Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი "ლელოს" - კალკულატორის სწავლების შემდეგ, მთავრობის ვებ-გვერდის ნავიგაციის სწავლების დროც დადგა


"კალკულატორის სწავლების შემდეგ, მთავრობის ვებ-გვერდის ნავიგაციის სწავლების დროც დადგა:

ლელო საქართველოსთვის • Lelo For Georgia შევდივართ აი ამ ლინკზე: https://www.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=545

აღმოვაჩენთ, რომ გახარიას პრემიერობისას განკარგულებები, კერძოდ 750-ზე მეტი განკარგულება, აქ საჯაროდ დევს, ხოლო ღარიბაშვილის პერიოდში გამოქვეყნებულია 0- ი განკარგულება.

რაც შეეხება თქვენს მიერ ნათქვამ "1300 დამალულ განკარგულებას" მე გაგაფრთხილეთ, რომ ციფრებთან ცოტა ფრთხილად იყავით:
2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის ბოლომდე (გახარიას პრემიერობის პერიოდში), სულ ჩატარდა 48 მთავრობის სხდომა, თქვენი ტყუილი ციფრებით, თითეულ სხდომაზე უნდა გამოსულიყო 27 მთავრობის მხოლოდ განკარგულება...

ეს არის უბრალოდ უცოდინრობა მთავრობის სხდომის დღის წესრიგის. სხდომების უმრავლესობაზე, არათუ განკარგულებათა, არამედ, კანონის პროექტების, დადგენილებების, განკარგულებებისა და სხვა საკითხების რაოდენობა ვერ აღწევს 27 საკითხს.

აქვე, შეგიძლიათ იხილოთ "სქრინი" იმისთვის, რომ კარგად გაიაზროთ საკითხთა რაოდენობა მთავრობის სხდომებზე ზოგადად.

დიდი მადლობა "


ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 

424585852_7846810408681621_333848383443368123_n.jpg

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...