ბექა ლილუაშვილი ირაკლი კობახიძეს - ბუზი ბევრი ბზუის მაგრამ სიმართლესთან - ყველა ტყუის!
ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ივანიშვილი კობახიძეზე უკეთეს კანდიდატურას პრემიერ-მინისტრად ნამდვილად ვერ შეარჩევდა იმის საჩვენებლად, რა დაემართა და რად იქცა „ოცნება“ დღეს!, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მარტივია იმაზე პასუხი თუ რატომ შეაჩერა არჩევანი ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეზე - "თქვენ იქნებით არჩევნების გაყალბების მთავარი ინსტრუმენტი. ეს არის მთავარი ფუნქცია.", - ამბობს ლილუაშვილი.
"თქვენ, ტყუილებში ჩაკარგულები დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებით ახალ ამპლუაში, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ ზედმიწევნით კარგად წარმოაჩენთ ყველა იმ მანკიერებას, სადამდეც დაეცა „ოცნებას“.
გისმენდით სამთავრობო პროგრამაზე, დაპირებებზე და ამითაც დაადასტურეთ, რომ თქვენ იქნებით ყველაზე უუფლებო პრემიერი და მალე აღმოაჩენთ, რომ ხალხს კი არ ემსახურებით, იმ 25 ოჯახის მსახურებაში ხართ, რომელზეც ხშირად გვისაუბრია.
არ გაგკვირვებია „კოკაინშიკობის“ კამპანიის ავტორისგან, მაგრამ დღეს, თქვენ „ოცნების“ მომავალი პრემიერი, „ნაციონალური მოძრაობის სახეების“ არგუმენტებით და სიტყვებით საუბრობდით 20 ივნისზე, კორუფციაზე და კიდევ ბევრ საკითხზე, რაც ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ გვიკვირს, რადგან თქვენ დაადასტურეთ, რომ განასახიერებთ განაცებულ „ოცნებას“, ერთობლივ ქოლ-ცენტრებს, მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს, ადამიანს, რომელიც არ არის საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი, ადამიანს, რომელმაც თავისი, აი ეს სავარძელი, საიდანაც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა, დაუთმო გავრილოვს, ადამიანი, რომლის გვარსაც უკავშირდება ქვეყანაში 100 000-იანი აქციები.აი ამიტომ, ნორმალურ სახელმწიფოში, თქვენ არცერთ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობაზე არჩევას არ იმსახურებთ.
დღევანდელი სხდომა უნდა ყოფილიყო თქვენზე, მომავალ პრემიერ-მინისტრზე, მაგრამ დღეს აქ ინტერესი, მთელი საინფორმაციო ველი არა თქვენზე, არამედ გიორგი გახარიაზე იყო მიმართული. ამაზე კარგად არაფერი გამოხატავს თქვენი პარტიის სისუსტესა და კომპლექსებს.
მაგრამ ამ ფაქტების მიღმა, სხვა კითხვაც არის, რატომ აგირჩიათ ივანიშვილმა - ამაზე მარტივი პასუხი არსებობს, თქვენ იქნებით არჩევნების გაყალბების მთავარი ინსტრუმენტი. ეს არის მთავარი ფუნქცია.
ამიტომ არის აბსოლიტურად აზრს მოკლებული აქ თქვენი დაპირებები საარჩევნო პროგრამიდან და ეს თქვენ გუშინაც აღიარეთ და დღესაც, როცა ბრძანეთ, რომ ეს პროგრამა 10 თვიანია და პრაქტიკულად არც ერთი რეალისტური დაპირება რაც შეიძლება ამ 10 თევში გაკეთდეს, მითუმეტეს ახალი - აქ არ არის.
არც თქვენი მხრიდან პოლიტიკური რეიტინგების ხსენებაა მომგებიანი, იმიტომ რომ, ისტორიულად დაბალი რეიტინგის ფონზე მოუწია ივანიშვილს კულისებიდან გამოსვლა. თუ ასეთი მოკრძალებული რეიტინგები გვაქვს, აწიეთ ბარიერი, ჩვენ ხომ შემოგთავაზეთ, აწიეთ და ვნახოთ.
მოკლედ, სიმართლეზე რომ თქვენ შემადგენლობას, პარტიას მწვავე რეაქცია აქვს, ღიზიანდება ეს გასაგებია, მაგრამ დღეს სრულიად დაცალეთ განხილვა შინაარსისგან. აგერ გადახედეთ თქვენ რეპლიკებს და გამოსვლებს - რასაც ნაცები ბუტბუტებდნენ 2020 და 19 წლის პარლამენტში, ზუსტად იგივე მესიჯბოქსით საუბრობდით დღეს ერთი-ერთში. თქვენში სხვაობა აღარც შეიმჩნევა.
აი ეს თუ კომპლექსების არ არის, თქვენი, რომ სხედხართ თქვენვე არხებზე და თქვენს თავს ესაუბრებით, თუ ვინმეს პრეტენზია გაქვთ და თქვენი თავი გეიმედებათ, აგერ ტრიბუნიდანაც გთავაზობთ, მოდით დეპატებში.
ან ივანიშვილს გადაეცით, მიუხედავდ იმისა, რომ ნულოვანი გავლენა გაქვთ მასზე, დაჯდეს დებატებში გახარიასთან. თქვენ რომ ბიძინა ივანიშვილს ვერ იცავდით, მაგიტომ მოუწია კულისებიდან გამოსვლა და ეხლა კომიკურია თქვენი მცდელობები მისი დაცვის!, იქნებ ივანიშვილმა მაინც შეძლოს თქვენი აქეთ დაცვა.
აი ამიტომ და არამხოლოდ ამიტომ, ვერ დაიმსახურებთ თქვენ ბ-ნო ირაკლი ჩვენი მოქალაქეების რეალურ ნდობას, აქ დღევანდელ სხდეომაზე, ფიქტიურად თქვენი დამცველებისგან შეიძლება მარტივად გახვიდეთ - გარეთ ხალხში, ვერასდროს.
შეჯამების სახით შემიძლია მარტივად გითხრათ:
ბუზი ბევრი ბზუის მაგრამ სიმართლესთან - ყველა ტყუის!", - ვკითხულობთ განცხადებაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.