Jump to content
Planeta.Ge

ბაღდათში სტიქიის ზონაში გარდაცვლილ ორ ადამიანს დღეს დაკრძალავენ


ბაღდათში სტიქიის ზონაში გარდაცვლილ ორ ადამიანს დღეს დაკრძალავენ. ადგილზე გარდაცვლილის ახლობლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იკრიბებიან.

პარალელურად გრძელდება სამუშაოები სტიქიის ზონაში.

მუნიციპალიტეტის მერის თქმით, მიწის გატანა დატერასების სამუშაოები დასრულებულია, ასევე აღდგენილია კომუნიკაციები.

მოსახლეობას მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. რაც შეეხება სტიქიის ზონიდან გაყვანილ ოჯახებს, გეოლოგების დასკვნის მიხედვით გახდება ცნობილი დაბრუნდებიან სახლებში, თუ მოხდება მათი გასახლება.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...