გახარია - დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა! სამწუხაროდ, დღესაც ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის
"დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა! სამწუხაროდ, დღესაც ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.
ჩვენს ქვეყანაში რუსული ოკუპაცისაა და მეგობარ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, კვლავ სრული სიმძაფრით აღვიქვამთ ამ თარიღის ტრაგიკულობას. დღისა, რომელმაც საუკუნის წინ უთანასწორო ბრძოლაში საქართველო დააშორა ევროპულ არჩევანს!
საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად დაღუპული გმირების პატივისცემა ჩვენ ახალ მისიას გვაკისრებს! ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმ დიდი ეროვნული იდეის გარშემო, რასაც წარმოადგენს დამოუკიდებელი, ძლიერი, სამართლიანი, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო."
გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.