Jump to content
Planeta.Ge

თანამდებობის პირებს ქონებრივ დეკლარაციაში ხარვეზის გამოსასწორებლად 1-თვიანი ვადა ექნებათ - 4 000-დან 10 000 ლარამდე იზრდება თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულის ზღვრული ოდენობა, რაც დეკლარაციაში უნდა აისახოს


თანამდებობის პირებს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ხარვეზის გამოსასწორებლად 1-თვიანი ვადა ექნებათ. ამასთან, 4 000 ლარიდან 10 000 ლარამდე იზრდება თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხის ზღვრული ოდენობა, რაც ქონებრივ დეკლარაციაში უნდა აისახოს.

ამას “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს.

ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია თანამდებობის პირს ქონებრივ დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების რედაქტირებისთვის დამატებით 48-საათიანი ვადა განუსაზღვროს. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით კი, თუ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ანტიკორუფციული ბიურო შესაბამის პირს დეკლარაციის წარდგენიდან 1-თვიანი პერიოდის განმავლობაში ხარვეზზე მიუთითებს და მისი აღმოფხვრისათვის 1-თვიან ვადას განუსაზღვრავს.

აღნიშნული 1-თვიანი პერიოდის ან 1-თვიანი ვადის მიმდინარეობისას დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელი იქნება.

აღნიშნული პროცედურის განხორციელება თანამდებობის პირს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზისთვის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს.

ამასთან, განისაზღვრება, რომ აღნიშნული ხარვეზის აღმოუფხვრელობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია კი მონიტორინგს დაექვემდებარება.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...