„EU-ის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის ხარისხი დაბალია" - ჰერჩინსკი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ EU-ის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის ხარისხი დაბალია. ის აღნიშნავს, რომ ეს ღრმავდება, თუმცა საქართველოს გრძელი გზა აქვს გასავლელი, რათა ამ მხრივ იდენტური პოზიცია ჰქონდეს.
„ახლა თანხვედრის ხარისხი არის დაბალი, განსაკუთრებით, სხვა ქვეყნებთან შედარებით. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასთან ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს მაჩვენებელი გაიზარდოს და როდესაც დადგება მომენტი, რომ საქართველო გაწევრიანდება ევროკავშირში, მისი საგარეო პოლიტიკა იყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის იდენტური.
სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის თანხვედრის ხარისხი არის დაბალი. პოზიტიური ისაა, რომ ის ღრმავდება, მაგრამ მაინც დაბალია. საქართველოს აქვს გრძელი გზა გასავლელი, რომ ჰქონდეს ზუსტად ისეთივე პოზიცია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით. ჩვენ ველით, რომ ყველა კანდიდატ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს ექნება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან 100%-იანი თანხვედრა, რაც შეიძლება მიახლოებული მაჩვენებლით”, – განაცხადა ელჩმა.
ელჩმა ისაუბრა უცხოურ დეზინფორმაციასთან და მანიპულაციებთან ბრძოლის მნიშვნელობაზეც და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ევროკავშირის, ასევე, დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციებს. მისი თქმით, ახლა, როცა არჩევნებია, როგორც EU-ში, ისე საქართველოში, დეზინფორმაცია გაღრმავდება, ამიტომ ამ მხრივ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებულობა აუცილებელია.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.