ომის 2 წლისთავზე თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლისთავზე, 24 თებერვალს, თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია „Believe in Ukraine“ გაიმართება.
აქციის მონაწილეები 18:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და პარლამენტისკენ მსვლელობას გამართავენ.
აქცია საქართველოში უკრაინელი აქტივისტების მიერ არის ორგანიზებული და მას ქართულ-უკრაინული პლატფორმაც უერთდება.
ქართულ-უკრაინული პლატფორმა არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ამოცანაა საქართველოში უკრაინული სათემო ჯგუფებისა და უკრაინელ ბენეფიციარებთან მომუშავე ორგანიზაციების მხარდაჭერა უკრაინული თემის ინტეგრაციის და ქართულ- უკრაინული ურთიერთობების გასაძლიერებლად.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.