რა რაოდენობის რუსული საკვები და სასმელი პროდუქტი შემოდის საქართველოში
საკვები და სასმელი პროდუქტების იმპორტში რუსეთი პირველ ადგილზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში ჯამში 1,629 მლრდ აშშ დოლარის პროდუქცია (საკვები/სასმელი) შემოვიდა, საიდანაც 26,2% რუსეთზე მოდის, შესაბამისად, იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერია. შარშან რუსეთიდან საქართველომ 427,451 მლნ აშშ დოლარის საკვები და სასმელი შეიძინა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ რუსეთი პირველ ადგილს 2012 წლიდან არ თმობს, მანამდე პირველ ადგილს უკრაინა იკავებდა. სტატისტიკის მიხედვით, თუ 2011 წელს საქართველოში ჯამში 1,016 მლრდ აშშ დოლარის საკვები /სასმელი შემოვიდა და აქედან 15,3%-ით (155,152 მლნ აშშ დოლარი) რუსეთი მეორე იმპორტიორი ქვეყნის ადგილს იკავებდა, უკვე 2012 წლიდან მისი წილი 18%-მდე გაიზარდა და მას შემდეგ, პირველ ადგილზეა. კერძოდ, 2012 წელს ქვეყანამ 1,086 მლრდ აშშ დოლარის საკვები და სასმელი შეიძინა, საიდანაც 200,424 მლნ აშშ დოლარის რუსეთიდან.
უნდა ითქვას, რომ 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, იმპორტირებული პროდუქციის წილი შემცირებული იყო. სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს ჯამში 1,533 მლრდ აშშ დოლარის საკვები და სასმელი შემოვიდა, აქედან 490 942 მლნ აშშ დოლარის (32%) რუსული იყო . 2021 წელს 1,079 მლრდ აშშ დოლარის იმპორტირებული პროდუქციიდან რუსეთზე 319,895 მლნ აშშ დოლარი (29,6%) მოდიოდა, 2020 წელს კი 972,685 მლნ აშშ დოლარიდან - 306,674 მლნ აშშ დოლარი (31,5%).
რაც შეეხება საკვებ და სასმელ პროდუქტებს, რომელიც 2023 წელს რუსეთისგან ყველაზე დიდი რაოდენობით შევიძინეთ, ათეული ასე გამოიყურება:
- ხორბალი და მესლინი - 56,239 მლნ აშშ დოლარი
- ზეთი მზესუმზირისა, ალისარჩულისა ან ბამბისა და მათი ფრაქციები - 39,174 მლნ აშშ დოლარი
- ფქვილი ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის - 35,922 მლნ აშშ დოლარი
- შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 29,284 მლნ აშშ დოლარი
- პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - 25,072 მლნ შშ დოლარი
- პროდუქტები საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები, მდოგვი - 16,210 მლნ აშშ დოლარი
- ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები - 15,086 მლნ აშშ დოლარი
- შაქარი - 14,763 მლნ აშშ დოლარი
- საკონდიტრო ნაწარმი შაქრისაგან, რომლებიც არ შეიცავენ კაკაოს - 12,961 მლნ აშშ დოლარი
-
ალაოს ექსტრაქტი - 11,898 მლნ აშშ დოლარი
Bpn.ge
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.