Jump to content
Planeta.Ge

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს


რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.

ისინი ითხოვენ, გაუქმდეს ბრძანება, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დანგრევას გულისხმობს.

22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ დაინგრევა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოქმედი შენობა, მის ნაცვლად კი ახალი აშენდება. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოქმედი შენობა ვერ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე, უწყების ცნობით, ექიმებსა და სხვა სამედიცინო პერსონალზე კომპენსაცია გაიცემა, ამასთან ისინი სხვადასხვა კლინკაში გადანაწილდებიან.

თუმცა, რესპუბლიკურის თანამშრომლების დიდი ნაწილი შეთავაზებას არ თანხმდება.

„ჩვენ ვაპროტესტებთ რესპუბლიკური საავადმყოფოს დახურვას. ეს არ არის პროტესტი კომპენსაციის რაოდენობაზე ან სხვა რამეზე. არავითარი კომპენსაცია არ შველის იმას, რომ ქალაქის ცენტში არ იარსებებს სახელმწიფო საავადმყოფო და დაიშლება კოლექტივი. 50 წლის ისტორია ქრება. […] რეალური არგუმენტი, რატომ უნდა დაინგრეს შენობა, დღემდე არ მოგვისმენია. შეჩერდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს ლიკვიდაციის პროცესი”. – განაცხადა ქირურგმა მალხაზ გოგუამ.

საავადმყოფოს თანამშრომლების მოთხოვნა, შენობის ნგრევის შეჩერებასთან ერთად, სამუშაო ჯგუფის შექმნაა, რომელიც კლინიკის მომავალზე იმუშავებს

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...