კიევის ცნობით, ჩაძირული რუსული გემის „ეკიპაჟის დიდი ნაწილი ვერ გადარჩა“
უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, 14 თებერვლის დილით ჩაძირული გემის, „ცეზარ კუნიკოვის“ ეკიპაჟის უმრავლესობა ვერ გადარჩა.
„ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიარა. შედეგი არის. მტრის გემი განადგურებულია და შეკეთებას არ ექვემდებარება. არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის დიდი ნაწილი ვერ გადარჩა“, – ციტირებს უწყების პრესსპიკერ ანდრიი იუსოვს „უკრაინსკა პრავდა“.
მისივე თქმით, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ზუსტდება.
გემის ჩაძირვის შესახებ უკრაინამ 14 თებერვალს განაცხადა. არსებული ინფორმაციით, ხომალდის ეკიპაჟი მაქსიმუმ 87 ადამიანია.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.