Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ დაუშვილი - „ოცნებას“ უნდა, ილუზია შექმნას, თითქოს კორუფციას ებრძვიან - კორუფცია რომ დაამთავროს, გამოძიება საკუთარი თავის წინააღმდეგ უნდა დაიწყონ და საკუთარი თავი დააკავონ


რომეო მიქაუტაძის და ლელა ჩიქოვანის გათავისუფლებას გვისაღებენ, თითქოს, კორუფციას რაღაც დაუნდობელი და უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადეს - ეს შეიძლება ჩაითვალოს, რაღაც ტიპის პიარულ აქტივობად, ვიღაცას შთაბეჭდილება შეუქმნა, რომ შენ კორუფციას ებრძვი - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც კორუფციის საკითხზე ახალი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ოცნება“ არჩევნების დაფინანსებას კორუფციული ფულით აპირებს.

„მახსოვს, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა რომ იყო პარლამენტში, ირაკლი კობახიძემ მაშინაც ისაუბრა კორუფციაზე. სწორედ მაშინ ვკითხე კორუფციასთან დაკავშირებით. მან ასეთი რაღაც თქვა, რომ ჩემთვის კორუფცია მისაღები არ არისო. მე ასეთი კითხვა გამიჩნდა, რომ თუ მისთვის კორუფცია მიუღებელია, რას აკეთებს და რას გააკეთებს, რომ რეალურად კორუფციას ებრძოლოს?! ამაზე არაფერი უთქვამს. თუ შენთვის კორუფცია მისაღები არ არის და აპირებ, რომ ებრძოლო, მაშინ შენსავე წინამორბედთან დაკავშირებით ან რაღაც უნდა თქვა, ან რაღაც უნდა გააკეთო. ირაკლი ღარიბაშვილი 3 წელი ჰყავდათ პრემიერ-მინისტრად და რაც მის დროს პოლიტიკური კორუფცია იყო, ალბათ ასეთი ჯამში ბოლო 10-12 წელი საერთოდ ვერ იქნებოდა. თუ კორუფციის თავი, საწყისი და შემქმნელი ამ ქვეყანაში რომეო მიქაუტაძე და ლელა ჩიქოვანი იყვნენ, მათი გაშვებით თუ დამთავრდა ეს კორუფცია, მაშინ კარგად გვქონია საქმე. რა მიქაუტაძე, რისი ჩიქოვანი? ხომ კარგად გვესმის ორივეს, რომ არცერთი იყო გადაწყვეტილების მიმღები კორუფციაზე და არც მეორე. ერთიც შემსრულებელი იყო და მეორეც შემსრულებელი იყო. ქვეყანაში არის პოლიტიკური კორუფცია და უკვე სისტემა ჩამოაყალიბა „ოცნებამ“. რა თქმა უნდა, მიქაუტაძისა და ჩიქოვანის როლი და წვლილი გამოსაკვლევი ამბავია. მათ გათავისუფლებას გვისაღებენ, თითქოს, კორუფციას რაღაც დაუნდობელი და უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადეს. თუ დაუნდობელი და უკომპრომისო ბრძოლა გაქვს, მაშინ ცოტა სხვა შედეგებს უნდა გვაჩვენებდე და ვიღაც თანამდებობიდან რომ გაუშვი, სულაც არ არის აქტიური ბრძოლა. ეს შეიძლება ჩაითვალოს, რომ რაღაც ტიპის პიარული აქტივობაა, ვიღაცას შთაბეჭდილება შეუქმნა, რომ შენ კორუფციას ებრძვი. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ „ოცნება“ არჩევნების დაფინანსებას კორუფციული ფულით აპირებს“,- განაცხადა დაუშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, „ოცნებას“ უნდა, იმის ილუზია შექმნას, თითქოს, კორუფციას ებრძვიან.

„ოცნებამ“ კორუფცია რომ დაამთავროს, არის რამდენიმე ვარიანტი: გამოძიება საკუთარი თავის წინააღმდეგ დაიწყონ, საკუთარი თავი უნდა დააკავონ ან ხელისუფლებიდან წავიდნენ და ხელი აღარ უნდა მიუწვდებოდნენ კორუფციულ გარიგებებზე. სხვა ვარიანტი არ არის, იმიტომ, რომ სისტემა ეგრე აქვთ მოწყობილი. არჩევნები რომ მოიგონ, ამისთვის სჭირდებათ კორუფცია. დღეს კი უნდათ, რომ იმის ილუზია შექმნან, თითქოს კორუფციას ებრძვიან. პრემიერი ამბობს, რომ მე დაუნდობელ ბრძოლას გამოვუცხადებ კორუფციასო და იმდენი თუ არ შეუძლია, რომ საკუთარი წინამორბედის სამი წლის წინანდელი განკარგულებები გამოაქვეყნოს, რა კორუფციასთან ბრძოლა?! გამოდის, რომ იტყუება, „რაც გინდა ის ათქმევინეს“ როლშია, ეგრე გამოვა. თუ საკუთარი წინამორბედის დოკუმენტებიც კი ვერ გამოაქვეყნა, მაშინ რა კორუფციასთან ბრძოლა, რაზეა საუბარი?! იმედი მინდა დავიტოვო, რომ მაგას მაინც გაბედავს და გამოაქვეყნებს“, - განაცხადა დაუშვილმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...