Jump to content
Planeta.Ge

სროლა რუსთავის ბაზრობაზე: მოკლულია 4 პირი, დაჭრეს — ერთი


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი სროლის შედეგად მოკლულია 4 პირი, ერთი კი დაჭრილია.

როგორც შსს აცხადებს, ბაზრის ტერიტორიაზე რამდენჯერმე გაისროლა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ.

„სროლის შედეგად მოკლულია ოთხი პირი, მათ შორისე რთ-ერთია ბრალდებულის ბიძა, რომელიც აღნიშნულ ბაზარში იყო დასაქმებული. ხოლო დაჭრილია ერთი პირი, ბრალდებულის ბიძაშვილი.
დაჭრილი საავადმყოფოში არის მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
სამართალდამცველებმა გ.ო. შემთხვევის ადგილზე დააკავეს“, — აცხადებს შსს.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და ყველა შესაბამის ღონისძიებას ახორციელებენ.

მთავარ ფოტოზე: კადრი „ინფო რუსთავის“ ვიდეოდან.

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...