Jump to content
Planeta.Ge

ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა


75 წლის ასაკაში ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა.

ლევან თედიაშვილი 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში დაიბადა. იგი თავისუფალი სტილის მოჭიდავე და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი- XX და XXI ოლიმპიური თამაშებზე (1972, მიუნხენი და 1976, მონრეალი).

ასევე იყო: მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი: ოთხჯერ _ თავისუფალ ჭიდაობაში (1971, 73, 74, 75), ერთხელ _ სამბოში (1973). მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1978), მსოფლიოს თასის მფლობელი (1973), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1974, 76, 78), სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი (1971) , სსრკ ორგზის ჩემპიონი (1973, 74). სსრკ წლის საუკეთესო სპორტსმენი (1973). საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ბრინჯაოს პრიზი). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

1987 წელს ლევან თედიაშვილმა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმში „ხარება და გოგია“ ველოსიპედისტ ომარ ფხაკაძესთან ერთად მთავარი როლი შეასრულა. 2021 წელს ასევე მთავარი როლი ითამაშა ლევან კოღუაშვილის ფილმში „მეოთხე ბრაიტონი“. კინოსურათში მისი შესრულება ტრიბეკის კინოფესტივალზე გამოარჩიეს, რომელზეც თედიაშვილს მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლისთვის პრიზი გადაეცა. იმავე ნომინაციაში გაიმარჯვა კოტბუსის ფილმების ფესტივალზეც.

ლევან თედიაშვილი მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, მას მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ღირსების ორდენი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ორდენი, თბილისის საპატიო მოქალაქისა და საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდებები.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...