Jump to content
Planeta.Ge

რუსული „მი-8“ ვერტმფრენის ნამსხვრევები, რომელიც საწვრთნელი ფრენის დროს გაუჩინარდა, კარელიაში აღმოაჩინეს


კარელიაში, ონეგის ტბის წ####ბში „მი-8“ ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილი აღმოაჩინეს, - ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მი-8“ ვერტმფრენის ნამსხვრევები ნაპირიდან 11 კილომეტრში აღმოაჩინეს. აღმოჩენის ადგილზე ტბის სიღრმე 40-დან 50 მეტრამდეა. შექმნილია ოპერატიული შტაბი და შემთხვევის გამოსაძიებელი კომისია. სამუშაოებში ჩართულია 140-ზე მეტი ადამიანი და 33 ერთეული ტექნიკა“, - აცხადებენ უწყებაში.

„მი-8“-სთან კავშირი ონეგას ტბის წ####ბის თავზე საწვრთნელი ფრენის დროს შეწყდა. თვითმფრინავი რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩრდილო-დასავლეთის საავიაციო სამაშველო ცენტრს ეკუთვნის. როგორც ცნობილია, ბორტზე ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...