Jump to content
Planeta.Ge

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ნავალნის გარდაცვალება საზარელი შეხსენებაა იმისა, თუ რას წარმოადგენენ პუტინი და მისი რეჟიმი


ნავალნის გარდაცვალება საზარელი შეხსენებაა იმისა, თუ რას წარმოადგენენ პუტინი და მისი რეჟიმი, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

„ღრმად შეწუხებული და დამწუხრებული ვარ ალექსეი ნავალნის გარდაცვალებით.

პუტინს საკუთარი ხალხის მხრიდან უთანხმოებაზე მეტად არაფრის ეშინია.

საზარელი შეხსენება იმისა, თუ რას წარმოადგენენ პუტინი და მისი რეჟიმი.

გავერთიანდეთ ჩვენს ბრძოლაში, რათა დავიცვათ იმათი თავისუფლება და უსაფრთხოება, ვინც ბედავენ ავტოკრატიის წინააღმდეგ დადგომას“, - წერს ფონ დერ ლაიენი.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, დღეს, სასჯელაღსრულების მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. უწყების მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...