DARKSIDE OF ME Posted July 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2009 (edited) მოკლედ ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება ამ წიგნს.ყოველ დღე მომდიოდა რამოდენიმე წერილი და გულმა ვერ მომითმინა. საწმე იმაშია რომ წიგნი რამოდენიმე თვის წინ დავასრულე და ველოდებოდი გამომცემელს.სახელების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს, რომ თბილისის გამომცემლობები მხოლოდ ნაცნობებზე მუშაობენ. არც ერთ წერილზე, რომელიც ყველასათვის ცნობილი გამომცემლობების მისამართზე გავგზავნე, პასუხი არ მიმიღია, ხოლო როგორც მოგვიანებით გავიგე, ნაცნობის არ ყოლის შემთხვევაში, წიგნის გამოცემა, არც განიხილება. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, წიგნის გამოცემაში დაინტერესებული პირი, მთავარი რედაქტორია, ხოლო საქართველოში მწერალმა უნდა იმათხოვროს. გამომდინარე იქიდან, რომ ამ წიგნით გამდიდრებას არასოდეს ვაპირებდი, არც ნაცნობს დავუწყებ ძებნას და არც რედაქტორს ვემათხოვრები. დაინტერესებული პირი რამოდენიმე ასეულია (ეს მაშინ, როდესაც რეკლამა არ გაკეთებულა). მათ ვისაც თემა და ქიგნი აინტერესებთ, ვთხოვ გადაწერონ PDF ფაილი, რომელიც წიგნის ფორმით რა თქმა უნდა ბევრად კომფორტული წასაკითხი იქნებოდა.წიგნი სამწუხაროდ გაშვებულია კორექტურის გარეშე. გამომდინარე იქიდან, რომ არაერთი წელია უკვე საქართველოში არ ვიმყოფები, ჩემი ენა უმაღლეს ლიტერატურული ენისგან მკვეთრად განსხვავდება, მაგრამ ჩემის აზრით მსგავს ლიტერატურაში მთავარია შინაარსი და არა ენის სილამაზე, აქედან გამომდინარე ვამჯობინე აღარ მეცადა კორექტურისათვის და წიგნი ავტვირთე.თხოვნა რომელიც მკითხველთან მექნება, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია - წიგნის ბოლო გვერდზე მითითებულია მეილი, რომელზეც, ძალიან გთხოვთ თქვენი კრიტიკული აზრი, შეკითხვა ანდაც ნებისმიერი სხვა რამ გამოგზავნოთ წაკითხვის შემდეგ. ასევე იგეგმება შემდეგი წიგნი, რიმლის თემებიც ჯერჯერობით ჩამოუყალიბებელია და მეტად მნიშნელოვანი იქნება მკითხველის აზრი. რამოდენიმე წერილში, რომელიც ფორუმელებისაგან მივიღე, ლაპარაკი იყო იმ თემებზე, რომლების ხილვაც მათ დააინტერესებდათ და მკითხველს ვაძლევ საშუალებას, წიგნის მიმართულება თავად განსაზღვროს.ასევე მადლობელი დაგრჩებით, წიგნის გამოჩენას თუ შეატყობინებთ ნაცნობებს, რომლებიც დაინტერესებული არიან მსგავსი თემებით და ფორუმზე არ "ცხოვრობენ" გისურვებთ სიამოვნებას და ველი მკითხველის წერილებს. DARKSIDE ლინკი - Files.ge - ზე http://www.files.ge/file/410772/----------...-------pdf.html ლინკი - Rapidshare - ზეhttp://rapidshare.com/files/258302878/____...______.pdf.html ლინკი - Megaupload - ზეhttp://www.megaupload.com/?d=8NAOF66C ლინკი - Filefactory - ზეhttp://www.filefactory.com/file/ahe5ed5/n/_pdf Edited January 29, 2010 by ჭანო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
BOO Posted July 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2009 DARKSIDE OF ME ვა რაა მაგარია , ჩავუჯდები, როგორც კი დრო მექნება , ძალიან დავინტერესდი :siriko: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted July 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2009 ვნახავ აუცილებლად! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted July 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2009 DARKSIDE OF ME დავიწყე კითხვა და წიგნის დასაწყისშივე შევეჯახე ისეთ რამეს, რის გამოც ალბათ ძალიან გამიჭირდება წიგნის კითხვის გაგრძელება.თუ თქვენ გინდათ გაგვანდოთ რაღაც საკრალური ცოდნა, რომლის შესახებაც ჯერ ბევრი არაფერია ცნობილი, სულ არ არის საჭირო ამისათვის მაცნიერების დადანაშაულება ფაქტების დამალვასა და განადგურებაში. ეს არის ტყუილი. თანამედროვე საზოგადოება იმდენად ღიაა და იმდენად ბევრი სხვადასხვა ჭკუის ხალხია ჩაბმული მეცნიერულ კვლევებში, რომ რაიმე ოდნავ მაინც ღირებული ფაქტის დამალვა პრაქტიკულად შეუძლებელია.მე გირჩევთ, თუ რამე ღირებულის თქმას აპირებთ თქვენი წიგნის საშუალებით არ არის საჭირო მეცნიერთა შეთქმულებასთან დაკონტრასტება. პ.ს. არც ბიოლოგი ვარ და არც ანთროპოლოგი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted January 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2010 2შეკითხვა მაქვს წიგნის ავტორთან.