Jump to content
Planeta.Ge

დანიგანი: აშშ ორიენტირებულია, საქართველოს თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფაში დაეხმაროს


საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერაა.

ის ჟურნალისტებთან საუბრის დროს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტსაც და თქვა, რომ ამას მიესალმება. მისი თქმით, იმედოვნებს, რომ მომავალ წლებში საქართველოს ევროკავშირის წევრად იხილავს.

ელჩმა ისაუბრა არჩევნებზეც და ხაზი გაუსვა, რომ სამართლიანი არჩევნები ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. დანიგანი აღნიშნავს, რომ აშშ ორიენტირებულია, საქართველოს თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფაში დაეხმაროს.

„მოდით, არჩევნებზე უფრო ზოგადად ვისაუბრებ. საქართველოშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც საარჩევნო წელია. სამართლიანი არჩევნები ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. ასე რომ, შეერთებული შტატები ორიენტირებულია, რომ დაეხმაროს საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფაში. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან, ოპოზიციურ პარტიებთან და მმართველ პარტიასთან და განსაკუთრებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ მათი ხმა სამართლიანად იქნება დათვლილი, რომ მათი ხმები ფარულია და რომ პროცესი არის თავისუფალი და სამართლიანი. ასე რომ, მე მოუთმენლად ველი, ქართველებმა გამოიყენონ თავიანთი დემოკრატიული უფლება და მისცენ ხმა”, – განაცხადა ელჩმა.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...