მიშა დაუშვილი - ფაქტობრივად კვირა არ გადის ისე, რომ ერთი ან რამდენიმე ჩვენი თანამოქალაქე არ დაიღუპოს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო
"ფაქტობრივად კვირა არ გადის ისე, რომ ერთი ან რამდენიმე ჩვენი თანამოქალაქე არ დაიღუპოს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო. ეს ფაქტობრივად უკვე ტენდენცია, მოცემულობა გახდა, რომ ვიღაცის მეგობარი, ვიღაცის ახლობელი, შვილი, ყოველ კვირას ვიღაც ერთი მაინც იღუპება აი ამ უმძიმესი საკითხის გამო.
ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ჩვენ ვერანაირ რეაგირებას ვერ ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან, სხვადასხვა მიზეზის გამო, ისინი ერიდებიან, რომ რაღაც აქტიური ბრძოლა გამოუცხადონ აი ამ უმძიმეს დანაშაულს.
ვიდრე ჩვენს ხედვას წარვუდგენთ საზოგადოებას, პირდაპირ მოვუწოდებთ ხელისუფლევას, რომ რამე გააკეთონ, ერთი ნაბიჯი მაინც გადადგან აი ამ უმძიმესი პრობლემის მოსაგვარებლად, ადამიანებია სიცოცხლის გადასარჩენად. ის მაინც გვითხრან რამის გაკეთებას აპირებენ თუ არა, იმისათვის, რომ ყოველ კვირა რამდენიმე ჩვენი თანამოქალაქე ამ უმძიმესი ფაქტის გამო არ დაიღუპოს."
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.