Jump to content
Planeta.Ge

ხვალ საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პირველი საპარლამენტთაშორისო კონფერენცია გაიმართება


საქართველოს პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ინიციატივით პირველად ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციის კომიტეტების წარმომადგენლები ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, მონტენეგროდან, სერბეთიდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან. კონფერენციის ფარგლებში იმსჯელებენ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, შესაბამისი რეფორმების დღის წესრიგზე და ეროვნული პარლამენტების როლზე მოლაპარაკებების პროცესში.

კონფერენციას გახსნის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი. მისასალმებელი სიტყვით დამსწრეებს მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ევროკავშირის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...