Jump to content
Planeta.Ge

„იგეგმებოდა ნავალნის გაცვლა ხანგოშვილის მკვლელში" - ანტიკორუფციული ფონდის ხელმძღვანელი


ალექსეი ნავალნის ახლო გარემოცვის წევრი, ანტიკორუფციული ფონდის თავმჯდომარე, მარია პევჩიხი ამბობს, რომ ნავალნის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე, მისი ვადიმ კრასიკოვიში გაცვლა იგეგმებოდა. ვადიმ კრასიკოვი საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის სასჯელს გერმანიაში იხდის – მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

პევჩიხის განცხადებით, როგორც კი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ცხადი გახდა, რომ ნავალნი ციხიდან ნებისმიერ ფასად უნდა გამოეყვანათ. მისი თქმით, ნავალნის მხარდამჭერები ცდილობდნენ მისი გაცვლის ორგანიზებას, თუმცა ამის პოლიტიკური ნება არ არსებობდა.

მისი თქმით, პატიმრების გაცვლის გეგმაზე წინადადება ვლადიმერ პუტინს რომან აბრამოვიჩმა წარუდგინა. პევჩიხის ცნობით, 15 თებერვალს მიღო ინფორმაცია, რომ ნავალნისა და კრასიკოვის გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები „ბოლო სტადიაზე” იყო.

ვადიმ კრასიკოვის გაცვლასთან დაკავშირებით პუტინს ინტერესი აქამდეც არაერთხელ გამოუხატავს – მიმდინარე თვის დასაწყისში Fox News-ის ყოფილ წამყვანთან ვრცელ ინტერვიუში ვლადიმერ პუტინმა Wall Street Journal-ის ჟურნალისტის პატიმრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი მისი გაცვლის შესახებ შეთანხმების მისაღწევად მზად არის და მიანიშნა, რომ ამისთვის მათ გერმანიაში დაკავებული რუსეთის მოქალაქის გათავისუფლება სურთ.

15 დეკემბერს ბერლინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვს, რომელსაც საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ედებოდა ბრალი.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...