Jump to content
Planeta.Ge

ჯო ბაიდენმა და ოლაფ შოლცმა აშშ-ის კონგრესს უკრაინის დახმარების სწრაფად დამტკიცებისკენ მოუწოდეს


ჯო ბაიდენმა და ოლაფ შოლცმა აშშ-ის კონგრესს უკრაინის დახმარების სწრაფად დამტკიცებისკენ მოუწოდეს.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან თეთრ სახლში ვიზიტისას უკრაინის დახმარების საკითხი განიხილა და ორივე ლიდერმა აშშ-ის კონგრესს მოუწოდა, რომ უკრაინის დამატებითი დაფინანსება სწრაფად დაამტკიცოს.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კონგრესი, წარმომადგენელთა პალატა, თქვენ მოგისმენთ და საჭირო მხარდაჭერით უზრუნველყოფის გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განუცხადა ოლაფ შოლცმა ჯო ბაიდენს.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში უკრაინის დახმარების საკითხში გერმანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

„ახლა, როგორც დანარჩენ ევროპაში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში იგივე უნდა მოხდეს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ჯო ბაიდენმა ოლაფ შოლცს უკრაინის დახმარებაში შეტანილი სამაგალითო წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...