Jump to content
Planeta.Ge

ხარკოვზე მორიგ თავდასხმას სამი ბავშვი ემსხვერპლა – ოლქის გუბერნატორი


სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა გასულ ღამით რუსების მხრიდან ხარკოვზე დრონებით თავდასხმას. მათ შორის სამი ბავშვია – ჩვილი, 4 და 7 წლის ბავშვები. ინფორმაციას, ხარკოვის ოლქის გუბერნატორ ოლეგ სინიეგუბოვზე დაყრდნობით, BBC ავრცელებს.

ბენზინგასამართი სადგურის აფეთქების შემდეგ, ცეცხლი რამდენიმე სახლს მოედო. Ukrainska Pravda-ს ცნობით, 15-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა თქვა, რომ რუსული აგრესია მათი ქალაქის მიწასთან გასწორებას ცდილობს.

“მაგრამ ჩვენ ამას გადავლახავთ, ჩვენ გავიმარჯვებთ!” – თქვა ტერეხოვმა შემთხვევის ადგილიდან ჩართვისას.

 

რუსულ სამხედრო ძალებს კომენტარი არ გაუვრცელებიათ.

ქალაქზე შეტევა რუსმა ოკუპანტებმა 10 თებერვლის ღამეს მიიტანეს. შეტევის შედეგად, ცეცხლმა 3700 კვადრატული მეტრის ფართობი მოიცვა. 50 ადამიანის, მათ შორის, ორი ბავშვის ევაკუირება მოხერხდა.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...