Jump to content
Planeta.Ge

ანა ბუჩუკური - ხალხის ასეთი დაბალი მხარდაჭერის მქონე პრემიერი, როგორიც კობახიძეა, საქართველოს არ ჰყოლია, ამიტომ, დიდი მადლობა ივანიშვილს


ირაკლი კობახიძე ჩვენთვის შესაძლებლობაა და ეს კიდევ ერთხელ თავად დაადასტურა გუშინ, როცა დიდი საჩუქარი გაგვიკეთა: გვეგონა, რომ თავის სათქმელზე ისაუბრებდა, როგორც  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, სინამდვილეში კი, მხოლოდ ჩვენი გუნდის ლიდერზე და ჩვენზე ისაუბრა., - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. 

 

ბუჩუკურის თქმით, ხალხის ასეთი დაბალი მხარდაჭერის მქონე პრემიერი საქართველოს ჯერ არ ჰყოლია, რისთვისაც დიდ მადლობას უხდის ივანიშვილს.

 

"ის არის პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი უარყოფითი რეიტინგი პოლიტიკოსებს შორის, კორო-ნაცია ნამდვილად შედგა, ადამიანს, რომელსაც არაფერი აკავშირებს 2012 წლის ოქტომბრის იდიალებთან და ნაციონალების ავტორიტარიზმის დამარცხებასთან, თვითონ არის  ავტორიტარიზმის და ტყუილებში ჩაკარგული ნეონაცის სიმბოლო.

 

მაგრამ კობახიძე, იმავდროულად, დიდი რისკია ქვეყნისათვის:

 

  ადამიანი, რომელმაც „ოცნების“ ხელისუფლების 12 წლიანი მმართველოს პერიოდში 2-ჯერ გამოიწვია 100 ათას კაციანი აქცია (გავრილოვის მის სავარძელში დასმით და რუსული კანონით);

  ადამიანი, რომელიც თავს იმით იწონებს, რომ კონსტიტუციის შემქმნელი ვარო, მაგრამ ამ კონსტიტუციას ანადგურებს;

  ადამიანი, რომელიც საპარლამენტო საზედამხედველი ფუნქციებს ხან მურუსიძის, ხან კეზერაშვილის დასაცავად აუქმებს;

 გავრილოვის ჩამომყვანი და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩამსმელი;

 ადამიანი, რომელიც საოკუპაციო ხაზზე აქამდე არასოდეს ყოფილა და ახლა ამბობს, რომ მოუწევს თურმე;

  ადამიანი, რომელიც არის დღევანდელი დეგრადირებული, ტყუილებში დაკარგული ოცნების, ქართული ოცნების ღირებულებების ღალატის სახე!

 

ამიტომ, ჩვენ ამ დიდ შესაძლებლობას გამოვიყენებთ და 2024 წელს გავისტუმრებთ „ოცნებას“ ხელისუფლებიდან, კობახიძით თუ მის გარეშე.", - აცხადებს ბუჩუკური. 

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...