Jump to content
Planeta.Ge

„საქართველოსთვის“ - სააკაშვილის დღევანდელმა განცხადებამ ჩვენი მოსაზრება დაადასტურა, შესაბამისად, პრეზიდენტის შემოთავაზებულ პლატფორმაზე ჩვენს ადგილს ვერ ვხედავთ


პარტია „საქართველოსთვის“ კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ არ იღებს მონაწილეობას პრეზიდენტის შეთავაზებულ პლატფორმაში და აცხადებს, რომ მათი მოსაზრება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ განცხადებაში დაადასტურა.

პარტია აცხადებს, რომ ვერ დაუშვებს, მიხეილ სააკაშვილის „პოლიტპატიმრობაზე სპეკულაცია კიდევ ერთხელ გამოიყენონ“ ქვეყნის ევროპული მომავლით სავაჭროდ ევროკავშირის გაფართოების საკითხის განხილვისა და საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებების საკითხის განხილვის წინ.

ამასთან, „საქართველოსთვის“ მზაობას აცხადებს, პრეზიდენტთან არჩევნების დაცვისა და ევროპული მომავლისთვის სათანამშრომლოდ.

“ჩვენ ვთქვით, რომ ამ პლატფორმის ფუნქცია ჩვენთვის იყო გაუგებარი, ვერ მოიტანდა შედეგს და კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობისგან” გამოყენებული იქნებოდა სააკაშვილის პოლიტპატიმრობის სტატუსისა და შეწყალების საკითხის ირგვლივ დისკუსიის წამოსაწყებად. ეს კარგად ჩანდა გუშინვე მათი განცხადებებიდან, რომლებიც გაკეთდა პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლიდან მალევე, რომ ევროპული და ეროვნული საქმე იყო სააკაშვილის გათავისუფლება და ევროპული მომავლის წინაპირობა.

სწორედ ასეთი პოზიციონირებით ამ ადამიანების ნაწილი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ღიად კანდიდატის სტატუსის მიღების წინ აცხადებდნენ, რომ ქვეყანას არ უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი მანამდე, სანამ სააკაშვილს არ გაათავისუფლებდნენ და არჩევნები არ ჩატარდებოდა.

სააკაშვილის დღევანდელმა განცხადებამ ჩვენი ეს მოსაზრება დაადასტურა. შესაბამისად, ამ პლატფორმაზე ჩვენს ადგილს ვერ ვხედავთ.

პრეზიდენტს კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ პატივისცემას და მზაობას, არჩევნების დაცვისა და ევროპული მომავლისთვის სათანამშრომლოდ, თუმცა არის პოლიტიკაში საკითხები, რომელიც ჩვენი პარტიისთვის არ გადაიხედება და ამიტომ, ამ პლატფორმაში ჩვენ არ ვიქნებით წარმოდგენილი!

ვერ დავუშვებთ, რომ სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე სპეკულაცია ამ ადამიანებმა კიდევ ერთხელ გამოიყენონ ჩვენი ევროპული მომავლით სავაჭროდ ევროკავშირის გაფართოების საკითხის განხილვისა და საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებების საკითხის განხილვის წინ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის" შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდან 6 თებერვალს გამოაცხადა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...