თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალია
დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განუცხადა, გიორგი მამალაძემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა და ის ოჯახში იმყოფებოდა.
ცნობისთვის, დეკანოზ გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9- წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.