Jump to content
Planeta.Ge

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებული გიორგი ორველაშვილის ძმაც დააკავეს


რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებული გიორგი ორველაშვილის ძმაც დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, დაკავებული პირი 21-წლამდეა და მასთან ადვოკატი დროებითი მოთავსების იზოლატორში მოსანახულებლად ახლა შედის.

არსებული ინფორმაციით, იარაღი, საიდანაც გუშინ გასროლა განხორციელდა, გიორგი ორველაშვილის ძმის იყო.

მამაკაცის დაკავება „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ის სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლითაა დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის)) დაუდევრად შენახვას გულისხმობს.

რაც შეეხება გიორგი ორველაშვილს მას ბრალს სავარაუდოდ, დღეს, ან ხვალ წაუყენებენ, რის შემდეგაც რუსთავის რაიონული სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

ცნობისთვის, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე განხორციელებული სროლის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაჭრილია და კლინიკა „რუსთავშია“ მოთავსებული.

მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...