Jump to content
Planeta.Ge

მსოფლიოს 10 ქვეყანა, სადაც პური ყველზე იაფი/ძვირია - რომელ ადგილზეა საქართველო


მსოფლიოში პურზე ყველაზე დაბალი ფასის მიხედვით საქართველო 95 ქვეყნიდან მე-20 ადგილზეა. ამის შესახებ სამომხმარებლო ფასების, კრიმინალის მაჩვენებლის, ჯანდაცვის ხარისხისა და სხვა სტატისტიკის გლობალურ მონაცემთა ონლაინ ბაზის, Numbeo-ს 2024 წლის თებერვლის რეიტინგში წერია.

Numbeo-მ 95 ქვეყნის რეიტინგი 500-გრამიანი თეთრი პურის ფასების მიხედვით შეადგინა, რომელშიც საქართველო 0,67-დოლარიანი ფასით არის წარმოდგენილი.

მსოფლიოში ყველაზე დაბალი ფასი ნახევარკილოგრამიან პურზე ტუნისში დაფიქსირდა, რამაც 0,15 დოლარი შეადგინა. შემდეგი არის ალჟირი - 0,16 დოლარით და ლიბია - 0,33 დოლარით.

 
 
 
-0:15
 
 
 

ამავე სტატისტიკით, პური ყველზე ძვირი შვეიცარიაშია - 3,65 დოლარი, მეორე ადგილზეა აშშ - 3,56 დოლარით და სამელშია დანია 3,23 დოლარით.

ქვეყნების ტოპ 10-ეული, სადაც 500 გრ თეთრი პური ყველაზე იაფია:

  • ტუნისი - 0,15 დოლარი
  • ალჟირი - 0,16 დოლარი
  • ლიბია- 0,33 დოლარი
  • კენია - 0,41 დოლარი
  • აზერბაიჯანი - 0,42 დოლარი
  • უზბეკეთი - 0,46 დოლარი
  • მაროკო - 0,48 დოლარი
  • ინდოეთი - 0,50 დოლარი
  • ყაზახეთი - 0,50 დოლარი
  • ნეპალი - 0,52 დოლარი

ქვეყნების ტოპ 10-ეული, სადაც 500 გრ თეთრი პური ყველაზე ძვირია:

  • შვეიცარია - 3,65 დოლარი
  • აშშ - 3,56 დოლარი
  • დანია - 3,23 დოლარი
  • ნორვეგია - 3,20 დოლარი
  • ლუქსემბურგი - 2,95 დოლარი
  • სამხრეთ კორეა - 2,89 დოლარი
  • შვედეთი - 2,85 დოლარი
  • ურუგვაი - 2,75 დოლარი
  • კანადა - 2,66 დოლარი
  • იამაიკა - 2,64 დოლარი

რაც შეეხება საქართველოს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პურის ფასის (ძვირი) მიხედვით ის 95 ქვეყნიდან 76-ე ადგილზე. მეზობელ ქვეყნებს შორის კი ყველაზე იაფი პროდუქტი აზერბაიჯანშია, (91-ე ადგილი) სადაც 500-გრამიანი თეთრი პური 0,42 დოლარი ღირს, რუსეთში (85-ე ადგილი) - 0,52 დოლარია, თურქეთში (75-ე ადგილი) - 0,68 დოლარი, სომხეთში კი (74-ე ადგილი), პურის ფასი 0,69 დოლარია.

ცნობისათვის, გლობალურ მონაცემთა ონლაინ ბაზა Numbeo 2009 წლის აპრილში დაარსდა. ვებგვერდს კომპანია, Numbeo doo მართავს, რომელიც რეგისტრირებულია სერბეთში. Numbeo-ს დამფუძნებელი მლადენ ადამოვიჩია.

bpn.ge

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...