ანა ბუჩუკური - მთავრობის გეგმის 70-80% ზუსტად იმ პროგრამას იმეორებს, რაც გიორგი გახარიამ 2020 წლის დეკემბერში წარადგინა
მთავრობის გეგმის 70-80% ზუსტად იმ პროგრამას იმეორებს, რაც გიორგი გახარიამ 2020 წლის დეკემბერში წარადგინა - პრობლემაა, რომ გაურკვეველია, სამი წლის განმავლობაში რას აკეთებდა მთავრობა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მისი გუნდი სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით კითხვების დასასმელად, ყველა პლატფორმას გამოიყენებს.
"სამთავრობო პროგრამა ფაქტობრივად, 70-80% ზუსტად იმ პროგრამას იმეორებს, რაც გიორგი გახარიამ 2020 წლის დეკემბერში წარადგინა, როდესაც ის მეორე ჯერზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყო. ამაში ბუნებრივია, დანაშაული და ცუდი არაფერია, უბრალოდ პრობლემა არის ის, რომ სამი წლის განმავლობაში რას აკეთებდა მთავრობა გაურკვეველია. ჩემთვის პირადად "საინტერესო" იყო თავდაცვის მიმართულებით ნატოსთან დაკავშირებით ფორმულირების ცვლილება და დარწმუნებული ვარ, სხვებსაც და ჩვენს გუნდსაც ამაზე ბუნებრივია, ექნება შეკითხვა," - განაცხადა ბუჩუკურმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.