Jump to content
Planeta.Ge

Bloomberg - ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპულ ტურნეს გეგმავს


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, შესაძლოა, მიმდინარე კვირაში სამუშაო ვიზიტით დასავლეთ ევროპას ეწვიოს, - ამის შესახებ Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, ზელენსკიმ, შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც 16-18 თებერვალს გაიმართება. ევროპული ტურნეს ფარგლებში ზელენსკი პარიზსა და ბერლინსაც ეწვევა. ასევე განიხილება ლონდონში ვიზიტის შესაძლებლობა.

Bloomberg-ის წყაროების ცნობით, ზელენსკი გეგმავს ფოკუსირება მოახდინოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაჩქარების, ასევე, უკრაინის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული შეთანხმებების ხელმოწერის საკითხებზე.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...