Jump to content
Planeta.Ge

უკრაინელი მღვდელი რუსეთის ციხიდან გაათავისუფლეს და დეპორტაცია საქართველოში მოახდინეს


გამოცემა Україна Православна-ს ინფორმაციით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დონეცკის ეპარქიის მოძღვარი, მარიუპოლის მახლობლად მდებარე სოფელ კამენკას ამაღლების ეკლესიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ქრისტეფორე (ხრიმლი) უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს და დეპორტაცია საქართველოში გაუკეთეს.

დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტი სერგიუსის განცხადებით, არქიმანდრიტმა ქრისტეფორემ უკვე გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.

„მადლობა უფალს და მადლობა უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისარს, ბატონ ლუბინეცს – ეს მისი შრომის წყალობით მოხდა“, – თქვა მიტროპოლიტმა სერგიუსმა Україна Православна-თან საუბრისას.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი რუსეთის ხელისუფლებამ 2023 წლის სექტემბერში დააკავა. მას ბრალი ედებოდა უკრაინის მთავრობისა და შეიარაღებული ანტირუსული ძალების ექსტრემისტული ფორმით მხარდაჭერასა და ეროვნულ და რელიგიურ ნიადაგზე სიძულვილისა და მტრობის გაღვივებაში.

მოგვიანებით, არქიმანდრიტი რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქში გადაიყვანეს.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...