iraklion Posted July 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 თანამდებობის დატოვებამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა საქართველოსა და უკრაინაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ეს ორი ქვეყანა ამ მომენტისთვის ალიანში გასაწევრიანებლად მზად არ არიან. ამის შესახებ განცხადება გენერალურმა მდივანმა დიდბრიტანეთში გამოსამშვიდობებელი ვიზიტისას გააკეთა - იუწყება რუსული ”იტარ-ტასი” . ”მხოლოდ სურვილი არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას ავტომატურად აქვს ალიანსში გაწევრიანების უფლება.” - განაცხადა სხეფერმა და აღნიშნა, რომ ევროატლანტიკური ალიანსის გეგმებს აღნიშნული ქვეყნების შიდა პოლიტიკა ეწინააღმდეგება. სხეფერმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ხელისუფლება, რომელიც მიმართულია ალიანსში გაწევრიანებისკენ, უნდა ითვალისწინებდეს ნატოს მოთხოვნებს, ”დღეს კი არც საქართველო და არც უკრაინა ამისთვის მზად არ არიან”. რუსული მედია ნატოს გენერალური მდივნის ამ განცხადებას, მიხეილ სააკაშვილის The Wall Street Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუს უკავშირებს, სადაც ის საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე საუბრობს. სიუჟეტი ამ თემაზე:ნატოს ბუნდოვანებაhttp://gevision.tv/კომენტარებში მამუკა არეშიძე, გიგი წერეთელი, გიორგი თარგამაძე, პაატა დავითაია.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted July 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 რაღა ბუნდოვანება...დაგვაპაშოლეს პირდაპირ.მადლობა პატრულს// Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted July 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 dire რაღა ბუნდოვანება...დაგვაპაშოლეს პირდაპირ.მადლობა პატრულს//და არა პირველად. ადრეც თქვა მაგი სხეფერმა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted July 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 liliko ხოდა ის იყო " ეგ ერთი და სხვა მრავალი" მოკლედ.ამ ადამიანის ( სააკაშვილის ) მოვლენა ამ ქვეყნის პრეზიდენტად რა იყო?რისთვის მოვიდა?დავისაჯეთ საკუთარი სულსწრაფობისა და კუნტრუშობისთვის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.