოგროვდება გადაერიცხება საქველმოქმედო ორგანიზაციებს...

 

შეგიძლია შეხვიდე რალის საიტზე http://london2tbilisi.com/ სადაც უფრო მეტ ინფორმაციას ნახავ...

 

რალის რუკა - http://london2tbilisi.com/?lan=ge&p=Njk=

 

რალი იწყება 15 აგვისტოს ლონდონში

თბილისში ჩამოვლენ 25 აგვისტოს

Edited by itnovations
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 5 weeks later...

„რალი ლონდონი-თბილისი 2009“-ის რვა მონაწილე საქართველოს საზღვარს ხვალ გადმოკვეთს.

 

 

მოხალისე მოტომრბოლერები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან შეიკრიბნენ და საქველმოქმედო მოგზაურობაში ჩაერთვნენ, ლონდონიდან 15 აგვისტოს გამოაცილეს.

 

რალის მონაწილეთა მიზანს საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარება და უნიკალური სამოგზაურო გამოცდილების მიღება წარმოადგენს. წელს „რალი ლონდონი-თბილისი 2009“-ის საქველმოქმედო ორგანიზაციებს: “The Shooting star”-ი და “SOS ყაზახეთი” დააფინანსებს. მას შემდეგ, რაც რალის მონაწილეები საქართველოში შემოვლენ მათ შორის ტრადიციულად ბათუმი თბილისის გზაზე შეჯიბრი მოეწყობა. ის მოტომრბოლელი, რომელიც თბილისში პირველი შემოვა “რალი-ლონდონი-თბილისის” გარდამავალ თასს მიიღებს.

 

რალის დასრულების აღსანიშნავად, ტრადიციულად “ბაგრატიონ 1882”-ში ყოველ წელს ლამაზი, სიურპრიზებით აღსავსე მიღება და ზეიმი ეწყობა.

 

წელს რალი თბილისიდან სვლას ასტანას მიმართულებით აგრძელებს და იმატებს მეორე საფეხურს. თუ აღნიშნული ექსპერიმენტი წარმატებით ჩაივლის ტრადიციულ ლონდონი-თბილისის რალის 10-11 დღიან მარშრუტს, შესაძლოა, მომავალ წლებშიც დაემატოს შემდეგი ეტაპი. წელს მონაწილეები სამი კვირის განმავლობაში 14 ქვეყნის საზღვარს გადაკვეთენ.

“რალი ლონდონი-თბილისი” ყოველწლიური საქველმოქმედო სპორტული ღონისძიებაა, რომელიც ლევან ვასაძის და ლორდ გილფორდის მიერ ერთობლივად დაარსდა. მოყვარული მოტომრბოლელები რთული გზის გასავლელად სხვადასხვა ქვეყნებიდან მომდევნო წლებშიც შეიკრიბებიან და უმწეოთა დასახმარებლად თანხებს შეაგროვებენ.

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...