რა წყაროდან არის მოპოვებული ის, რასაც ავტორი გადმოგვცემს როგორც ღმერთების ვინაობას?ვის მიერ და რა მეთოდით არის მოპოვებული ცოდნა ღმერთების ვინაობაზე?გმადლობთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted January 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2010 2შეკითხვა მაქვს წიგნის ავტორთან.მე კიდევ ერთი შენთან: წაიკითხე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted January 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2010 ჭანო იმისათვის რომ მოკლედ მივიღო პასუხი ამ კითხვაზე, არაა საჭირო 200 ან 500გვ. წიგნის წაკითხვა.მგონი საკმაოდ კორექტული შეკითხვებია. დიდ სიძნელეს არ უნდა წარმოადგენდეს მის მიერვე გახსნილ თემაში 2შეკითხვას გასცეს პასუხი და დააკმაყოფილოს პოტენციური მკითხველი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted January 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2010 იმისათვის რომ მოკლედ მივიღო პასუხი ამ კითხვაზე, არაა საჭირო 200 ან 500გვ. წიგნის წაკითხვა.წაკითხვა არა საჭირო უბრალოდ თვალის გადავლებაც საკმარისია,ნაშრომის ბოლოს მითითებულია წყაროების! ასე რომ სანამ ვინმეს რაიმეზე გამოეკიდებით ან ეცდებიტ გამოკიდებას გაეცანით მის შემოქმედებას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 ასე რომ სანამ ვინმეს რაიმეზე გამოეკიდებით ან ეცდებიტ გამოკიდებასთქვენი შენიშვნა უსამართლოა.ყოველგვარ საფუძველს და ლოგიკას მოკლებული.უზერმა გახსნა თემა. მე თემასთან დაკავშირებული 2 შეკითხვა დავსვი.ფრიად კორექტული, ნორმალური ფორმით.სწორედ თქვენ ცდილობთ ჩემს დადანაშაულებას და ისე ლახავთ ჩემი, როგორც უზერის უფლებას და განზრახვის სიწრფელეს, რომ ვერც ხვდებით. :yes2: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 DARKSIDE OF ME დავიწყე კითხვა და წიგნის დასაწყისშივე შევეჯახე ისეთ რამეს, რის გამოც ალბათ ძალიან გამიჭირდება წიგნის კითხვის გაგრძელება.თუ თქვენ გინდათ გაგვანდოთ რაღაც საკრალური ცოდნა, რომლის შესახებაც ჯერ ბევრი არაფერია ცნობილი, სულ არ არის საჭირო ამისათვის მაცნიერების დადანაშაულება ფაქტების დამალვასა და განადგურებაში. ეს არის ტყუილი. თანამედროვე საზოგადოება იმდენად ღიაა და იმდენად ბევრი სხვადასხვა ჭკუის ხალხია ჩაბმული მეცნიერულ კვლევებში, რომ რაიმე ოდნავ მაინც ღირებული ფაქტის დამალვა პრაქტიკულად შეუძლებელია.მე გირჩევთ, თუ რამე ღირებულის თქმას აპირებთ თქვენი წიგნის საშუალებით არ არის საჭირო მეცნიერთა შეთქმულებასთან დაკონტრასტება.პ.ს. არც ბიოლოგი ვარ და არც ანთროპოლოგი.შესაძლებელია Lo Janko, შესაძლებელი... წიგნი არ წამიკითხავს ჯერ, მაგრამ თვქენ აზრს არ ვეთანხმები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Oberyn Posted December 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 23, 2010 ერთი წლის წინ წავიკითხე ეს წიგნი, ამიტომ ცალკეულ ფაქტებს ვერ გავაკრიტიკებ. მთლიან ჯამში ვიტყვი - პრე-ასტრონავტიკა ძალიან მიმზიდველად არის წარმოჩენილი და ადამიანი წიგნში მოცემულ ფაქტებს თუ დაიჯერებს (არ შეამოწმებს), პრე-ასტრონავტიკაში გარანტირებულად ირწმუნებს, მაგრამ რა თქმა უნდა შენც იცი, რომ მოცემული ფაქტების უმრავლესობა ყალბია ან მეორე მხარე არ არის ნაჩვენები. მაგალითად, ბოლოში Vymaanika Shaastra-ზე რომ წერია მეჩვიდმეტე საუკუნეშია შესრულებულიო, რეალურად ამის დამადასტურებელი არანაირი საბუთი არ არსებობს. წიგნი მე-20 საუკუნეში დაიბეჭდა როცა ის მანქანები უკვე გამოგონილი იყო : ) ჩემთვის ყველაზე საინტერესო სურათი ეგვიპტურ იეროგლიფებს შორის თანამედროვე საჰაერო მანქანები იყო, მაგრამ ბევრი რომ ვეძებე აღმოჩნდა თურმე რამდენიმე წლის წინ იეროგლიფები ვიღაცას თვითმფრინავებად გადაუკეთებია : ) კიდევ მსგავსი უამრავი ფაქტი, თუმცა გუგლში დასერჩვას ვერცერთი უძლებს. აი ესპანელი მისიონერების მიერ მაიას კულტურის ჩანაწერების განადგურება კი გამიტყდა... მიუხედავად იმისა, რომ მათი განადგურება პრე-ასტრონავტიკას მხოლოდ სათანადო ინტერპრეტაციით, სუბიექტურად გადმოცემისას რგებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Martyr Posted December 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 23, 2010 http://www.youtube.com/watch?v=_I5BYcI0DPw Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.