"ისეთი ბავშვები იყვნენ, მაგათით მიხაროდა სკოლაში შესვლა..." - ნაპოვნია მამისა და მისი სამი შვილის ცხედრები: ნერგეეთის უდიდესი ტრაგედია
წუხელ, გვიან ღამით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, საზარელი ტრაგედია დატრიალდა. მეწყრის ჩამოწოლის შედეგად ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 8 ადამიანი. კიდევ ერთს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
სოფელ ნერგეეთში სტიქიის დროს გარდაცვლილებს შორის არიან რობაქიძეების ოჯახის წევრები, მაშველებმა მამისა და მისი სამი შვილის - უფროსი ვაჟისა და ტყუპი გოგონების ცხედრები იპოვეს.
ჩვენი ინფორმაციით, ყველაზე მეტად მათი სახლი დაზიანდა. როგორც ბავშვების პედაგოგი გვიყვება, ეზო სრულად გასწორებული იყო, სახლის სახურავი კი მეწყერმა მდინარის მეორე მხარეს გადაისროლა.
იმ ღამეს სახლში გია რობაქიძე და მისი შვილები, ტყუპი დები, ანა და ქეთი და ძმა, დავითი იმყოფებოდნენ, დედა წლებია რაც საზღვარგარეთ ემიგრაციაშია. განაგრძეთ კითხვა
MSHOBLEBI.GE
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.